in

შპალერის ტრენდები, რომლებსაც 2022 წელს უნდა ველოდეთ

2022 წელი დადგა და ჩვენ მზად ვართ, ინტერიერის დიზაინის ტენდენციები გაგაცნოთ. ინტერიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია შპალერი. დიზაინერები ვარაუდობენ, რომ 2022 ფერებით, შაბლონებით, პრინტებითა და ტექსტურით დატვირთული წელი იქნება. და მაინც, ზუსტად რას უნდა ველოდეთ მომავალ წელს?

ტექსტურული ნეიტრალები

ნეიტრალურ ტონებს უკვე კარგა ხანია, ინტერიერის ტრენდებში მოწინავე ადგილი უკავია. თუმცა, 2022 წელს ისინი ერთგვარად სახეს იცვლიან და ტექსტურას იმატებენ. ფოტოზე გამოსახული Cameo-ს შპალერი ამის კარგი მაგალითია. როგორც დიზაინერები ამბობენ, მსგავსი შპალერი ოთახს ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ გადააქცევს.

ტექსტურების შერევა

დიზაინერი ჯორჯ ბონდი პროგნოზირებს ტექსტურირებული კედლების ტენდენციის ზრდას მომავალ წელს. ”2022 მოიტანს გაძლიერებულ ექსპერიმენტებს სხვადასხვა ტექსტურებზე, როგორიცაა აბრეშუმი და ბროკადი, რათა კედლებს დამატებითი განზომილება და სიმდიდრე მიეცეს”, – ამბობს ის – “არაფერი მეტყველებს სტილსა და ფუფუნებაზე ისე, როგორც 100% აბრეშუმის საფარი კედლებზე!”

დედამიწის ტონები

მშვიდი სივრცის შექმნის მიზნით, ჩვენ სავარაუდოდ დავინახავთ მიწიერ ტონებს საძინებლებში, – პროგნოზირებენ დიზაინერები. ეს არის ის, რაზეც მომხმარებლები ბოლო პერიოდში აქტიურად აკეთებდნენ არჩევანს. თეთრი და ნაცრისფერი ფერები, ხის აქცენტები – სწორედ ასე გამოიყურება მშვიდი საძინებელი.

შაბლონები 

“თუ თქვენ გსურთ გამოიყენოთ შაბლონები და პრინტები თქვენს სახლში, პირველ რიგში აირჩიეთ კლასიკური ფერები, რადგან ისინი კარგა ხანს იქნებიან ტენდენციურები”, – გვირჩევენ დიზაინერები. ფერების შერჩევის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ნიმუშები, როგორებიცაა გეომეტრიული ფიგურები, ყვავილები, ადამიანების სახეები, რათა მოახდინოთ თქვენი სივრცის პერსონალიზაცია და გახადოთ ის კრეატიული.

ყვავილების სიმრავლე

ბოტანიკური, ლანდშაფტისა თუ ყვავილების მოტივები 2022 წლის ინტერიერის დიდი ტენდენციაა. ბუნებრივი სამყაროს სილამაზეზე აქცენტირებით, ისინი ქმნიან დასასვენებლად კომფორტულ და ელეგანტურ ატმოსფეროს. განსაკუთრებით ტენდენციური იქნება ბოტანიკური ან ლანდშაფტური თემის შპალერი საძინებლებსა და მისაღებ ოთახებში, რადგან ისინი ქმნიან რბილ და ინტიმურ ატმოსფეროს.

ძლიერი აქცენტები

ერთ-ერთი ტენდენცია, რომელიც ჩვენ ვნახეთ მთელს მსოფლიოში და რომლის გაგრძელებასაც ველოდებით, არის ადამიანების თავდაჯერებულობა და მზადყოფნა, იყვნენ უფრო მხიარულები დიზაინის მიმართ. “სახლში მეტი დროის გატარების შედეგად, ჩვენი კლიენტები უფრო მეტად ემორჩილებიან სათავგადასავლო ნიმუშებს, ტექსტურას და მკვეთრ ფერს, ან თამაშობენ მასშტაბებთან და ფორმასთან,” – ამბობენ დიზაინერები.

ავეჯის რესტავრირება როგორც ძველი ნივთების მკურნალობა – ანნა სეკოვსკა-ლივნის ხელით გაცოცხლებული ნივთები

როგორი უნდა იყოს ახალაშენებული კომპლექსის ინფრასტრუქტურა – ის, რაც ბინის შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ