in

შესასვლელი კარი – რა ვარიანტები არსებობს?

კარი არის პირველი, რასაც სტუმრები ხედავენ, ამიტომ მესაკუთრის სურვილი, შეარჩიოს ეფექტური ვარიანტი, სრულიად გასაგებია. თუმცა, კარი არა მხოლოდ ელეგანტური, არამედ საიმედოც უნდა იყოს, რადგან მასზე სახლის უსაფრთხოება და გამძლეობაა დამოკიდებული. დღეს კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შევარჩიოთ შესასვლელი კარი, რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ და როგორ უკავშირდება კარი დანარჩენ ინტერიერს.

ცენტრალური შესასვლელი კარის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:

ფოლადის კარი

ეს ყველაზე პოპულარული არჩევანია, რომელიც შესასვლელის საიმედოდ დაცვას უზრუნველყოფს. ფოლადის კარი საშუალებას გაძლევთ, შეინარჩუნოთ სითბო — ბევრ მოდელში ლითონის ფენებს შორის ფორებიანი რეზინი, პოლიპროპილენი, მინერალური ბამბა ან გოფრირებული მუყაოა მოთავსებული. შეგიძლიათ დამატებითი ვარიანტები შეარჩიოთ — მწარმოებლები გვთავაზობენ ტყვიაგაუმტარ, ცეცხლგამძლე, დარტყმამედეგ და ხმაგაუმტარ კარებსაც.

პლასტმასის კარი

ასეთი კარი გაცილებით იაფია, ვიდრე ფოლადისა და ხის მოდელები. მნიშვნელოვანია, რომ წარმოების დროს გამოყენებული იყოს მაღალი ხარისხის მასალა, ასეთ შემთხვევაში კარი დიდხანს გაძლებს. პლასტმასა ხშირად შერწყმულია ლითონთან და ალუმინთან, ასევე არსებობს მოდელები მინის ჩანართებით.

ხის კარი

ბუნებრივი ხისგან დამზადებული კარი ელეგანტურად გამოიყურება, შესაფერისია როგორც მაღალსართულიანი კორპუსის ბინისთვის, ასევე სააგარაკე სახლისთვის. როგორც წესი, მოდელები წიფლის, ნეკერჩხლის, ალუბლის ან ცაცხვის ხეებისგან მზადდება. მასალა დამუშავებულია სპეციალური ნაერთებით, რომლებიც კარს ცუდი ამინდისა და ექსტრემალური ტემპერატურისგან იცავს.

მინის კარი

ეს ვარიანტი ბინის მფლობელებში პოპულარობით არ სარგებლობს. მაგრამ შეიძლება ის კარგად გამოიყურებოდეს ქალაქგარე სახლში. როგორც წესი, მომხმარებლები კომბინირებულ ვარიანტებს ირჩევენ, მაგალითად, ლითონის კარი მინის ჩანართებით.

ალუმინის კარი

უპირველეს ყოვლისა, ეს ვარიანტი შესაფერისია თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სტილის სახლებისთვის. არსებობს სტერეოტიპი, რომ ალუმინის კარი მყიფეა და ადვილად იშლება, მაგრამ ეს ასე არ არის — გამძლეობით ისინი ფოლადის მოდელებს არ ჩამოუვარდება.

რუბრიკის წარმდგენია კარების კომპანია გაბილდი 

დიზაინერი და დამკვეთი — როგორ უნდა გამოინახოს საერთო ენა მათ შორის?

რატომ უნდა ავირჩიოთ დიდი ფორმატის ფილები? – 3 მთავარი უპირატესობა