in

შიგერუ ბანის ტოკიოს გამჭვირვალე ტუალეტები

დაწერო რამე შიგერუ ბან-ზე ძალიან განსხვავდება სხვა არქიტექტორზე წერისგან, რათქმაუნდა მას უამრავი ინოვაციური და უჩვულო პროექტი აქვს, მაგრამ არქიტექტორი გამოირჩევა თავშესაფრების, ლტოლვილთა ბანაკებისა და დაზარალებული ადამაინების საერთო საცხოვრებლების პროექტებით. უმეტესად შავებში ჩაცმული არქიტექტორი, რომელიც ბავშვობაში რაგბისტი იყო 60 წლის არის. 2014 წელს პრიცკერის პრემიაც აიღო და მისი შემოქმედება მთლიანად მომართულია ადამიანებისკენ ვისაც თავშესაფარი ყველაზე ძალიან სჭირდება. 

მისი ბოლო პროექტი, ტოკიოს საზოგადოებრივი ტუალეტის შუშის კუბები არ ემსახურება ეგრეთწოდებულ ქველმოქმედებას, მაგრამ ამჯერად გაგვაცნობს შიგერუ ბანს, როგორც რადიკალური მიდგომების არქიტექტორს.

ტუალეტების ჯიხურის მასალა გამჭვირვალე შუშაა, მაგრამ როგორც კი შევდივართ შუშა იბურება. დიზაინთან ერთად, როგორც არქიტექტორი ამბობს ამგვარი გადაწყვეტა პრაქტიკულიც არის, რადგან მარტივია მიხვდე დაკავებული არის თუ არა კაბინა. ასევე ღამით, ფერადი შუშა ანათებს, რაც აადვილებს მათ პოვნას პარკში.

ბანის ტუალეტები ტოკიოს Nippon Foundation-ის ფართო ინიციატივის ნაწილია, სახელწოდებით – ტოკიოს ტუალეტის პროექტი, რომელიც ააშენებს 17 საზოგადოებრივ ჯიხურს სხვადახვა არქიტექტორების ჩართულობით და შექმნიან სივრცეებს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

 

წყალქვეშა რესტორანი ნორვეგიაში

მე-20 საუკუნის 10 უკვდავი ინტერიერი