in

ბუნება ასე ახლოს არასოდეს ყოფილა – როგორ გავხადოთ ჩვენი სივრცეები მეტად მწვანე და ფერადი

ბავშვობაში ალბათ ჩვენი ერთერთი საყვარელი საგანი ბოტანიკის გაკვეთილი იყო. გახსოვთ? ის სავსე იყო ილუსტრირებული ფერადი მცენარეებით და რაღაცნაირად, მათ გულში გვახედებდა. დღეს ბოტანიკის გაკვეთილს ნამდვილად არ ჩაგიტარებთ, თუმცა გვსურს, რამდენიმე ლამაზი მცენარე გაგაცნოთ და ზოგადად ფლორის მნიშვნელობაზეც 1-2 სიტყვა ვთქვათ.

დღეს როგორც გარე, ისე შიდა სივრცეების მცენარეებით მოწყობა ძალიან პოპულარულ საგნად იქცა. მცენარეები როგორც ექსტერიერს, ისე ინტერიერს ამშვენებენ და ისინი აუმჯობესებენ სახლის ესთეტიკას, ავსებენ დიზაინს და ჯანმრთელობაზეც სასარგებლოდ მოქმედებენ. ამ თემას აქტიურად განიხილავენ მედია, ბლოგერები, ფლორისტები, ინფლუენსერები და ბიზნესიც. გარდა ამისა, მუდმივი სტრესისა და დაბინძურებული გარემოს პირობებში, მცენარეები უკვე არა მხოლოდ დეკორაციად, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგნებად იქცა. მცენარეებზე ზრუნვა შესანიშნავი გზაა მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ბუნებასთან სიახლოვე, მეგობრების ეზოში მოპატიჟება, გრილზე კერძების მომზადება და დროის სუფთა ჰაერზე გატარება კი ამცირებს სტრესს და გადატვირთვაში გვეხმარება.

მცენარეთა სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია, ამიტომ რამდენიმე ისეთი ყვავილი შევარჩიეთ, რომელიც თქვენი სივრცის გასაფორმებლად გამოდგება და მათზე ზრუნვაც არც ისე რთული იქნება არაბოტანიკოსი ადამიანისთვის.

 აბელია

აბელია ბუჩქოვანი, მარადმწვანე მცენარეა, რომელსაც სურნელოვანი ყვავილები აქვს. ის, თავის მხრივ, კიდევ სხვადასხვა სახეობად იყოფა და სულ 30-მდე ჯიშის აბელია გვხვდება. აბელია დეკორატიულ მცენარეთა ოჯახში შედის, აქვს ლამაზი ფოთლები და იზრდება საშუალო სიმაღლის.

 ასპიდისტრა

ის შროშანების ოჯახს განეკუთვნება. 6-დან 8 სახეობამდეა გავრცელებული და მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს სიცოცხლეს. რა თქმა უნდა, სათანადო მოვლასა და მზრუნველობასაც საჭიროებს. მას ხშირად ნახავთ ბაღებში, ორანჟერეებსა და სახლებშიც. ოთახის განათება და ტემპერატურა მასზე უარყოფითად არ მოქმედებს, ამიტომ შეგიძლიათ ის თქვენს ერთგულ ოჯახის წევრად აქციოთ.

 აზალია

აზალიის მომხიბვლელობის საიდუმლო არა მხოლოდ მის ლამაზ ფურცლებში, არამედ იმაშიცაა, რომ ის ხარობს მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება მრავალფეროვნება და სიკაშკაშეზამთარში. თბილ ქვეყნებში იგი ეზოსაც მშვენივრად ამშვენებს, ცივში კი უფრო ოთახის დეკორაციად გვევლინება. აზალია ის მცენარეა, რომელსაც უყვარს ყვავილობა, ამიტომ თავისი სილამაზით ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში ახარებს.

ბამბუკი

გავრცელების პერსპექტივებით ბამბუკს საქართველოში და არა მარტო, საპატიო ადგილი უკავია. ეს არის მცენარე, რომელიც გამოიყენება სახლის დეკორაციად, ტალავერის მოსაწყობად ან უბრალოდ ოთახის მოსართავად. ბამბუკი ხისებრი ოჯახიდანაა და მისი სამშობლო სუბტროპიკული ქვეყნებია, თუმცა საქართველოში XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან გვხვდება.

 იაპონური კამელია

 ის კამელიების ჯიშის ერთერთი მცენარეა, რომელიც განსხვავებით ნათესავებისგან, ოთახის პირობებს კარგად უძლებს. მას არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები, თუმცა უყვარს, როცა განათება კარგი აქვს. თუ კამელიას დაუმეგობრდებით, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზომიერად უნდა მორწყათ. მას არ უყვარს ზედმეტი წყალი და მალე კვდება.

ნეკერჩხალი

ნეკერჩხალი ფოთლოვანი ხის ან ბუჩქის სახით შეიძლება იყოს წარმოდგენილი. ის აქტიურად გამოიყენება გარე ფასადების გამწვანებაში, კარგად უძლებს სიცივეს და საქართველოში მისი 9 სახეობა გვაქვს. 

 ოლეანდრი

ეს ულამაზესი მცენარე მაღალი ბუჩქის ან დაბალი ხის სახით გვხვდება. კარგი ზრდისთვის მას განათებაც შესაბამისი სჭირდება. აქვს ფერადი, ძალიან ლამაზი ყვავილები, თუმცა მისი სურნელი ხშირად თავის ტკივილს იწვევს, ამიტომ ნაკლებად გამოიყენება, როგორც ოთახის მცენარე. სამაგიეროდ, შეუძლია დაამშვენოს თქვენი სახლის თუ ოფისის გარე სივრცე.

ჟასმინი

ჟასმინი ბევრი სახეობის არსებობს – ბუჩქოვანიც და ოთახის. ოთახის ჟასმინები ძალიან ლამაზი, თეთრი ყვავილებით გამოირჩევა და მარადმწვანე მცენარეთა ჯგუფში გადის. იქიდან გამომდინარე, რომ ყინვაგამძლე არ არის, ძირითადად, ოთახში ამყოფებენ ან ორანჟერეას ამშვენებს. 

ღვია

ღვია კვიპაროზისებრთა ოჯახს ეკუთვნის. ის მარადმწვანე მცენარეა, ამიტომ თქვენი ტერიტორიის გალამაზება ნებისმიერ სეზონზე შეუძლია. უყვარს სინათლე და არ არის სუსტი. მარტივად იტანს ყინვას და სხვადასხვა ნიადაგს. ის დეკორატიულ მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, რის გამოც ხშირად გვხვდება ბაღებსა და პარკებში.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა მცენარის შეძენადომინოს”  ახალ კოლექციაშია შესაძლებელი. ამასთან, ეზოს მოსავლელად შესაბამისი ხელსაწყოებიც დაგჭირდებათ, რათა თქვენი ეზოს მცენარეები სუფთად და მოვლილად გამოიყურებოდნენ. ბაღის მოვლა ბევრისთვის ერთგვარი თერაპიაა. ამ პროცესში კი ეს ხელსაწყოები კიდევ უფრო გეხმარებიან, რადგან ისინი მარტივად გამოყენებადია და ასევე მათი შერჩევა ნებისმიერ საფასო კატეგორიაშია შესაძლებელი.

აქვე გეტყვით, რომ ადრეული შემოდგომა გარე სივრცეების მოსაწყობად მშვენიერი პერიოდია, ამიტომ თუ დაინტერესებული ხართ თქვენი, როგორც სახლის ბუნებრივ დეკორაციაზე, ისე ბაღის კეთილმოწყობასა და სილამაზეზე, შეგიძლიათ 8-9 ოქტომბერსდომინოსდაორგანიზებულ შემოდგომის ფესტივალს დაესწროთ. შემოდგომის ფესტივალის ფარგლებში დაგხვდებათ 30%-მდე ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე დომინოს როგორც ისთ ფოინთის, ასევე დიღმის ფილიალებში.

რაც შეეხება 2-დღიან ღონისძიებას, რომელიც დაგეგმილია ფესტივალის ფარგლებში, ის გაიმართება მხოლოდ დიღმის ფილიალში, ამერიკის საელჩოსთან. აღნიშნული ღონისძიება 13:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. აქ დაგხვდებათ საშემოდგომა მუსიკა, მცენარეებისა და ინსტრუმენტების განახლებული კოლექციები, BBQ გრილების დემონსტრაცია; აქტივობები როგორც თქვენთვის, ისე თქვენი პატარებისთვის და ისეთი ბრენდების მასტერკლასები, როგორიცაა: RYOBI, AL-KO, GARDENA, FISKARS, Kärcher, Robert Bosch. შეგახსენებთ, რომ „დომინოს” დიღმის ფილიალი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და 400-მდე საპარკინგე ადგილით არის წარმოდგენილი, შესაბამისად, ფესტივალზე სტუმრობა თქვენთვის იქნება როგორც სახალისო, ისევე კომფორტული.

[R]

ტექსტურირებული ხელოვნება ინტერიერში – მარიამ გახოკიძის თვალით დანახული მინიმალისტური სტილი

#რაშენდება: “მონოლით გრინ სითი” ორთაჭალაში