in

შვედური აპარტამენტი მოვარდისფრო ტონებში

Banner M2
Banner M2

სტოკჰოლმში მდებარე ეს აპარტამენტი 57 კვადრატული მეტრია, თუმცა მისი ინტერიერის წყალობით, ის ბევრად უფრო დიდი ზომის ჩანს. სივრცის დიზაინი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სრულად შეიცვალა, მისაღები და სამზარეულო, მეპატრონის სურვილის გათვალისწინებით, გაერთიანდა და დამატებითი სივრცე შექმნა, ხოლო ფერებისა და ავეჯის სწორად შერჩევის ხარჯზე, ინტერიერი შედარებით უფრო ნათელი და დახვეწილი გახდა.

აპარტამენტს აქვს დიდი ფანჯრები, საიდანაც დღის განმავლობაში სახლში მზის სხივების სითბო და სინათლე აღწევს. შუა საუკუნეების სტილი, რაც გამოიხატება იატაკსა და ვარდისფერ ტონებში, დამატებით თბილ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.

მისაღებ ოთახს ერთ მხარეს აქვს ღია ნაცრისფერი, ხოლო მეორე ნაწილში – თიხის ფერი კედლები, რომლებიც დაბალანსებულია თბილი, მოწითალო ფერებითა და აქცენტებით. სიმყუდროვის ეფექტის შესაქმნელად მეპატრონემ ხის იატაკი გამოიყენა, თუმცა იატაკს ემატება ვარდისფერი დივნები და მათთან შეხამებული ფარდებიც, რომლებიც მისაღებს საინტერესო ხასიათს სძენენ.

მისაღებ ოთახს უერთდება სამზარეულო, რომელიც თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი და აქვს მქრქალი შავი ფერის აქცენტები.

მისაღებ ოთახს, სამზარეულოსა და დერეფანს შორის ღია სივრცეა, დერეფანი მისაღების კედლების ფერშია შეღებილი და თითქოს მის გაგრძელებას წარმოადგენს. თავდაპირველად, აპარტამენტის ამ ნაწილში კედლები იყო, თუმცა, კედლების დემონტაჟმა დამატებითი სივრცე შექმნა.

საძინებელი ოთახის კედლები მუქ მწვანე ფერშია შეღებილი. ოთახს ამშვენებს ხის ძველებური კარადა და სხვადასხვა დეკორაციები.

სახლს აქვს პატარა ბაღიც, სადაც მაგიდა, დივნები და დასვენებისთვის საჭირო სხვა ნივთებია განლაგებული.

ცალკე მდგომი აბაზანა – როგორია მისი თავისებურებები?

რემონტის შეცდომები — ციცი ჭკადუას გამოცდილება