in

5 ხრიკი, რომელიც სივრცის ვიზუალურად გაზრდაში დაგეხმარებათ

ღია ფერები და ამრეკლავი ზედაპირები სივრცეს ვიზუალურად ზრდის. პატარა სახლებში ავეჯი უნდა იყოს მრავალფუნქციური, ხოლო შპალერზე ვერტიკალური ზოლები ოთახის ვერტიკალურად გაზრდაში დაგეხმარებათ. თუმცა, ალბათ, ამ ხრიკების შესახებ უკვე ისედაც გსმენიათ. სწორედ ამიტომ, ჩვენ შემოგთავაზებთ 5 საინტერესო მეთოდს, რომლებიც სივრცის ვიზუალურად გაზრდაში დაგეხმარებათ.

ბუნდოვანი საზღვრები

მოატყუეთ თქვენი ტვინი — კედლები და ჭერი ერთ ფერში შეღებეთ და საზღვრები ვიზუალურად წაშალეთ. როდესაც განსხვავებული ფერების სახით, საზღვარი არ იარსებებს, თვალისთვის ოთახის რეალური მასშტაბის დადგენა რთული იქნება.

შეგიძლიათ უსაფრთხოდ დაარღვიოთ ოქროს წესი, რომელიც ამბობს, რომ პატარა ოთახებისთვის მხოლოდ ღია ფერის კედლებია შესაფერისი. ამ მეთოდის გამოყენებისას, „უსასრულობის“ ეფექტის მიღწევა და პატარა ოთახის ვიზუალურად გაფართოება ნებისმიერი ელფერის საშუალებით შეგიძლიათ.

ასევე შეგიძლიათ სხვა გზით წახვიდეთ — ოთახში ყველა კედლის სხვადასხვა ფერში შეღებვით ან color-block ტექნიკის გამოყენებით აღქმის მთლიანობა დაირღვევა და ოთახი იმაზე დიდი მოგეჩვენებათ, ვიდრე ის რეალურად არის.

ერთიანი იატაკი

შეგიძლიათ საზღვრები იატაკის საშუალებითაც გააუქმოთ. ნაცვლად იმისა, რომ ყველა ოთახისთვის სხვადასხვა მასალა შეარჩიოთ, მთელი სივრცისთვის ერთი ტიპის საფარი გამოიყენეთ.

გაზარდეთ მასშტაბები

არ არის საჭირო „შეკუმშვა“. ნუ შეგეშინდებათ პატარა მისაღებში დიდი დივნების, ნახატების ან სანათების გამოყენების.

რაც შეეხება ოთახში ავეჯის და სანათების რაოდენობას, თავიდან მოიშორეთ ყველაფერი უსარგებლო , მაგრამ თამამად გამოიყენეთ ნივთები, რომლებიც სივრცეში თავისუფლად მოძრაობაში ხელს არ გიშლით და ყოველდღიურ ცხოვრებაში გჭირდებათ.

ავეჯის მინიმალური რაოდენობა პატარა სივრცისთვის ყოველთვის სასარგებლო არ არის. მაგალითად, ყავის მაგიდა ან იატაკზე დასადგამი სანათი, რომელიც შეიძლება პატარა მისაღებ ოთახში ზედმეტად მოგეჩვენოთ, რეალურად კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ხრიკის გამოყენებაში დაგეხმარებათ. ტვინი ინფორმაციას დაახლოებით ასე აღიქვამს: რადგან ამ ოთახში ამ ყველაფრისთვის საკმარისი ადგილია, მაშინ ის არც ისე პატარაა.

ნუ ეცდებით ავეჯის კედლების გასწვრივ განთავსებას — ეს ოთახს ვიზუალურად შეავიწროებს. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ აქცენტი გაკეთდეს ოთახის ცენტრზე, რაც სივრცის ნამდვილი ზომიდან ყურადღების გადატანაში დაგეხმარებათ.

წრიული განლაგება

წრიული განლაგების შემთხვევაში, ოთახში შესასვლელი და გამოსასვლელი გზები განსხვავებულია. ასეთი ტექნიკა ტვინს აბნევს და სივრცე იმაზე დიდი გეჩვენებათ, ვიდრე ის რეალურად არის.

აითვისეთ ვერტიკალური სივრცე

დიზაინერები ამ ტექნიკას ჭერის ვიზუალურად ასამაღლებლად იყენებენ. იატაკიდან ჭერამდე აღმართული კარადები, თაროები და ფარდები, გვაიძულებს ზემოთ ავიხედოთ და გადავწყვიტოთ, რომ ოთახი ვიზუალურად დიდია. ეფექტი შეგიძლიათ ჩვეულებრივზე უფრო მაღალი შიდა კარების საშუალებით გაზარდოთ.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

6 ნივთი Veli.store-დან, რომელიც თქვენი ინტერიერის საგაზაფხულო განახლებაში დაგეხმარებათ

კომფორტული ბინა მსუბუქი დიზაინით ჭავჭავაძის გამზირზე – სტუდია Due-ს ნამუშევარი