ბინის შეძენისას უმნიშვნელოვანესია საცხოვრებელი კომპლექსის დეტალური ანალიზი და ყველა შესაძლო საფრთხის გათვალისწინება, რათა მომავალში, დისკომფორტი არ შეგექმნათ და ისეთ სირთულეებს არ წააწყდეთ, რომელთა მოგვარებაც დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ამიტომ უძრავი ქონების შერჩევამდე, აუცილებელია სიფრთხილე, დაკვირვება და ნაგებობის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება, რაც ეფექტურად დაგიცავთ გავრცელებული შეცდომებისგან და მშვიდად ცხოვრებაში დაგეხმარებათ.
დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 მთავარ შეცდომას, რომელთა გაუთვალისწინებლობა სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით.
შეცდომა #1: დეველოპერული კომპანიის საქმიანობის არცოდნა
უპირველესად, აუცილებელია, პოტენციურმა ბინის მეპატრონებ მოიძიოს დეტალური ინფორმაცია შესაბამისი სამშენებლო კომპანიის შესახებ და კარგად გაერკვეს მის საქმიანობაში, განხორციელებულ პროექტებსა თუ სამუშაო პრინციპებში. გარდა ოფიციალური დოკუმენტებისა, სასურველია იმ ადამიანთა აზრის მოსმენაც, რომლებსაც წარსულში მოცემულ დეველოპერულ კომპანიასთან გარკვეული ტიპის შეხება ჰქონდათ. ამასთანავე, დიდი ყურადღება ექცევა სამშენებლო კომპანიის კავშირს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ უცხოელ პარტნიორებთან, რაც მის უპირატესობაზე მეტყველებს. ამგვარი მიდგომით სანდოობის ხარისხს შეამოწმებთ და თავს უფრო დაცულად იგრძნობთ.
შეცდომა #2: ინფრასტრუქტურის და მასალების გაუთვალისწინებლობა
თუ ბინას ახალაშენებულ კორპუსში ყიდულობთ, მნიშვნელოვანია სამშენებლო სტანდარტების და მასალების ხარისხისა თუ ეკოლოგიური სისუფთავის შეფასებაც, რადგან ეს კრიტერიუმები თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე აუცილებლად მოახდენს გავლენას. შესაბამისად, მდგრადი, გამძლე და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად რეკომენდებულია სამშენებლო მასალებსა და ინფრასტრუქტურაზე წინასწარ იფიქროთ.
შეცდომა #3: ორიენტირება მხოლოდ ფასზე
ცხადია, უძრავი ქონების შეძენა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რის გამოც გადამწყვეტი როლი ფინანსურ ფაქტორს ენიჭება. თუმცა, დარგის ექსპერტების მიხედვით, მხოლოდ ფასზე ორიენტირება არ ღირს და ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, როგორიცაა არქიტექტურული იერსახე, ნაგებობის მასშტაბი და ადგილმდებარეობა, რადგან თითოეული ეს დეტალი დიდ გავლენას ახდენს მობინადრის ცხოვრების ხარისხსა და კეთილდღეობაზე.
შეცდომა #4: რეკრეაციული ზონებისა და გამწვანებას გაუთვალისწინებლობა
ეკოლოგიური პრობლემების ეპოქაში, განსაკუთრებით კი ქალაქში ცხოვრებისას, ჯანსაღი გარემო და ბუნებასთან სიახლოვე უდიდეს მნიშვნელობას იძენს. ამიტომ კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც პოტენციური მაცხოვრებლები ბინის შერჩევისას უშვებენ, რეკრეაციული ზონებისთვის არასათანადო ყურადღების მიქცევაა. ეზოში ბუნებრივი გამწვანება დასვენების, განტვირთვისა და ჯანსაღი გარემოს შექმნის წინაპირობაა, მისი უგულებელყოფა კი დროთა განმავლობაში თქვენი ცხოვრების ხარისხს მკვეთრად გააუარესებს.
შეცდომა #5: დამატებითი უპირატესობების უგულებელყოფა
საცხოვრებლის შერჩევისას ხშირ შემთხვევაში მაცხოვრებლები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ კორპუსის დამატებითი უპირატესობების გაცნობას და მათი გაუთვალისწინებლობით, უმეტესად, არასწორ არჩევანს აკეთებენ. სინამდვილეში, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გამართული ავტოსადგომი, სათავსო ოთახები, უსაფრთხოების ნორმები თუ სავარჯიშო დარბაზების სიახლოვე განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის და ყოველდღიურ ცხოვრებას გაცილებით ამარტივებს.
ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, სამშენებლო კომპანიის სანდოობით, მოსაპირკეთებელი მასალების ხარისხით, ეკოლოგიური სისუფთავითა და თანამედროვე სამშენებლო სტანდარტით, ასევე, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურითა და რეკრეაციული ზონებით, სრულად აღჭურვილი უსაფრთხო სისტემებით, ავტოსადგომითა და სპორტ დარბაზებით, თბილისში პრემიუმ-კლასის კომპლექსი, „ნამაი ვაკე“ გამოირჩევა. ეს არის ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” დასრულებული პროექტი, რომელიც ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარეობს და ქალაქის ცენტრთან ახლოს კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა.