„სიმეტრია ჯიქია” ადამიანზე ნაფიქრი, დეტალებზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მომხმარებელს პრაქტიკულობისა და კომფორტის სინთეზს სთავაზობს. კომპლექსი მდებარეობს საბურთალოს ოთხი ქუჩის კვეთაზე, მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 150 მეტრში და “თიბისის” მხარდაჭერით ხორციელდება . მოსახერხებელი და სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, პროექტი თანაბრად მოთხოვნადია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და ამ სტატიაში მის ბევრ უპირატესობას გაგაცნობთ.
„სიმეტრია ჯიქია“ აერთიანებს არა მარტო საცხოვრებელ, არამედ კომერციულ ფართებსა და ბიზნესცენტრს. დეტალებში ნაფიქრი კომპლექსი ყველა კომფორტულ პირობას ქმნის, რაც ადამიანს ყოველდღიურობაში სჭირდება, იქნება : იზოლირებული ეზო, კონსიერჟის მომსახურება, სპორტული მოედანი, მოსასვენებელი თუ საბავშვო ზონები და სხვა.
გარდა ჩამოთვლილისა, „სიმეტრია ჯიქიას“ კომერციულ სივრცეში წარმოდგენილი იქნება: საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, კვების ობიექტები, სასურსათო და პირველადი საჭიროების მაღაზიები, აფთიაქი და სხვა. პროექტი მოიცავს სამასზე მეტ საპარკინგე ადგილს და რვა ლიფტს, რომელიც მობინადრეებსა და ბიზნესცენტრის სტუმრებს მოემსახურება.
იმისთვის, რომ კომერციულმა ობიექტებმა ლოჯისტიკურად გამართულად იმუშაოს, დისტრიბუციისა და კურიერებისათვის განკუთვნილია დამოუკიდებელი შესასვლელები. მიუხედავად მულტიფუნქციურობისა, ადამიანთა და ტრანსპორტის მოძრაობის ნაკადები ისეა გადანაწილებული და დაგეგმილი, რომ კომპლექსში მაქსიმალური სიმყუდროვე შეიქმნას.
ერთი სიტყვით, „სიმეტრია ჯიქია“ არის ადგილი, სადაც ყველაფერი ისეა გათვლილი და დალაგებული, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლიდეს და პროექტით მოსარგებლე ყოველი ადამიანი კმაყოფილი დარჩეს.
ამ უპირატესობების უკეთ გასააზრებლად შეგიძლიათ „სიმეტრია ჯიქიას“ ორ წუთიან ვიდეო რგოლს გაეცნოთ, რომელიც ყველა იმ სარგებელს გაჩვენებთ, რაც ამ პროექტში ფართის შეძენისას გაჩნდება თქვენს ცხოვრებაში.
დამატებითი დეტალებისთვის კი ეწვიეთ ვებ გვერდს www.simetria.ge.
[R]