in

სივრცის სწორად მოწყობის 9 უმთავრესი პრინციპი

როგორც ნებისმიერ სფეროში, დიზაინშიც არსებობს წესები და მეთოდები, რომლებიც საუკეთესო შედეგის მიღწევისთვის უნდა დავიცვათ. შემოქმედებასა და ექსპერიმენტებს დიზაინში თავისი ადგილი უჭირავს, თუმცა თუ სივრცის მოწყობის 9 უმნიშვნელოვანეს პრინციპს გავითვალისწინებთ, კარგი შედეგი გარანტირებულია.

სივრცის დაყოფა ზონებად

ნებისმიერი ინტერიერის შექმნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია მისი ფუნქციონალურ ზონებად დაყოფა. საცხოვრებელ სივრცეში ესენი ტრადიციულად შენობის დღისა და ღამის ფართებია. სხვა სიტყვებით, ფართის ოთახებად დაყოფა, კომფორტული ინტერიერის შექმნის ეფექტური მეთოდია.

ფუნქციების გაერთიანება

დიზაინის თანამედროვე ტენდენციაში, სივრცის გამთლიანებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია. მიღებული თავისუფალი ფართი (თავისუფლდება ასევე ტიხრებისგან გათავისუფლებული ზედაპირი) შერეულ ფუნქციებსაც ითვისებს: სამზარეულო-სასადილო, სასტუმრო-ბიბლიოთეკა, საძინებელი-სათავსო და ა.შ. თუმცა ის ზონირების დამატებით მეთოდებს ითხოვს .

მობილური ტიხრები

თანამედროვე მობილური ტიხრების გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში, დინამიური სივრცის შექმნის საშუალებას იძლევა. ის  წინა ორ მეთოდს დასრულებული ინტერიერის შექმნაში მნიშვნელოვნად ეხმარება. გასახსნელი კარი და ტიხარი სივრცეს მოხერხებულსა და ერგონომიულს ხდის. გარდა ამისა, მობილური ტიხრების უფრო მარტივი ვარიანტებიც არსებობს, როგორიცაა ფარდები და შირმები. ეს იაფი ელემენტები, სიტუაციის მიხედვით, დიზაინერს სივრცის დაყოფა-გაერთიანებაშიც ეხმარება. კონსტრუქციის სიმარტივე მათ ინტერიერთან მუშაობის ბრწყინვალე ინსტრუმენტებად აქცევს.

“ოაზისების” გამოყოფა

“ოაზისებად” დიზაინში მოიხსენებენ ავეჯის ზოგიერთ ჯგუფს, რომელიც თვითკმარ კომპოზიციას ქმნის. მაგალითისთვის, ფართო მაგიდა სკამებით – სასადილო ზონას ქმნის, ტახტი სავარძლებითა და მაგიდით – ლაუნჯ ზონას, ბარ-სადგომი კი დამოუკიდებელ ზონას სამზარეულოს შიგნით. ამასთან, ასეთი ოაზისები ოთახის შუაგულშიც კი შეიძლება შეიქმნას.

დაყოფა მასალების ფიზიკური თვისებების მიხედვით

საყურადღებოა ასევე სივრცის ორგანიზება ფერების, სინათლისა და მასალების ფაქტურის მეშვეობით. ვიზუალური ეფექტის შემცველი ამ მეთოდის გამოყენება კომფორტული და ერგონომიული ინტერიერის შექმნის საშუალებას იძლევა.

ზონირება ავეჯის მეშვეობით

ავეჯის მეშვეობით ზონირების პრინციპი სივრცეში მის გონივრულ და ფუნქციონალურ განლაგებაში მდგომარეობს, რაც ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერის საშუალებას იძლევა. შესაძლებელია გაჩნდეს კომფორტული ფუნქციონალური ზონები, რომელთა შექმნაც ავეჯის გარეშე შეუძლებელია და ამასთანავე სივრცე ცალკეულ შემადგენლებად დავყოთ.

ერგონომიკა და ფუნქციების სწორი შეთავსება

სწორად ორგანიზებული სივრცის მახასიათებლებია: საკმარისი თავისუფალი სივრცე, გარდამავალი ფუნქციონალური ფართები, რომლებიც ერთმანეთს ავსებს,  დღისა და ღამის ზონების მკაფიო გამოყოფა მაშინაც კი, როცა სივრცე ერთიანია და ეს დაყოფა პირობითია.

სრულფასოვანი სათავსოების ორგანიზება

დიზაინერებმა პირადი მაგალითებით დაამტკიცეს, რომ მოსაზრება, თითქოს პატარა შენობებში სათავსოებისთვის ფართი არასაკმარისია, მცდარია. ხშირ შემთხვევაში გაცილებით მომგებიანია ერთი სრულფასოვანი სათავსოს გაკეთება ვიდრე რამდენიმე კარადის განთავსება ყველა ოთახში. სათავსოს დამატებად უმჯობესია კომოდების, ტუმბოებისა და პატარა კარადების გამოყენება.

კორიდორების სივრცის მაქსიმალური გამოყენება

თანამედროვე დიზაინში უბრალოდ კორიდორების შექმნა დაუშვებელი ფუფუნებაა. არ ღირს ისეთი სივრცეების დავიწყება, რომლებიც ეფექტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ. შექმენით ასეთ სივრცეებში შენახვის დამატებითი ადგილები, დასვენების ზონები, ხოლო თუ კორიდორი ძალიან პატარაა, გამოიყენეთ თაროები ან მინი გალერეა.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

რატომ ღირს კედლების მუქ ფერში შეღებვა – რამდენიმე დასაბუთებული მიზეზი

სკანდინავიური მოდერნიზმის 8 საკულტო სავარძელი