in

შეიძინე „ბოტანიკოში” ბინა და დასაჩუქრდი რადისონში დასვენებით

მწვანე კონცხი ბოტანიკო“, საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მშენებლობის პროცესშია, ზღვისპირას საკუთარი სახლის ქონის მსურველებს სასიამოვნო სიურპრიზს სთავაზობს – აქციის ფარგლებში, თუკი შეიძენთ ბინას „ბოტანიკოში”, საჩუქრად მიიღებთ ერთკვირიან დასვენებას ბათუმის ან წინანდლის „რადისონში”. აქცია 1 თვე, 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

„ბოტანიკოში” ბინების სხვადასხვა არჩევანია. აქ იპოვით როგორც სტუდიოს, ისე ერთსაძინებლიან და ორსაძინებლიან ბინას, ასევე კუთხის ტიპის საცხოვრებელ ფართებს. „რადისონში” დასვენების აქცია ყველანაირი ტიპის ბინის ყიდვის შემთხვევაში ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ სტუდიოს სტილის ბინებზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა, ამიტომ ეს ბინები ცოტა რაოდენობითაა დარჩენილი.

„ბოტანიკო” „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტია, რომელსაც სრულად აფინანსებს საქართველოს ბანკი. კომპლექსის ყველა ბინიდან 180-გრადუსიანი ხედი იშლება ზღვაზე და ის ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან 2 წუთის სავალ გზაზეა. მშენებლობა უკვე ფინალისკენაა წასული და მეპატრონეებს სახლები ამ წლის ბოლოს ჩაბარდებათ. საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯმენტს განახორციელებს სილქ ჰოსფითალითი, „სილქ როუდ ჯგუფის“ კიდევ ერთი შვილობილი კომპანია, რომელიც მართავს რადისონების სასტუმროებს, სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრებსა და კვებით ობიექტებს საქართველოში.

[R]

რა უნდა გაითვალისწინოთ შპალერის შერჩევისას?

როგორ დავათბოთ ბინა დეკორის საშუალებით?