in

შემოსასვლელის დაპროექტებისას დაშვებული 5 გავრცელებული შეცდომა

შემოსასვლელში სტუმარს ბინაზე პირველი შთაბეჭდილება ექმნება, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ სივრცეს დიდი ყურადღება დავუთმოთ. დღეს გავრცელებულ 5 შეცდომაზე გესაუბრებით, რომელთა თავიდან არიდებით შემოსასვლელის ეფექტური იერისა და ფუნქციურობის მიღწევას შეძლებთ.

უხარისხო განათება

შემოსასვლელის დაპროექტებისას დაშვებული ყველაზე ხშირი შეცდომა სინათლის სუსტი წყაროა. შემოსასვლელი, პირველ რიგში, ფუნქციური სივრცეა, სადაც ვიმოსებით, ფეხსაცმელს ვიცვლით და ნივთებს ვალაგებთ, ამიტომ უხარისხო განათება განსაკუთრებულ დისკომფორტს იწვევს.

სინათლის უკმრისობა განსაკუთრებით არასასიამოვნოა სარკის წინ, ან სათავსოების ზონებთან. აქ კარგი, მიმართული შუქი არა მხოლოდ საგნების გასანათებლად, არამედ დამატებითი დეკორატიული ეფექტისთვისაც გამოდგება.

სარკის არასაკმარისი ზომა

შემოსასვლელში სარკე, სადაც თავიდან ბოლომდე გამოვჩდებით, აუცილებელია. საბოლოო შტრიხები – ფეხსაცმელი, ზედა ტანსაცმელი, აქსესუარები – როგორც წესი, მაინც გასვლის წინ უნდა გადააკონტროლოთ, ამიტომ სრული ზომის სარკე შემოსასვლელში აუცილებელია.

ის არამხოლოდ სივრცეს გაზრდის, არამედ ფინალური შტრიხების კორექტირებაშიც დაგეხმარებათ.

ფართო ჩამოსაჯდომი ავეჯის არ არსებობა

ამ აუცილებელ ნივთს ხშირად უგულებელყოფენ და ფართო, მოხერხებულ სკამს პატარა ავეჯით ან პუფით ცვლიან. რა თქმა უნდა, მომცრო პუფი ან სკამი შემოსასვლელში კარგია, მაგრამ დიდი ოჯახის და ხშირი სტუმრიანობის შემთხვევაში, ასეთი ვარიანტი არ გამოგადგებათ.

მოგრძო სკამი არა მხოლოდ მოხერხებულ დასაჯდომად, არამედ კონსოლად ან კომოდის ზედა თაროდ შეგიძლიათ გამოიყენოთ და ზედმეტი ნივთები მოათავსოთ. სახლში მოსვლისას მასზე ჩანთები და მოწყობილობები შეგიძლიათ დააწყოთ, ხელები გაითავისუფლოთ და მშვიდად გაიხადოთ, შემდეგ კი ყველაფერი კარადაში შეინახოთ და შემოსასვლელი ვიზუალურად განტვირთოთ.

ვიწრო და გრძელი შემოსასვლელი

ხშირად, ბინის დაპროექტირებისას, შემოსასვლელის ხარჯზე სხვა ოთახების გაზრდა ხდება. ამ დროს შემოსასვლელი ვიწრო და „გაწელილი“ გამოდის. ასეთი გადაწყვეტილების დროს გვავიწყდება, რომ შემოსასვლელი ის სივრცეა, სადაც ბინაზე პირველადი წარმოდგენის ფორმირება ხდება. ამიტომაც ამ სივრცეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. კვადრატული შემოსასვლელი ყველა აუცილებელი ნივთის მარტივად მოთავსების საშუალებას მოგვცემს (ჩაშენებული კარადა, მოგრძო სკამი, სარკე და კომოდი). გარდა ამისა, ასეთ შემოსასვლელს არ ექნება „ვაგონის“ ვიზუალი (გაწელილი, ვიწრო სივრცის ეფექტი) და მასში  რამდენიმე სტუმარი ერთად ადვილად მოთავსდება.

არ არის ზედა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესანახი კარადა

ტევადი, ჩაშენებული კარადა ის ნივთია, რომელსაც ყველაზე ხშირად უგულებელვჰყოფთ. მის მაგივრად ღია შენახვისთვის ჩამოსაკიდი კაუჭებისა და საკიდების გამოყენებას ვამჯობინებთ. შემოსასვლელში ფართობის დაზოგვის მიზნით ხშირად დიდ კარადაზე უარს ვამბობთ, რაც საკამათო გადაწყვეტილებაა. დიდი რაოდენობით თბილი ტანსაცმლის არსებობის პირობებში საკიდები საკმარისი არ რის. შენახვის ღია ტიპი მოუხერხებელობის გარდა, არაესთეტიურადაც გამოიყურება. წარმოიდგინეთ შემოსასვლელში ტანსაცმლით გადავსებული საკიდი, ამგვარი რამ სივრცის მოუწესრიგებლობის განცდას ქმნის .

 

რატომ უნდა მოვითხოვოთ მშენებლისგან გეოლოგიური დასკვნა – “ნამაის სტანდარტი”

ელექტროობის გეგმარების მთავარი პრინციპები – რუსუდან თუმანიშვილის გიდი