შემოდგომა ბევრისთვის შთამაგონებელი სეზონია. ეს ის პერიოდია, როცა გვინდება, სახლში მყუდროდ და თბილად ვიყოთ – შესაბამისად, გვინდება ისიც, რომ მსგავსი გარემო შევქმნათ. ამაზე არათუ დიზაინერებს, არამედ უამრავ ადამიანს ინდივიდუალურად აქვს ნაფიქრი. შესაბამისად, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეიძლება სახლს შემოდგომის განწყობა შევძინოთ.
დაიწყეთ შემოსასვლელიდან
თუკი შემოდგომის განწყობის შექმნა სახლში თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ ეს პროცესი შემოსასვლელიდან უნდა დაიწყოთ. მაგალითად, როგორც ამ ფოტოზეა მოცემული, დაამატეთ სივრცეს წითელი ელემენტები, როგორიცაა – ხილი, ყვავილები, ბალიშები, წიგნები..
ფოკუსირდით პლედებსა და ხალიჩებზე
თუკი ზაფხულში ღია ფერებზე იყავით ორიენტირებული, ახლა უკვე შეგიძლიათ ისინი უფრო მუქი ფერებით შეცვალოთ, მაგალითად: შინდისფერი, ყავისფერი, მუქი ნარინჯისფერი და ა.შ სივრცის “დასათბობად” იდეალური ვარიანტია პლედები და ფუმფულა დასაფენები, როგორც ეს ფოტოზეა მოცემული. ამ კონკრეტულ სივრცეში ასევე დიდ როლს თამაშობს ბუხარიც, რომელიც შემოდგომისთვის იდეალური ატრიბუტია.
დაკიდეთ კედელზე ტექსტილი
კედლის “დარბილება” მშვენიერი ნაბიჯია სივრცის უფრო გასამყუდროვებლად და შემოდგომის განწყობის შესაქმნელად. საამისოდ გამოგადგებათ ნათელი ფერის ტექსტილი ან ქვილთის ტექნიკით შექმნილი კედელზე დასაკიდებლები.
ორიენტირდით ნარინჯისფერზე
შემოდგომის შეგრძნების მიღება მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ, თუკი ფოთლებით შთაგონებულ ფერებს გამოიყენებთ ინტერიერში. საამისოდ გამოგადგებათ მსგავსი ფერის ბალიშები, ხალიჩები, თეფშები.. ამ კონკრეტულ ინტერიერში კი მსგავს განწყობას მოცემულ დეკორებთან ერთად ხის სკამიც ქმნის.
დაამატეთ საძინებელს სქელი ფარდები
დამოკლებული დღეები და დაგრძელებული ღამეები ჩვენს საძინებელთან მიჯაჭვულობას განაპირობებს. შესაბამისად, გირჩევთ თქვენი საძინებლის სივრცე უფრო “გაათბოთ” და მყუდრო გახადოთ. ამას კი საწოლის გარშემო სქელი, შემოდგომისთვის შესაფერისი პატერნის მქონე ფარდებით მოახერხებთ.
შეიტანეთ მრგვალი ფორმის აქცენტები
მრგვალი ფორმის დეკორი სივრცეს უფრო მყუდროს და თბილს ხდის. როგორც ამ ფოტოზეა მოცემული, შეგიძლიათ, თქვენც შეიტანოთ ინტერიერში მრგვალი ფორმის მაგიდა, სანათი, ჭაღი, სკამი და ა.შ
დაამატეთ საძინებელს ტექსტურა
ზაფხულიდან შემოდგომაზე გადასასვლელად ყველაზე მარტივი გზა ბეწვის გადასაფარებლის დამატებაა – ის ნამდვილად თბილ და მყუდრო განწყობას შემოიტანს საძინებელში.
რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი