in

შვედური ბინა აგურის კედლით

Banner M2
Banner M2

ეს 54 მ2 ფართობის ბინა, რომელსაც ულამაზესი ხის კარი და მისაღებ ოთახში არსებული აგურის კედელი ამშვენებს, შვედეთში მდებარეობს.

ბუნებრივი განათებით სავსე სახლში დიდფანჯრიანი, მაღალჭერიანი ოთახებია განთავსებული. ბინა ცოტა ხნის წინ გარემონტდა, თუმცა, ხის პირვანდელი იატაკი და სტუკო შენარჩუნდა.

სახლის ცენტრში მისაღები ოთახია, რომელსაც ერთი მხრიდან – სამზარეულო, მეორე მხრიდან კი საძინებელი ესაზღვრება. ინტერიერი მშვიდი, ღია ფერებითაა გაფორმებული, რომლებიც მუქ ნაცრისფერ, ყავისფერ და მწვანე ტონებს ერწყმის.

სივრცეში, რომელიც მოსასვენებელ და სასადილო ზონებს აერთიანებს, მსუბუქი გარემოა შექმნილი. მოსასვენებელ ზონას დიდი ხალიჩა გამოყოფს. აქ კომფორტული ყავისფერი დივანი და ნაცრისფერი სავარძელია განთავსებული. აგურის კედელი სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს ჰმატებს.

შესანიშნავად დაპროექტებულ სამზარეულოში მოხვედრა დერეფნიდან ან მისაღები ოთახიდანაა შესაძლებელი. ღია ნაცრისფერ კარადებს საუცხოოდ ერწყმის სპილენძის სახელურები და კაკლის ხისგან დამზადებული სამუშაო ზედაპირი. მფლობელებმა სამზარეულოს ჭერის სიმაღლით მაქსიმალურად ისარგებლეს  და სათავსო ზონის გასაზრდელად ორმაგი ზედა კარადები გამოიყენეს.

საძინებლის კედლები მუქ ნაცრისფერ/ლურჯ ტონალობაშია გადაწყვეტილი, რაც სივრცის ორიგინალურობას უსვამს ხაზს. ოთახის ერთი ნაწილი მთლიანად ჩაშენებულ კარადებს უკავია.

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

როგორ განვათავსოთ წერტილოვანი სანათები ჭერზე? – სტანდარტული ზომები, დაშორება და სქემები

როგორ დავზოგოთ ფინანსები ავეჯის ინდივიდუალური შეკვეთისას – ქართველი პროფესიონალის რჩევები