შვედეთში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, დგას ულამაზესი არქიტექტურული პროექტი, სახლი ღია სივრცეებითა და დიდი ფანჯრებით, რომლის საერთო ფართობი 127 კვადრატული მეტრია და სივრცე იდეალურადაა ათვისებული იმისთვის, რომ უზრუნველყოს თითოეული ოთახი არაჩვეულებრივი ხედითა და კომფორტით.
შვედური აგარაკი გარშემორტყმულია მოედნით, საიდანაც ის სახლის მეპატრონეს ბუნებით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს. სახლის ინტერიერი მაქსიმალურად ერწყმის რელიეფს და ჰარმონიულ და მშვიდ ხასიათს ქმნის.
ადგილმდებარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ფანჯრებს ფარდები არ ჰქონდეს, რადგან სახლის მიღმა მხოლოდ ტყე და ხეების მრავალფეროვნებაა.
ღია სივრცეებში ძირითადად ხის მასალაა გამოყენებული. ხის მასალითვეა დამზადებული ჭერი, თაროები და ფანჯრები. სახლს აქვს დახვეწილი ფერთა პალიტრა, ყვითელი აქცენტებითა და ფერადი დეტალებით.
სამზარეულოსა და მისაღების ნაწილი გაერთიანებულია და გარემოს დიდი კარის საშუალებით უკავშირდება, საიდანაც სახლში სითბო და მზის სხივები აღწევს. კედლებზე ღია ყვითელი ფერებია გამოყენებული.
სამზარეულოს ორი დიდი ფანჯარა აქვს, აქვეა ორი ამოშენებული კედელი, რომელიც ტექნიკის ნაწილს ფარავს, თუმცა მარტივად შეამჩნევთ ელეგანტურ სამზარეულოს კუნძულს.
მისაღების შემდეგ საძინებელი და აბაზანაა. საძინებლები სახლის ორ სხვადასხვა ნაწილშია განლაგებული და პატარა აივნების საშუალებით ეზოს ნაწილს უკავშირდება.
სააბაზანო სახლის უკანა ნაწილშია და სხვა ოთახების მსგავსად, მთავარი აქცენტები აქაც ხის მასალაზეა გაკეთებული. იატაკის საფარი წითელი აგურის მასალითაა გაწყობილი, რომელსაც ძვირადღირებული ნიჟარა და ტექნიკა ეხამება.