in

სკანდინავიური დიზაინის ძირითადი პრინციპები

სკანდინავიური დიზაინი და მისგან შთაგონებული ახალი ინტერიერის სტილი სიხარულისა და სიმყუდროვის წყაროა მთელ მსოფლიოში. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც თქვენს სახლს სკანდინავიური ატმოსფეროთი გაამდიდრებს.

გამოიყენეთ ხე

სკანდინავიური დიზაინი ძირითადად ბუნებრივ მასალებზეა დაფუძნებული. ხე ამ სტილის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, ამიტომ თქვენს ინტერიერში სკანდინავიური ატმოსფეროს შემოტანის ყველაზე მარტივი გზა დეკორში ხის დამატებაა. სკანდინავიურ დიზაინში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ღია ფერის ხეებს, როგორიცაა გამძლე მუხა, ნეკერჩხალი და ტრადიციული წიფელი, რომელსაც ცვილითა და საპნით დამუშავება განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს.

დღევანდელი მწარმოებლებიდან Skagerak-ი ქმნის დროში გამძლე ხის ავეჯს ტრადიციულ დანიურ სტილში. მასიური ხის ავეჯი თბილ ატმოსფეროს ქმნის, ხოლო ღია ფერები კედლებზე და მცენარეები, რომლებიც სკანდინავიური სტილის განუყოფელ ელემენტებს წარმოადგენს, მთლიან სივრცეს ნათელსა და ჰაეროვანს ხდის.

აიღეთ ფერები ბუნებისგან

ჩრდილოური ფერთა პალიტრა გამოირჩევა ბუნებრივობით, სიმსუბუქითა და სიხალასით. მკვეთრი კონტრასტების ნაცვლად, ფერები რბილად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ჰარმონიულ და მიმზიდველ სივრცეს, რომელიც სასიამოვნო ატმოსფეროს განაპირობებს.

ფინური ბრენდის Matri-ს სახლის ტექსტილი გამოირჩევა თბილი ბუნებრივი ტონებით, რაც იდეალურ საფუძველს ქმნის საძინებელში მშვიდი ატმოსფეროს შესაქმნელად. მასალები, როგორიცაა თეთრეული, შალი და ბამბა, ხაზს უსვამს ბუნებრივ გარემოს. მინიმალისტური სივრცე და მარტივი ავეჯი კი ამ სტილს საბოლოო ელეგანტურობას სძენს.

დაეყრდენით კლასიკას

ნორდიკული დიზაინი სავსეა კლასიკით – სკამებით და სანათებით დაწყებული, დეკორატიულ ნივთებამდე და ტექსტილამდე. თითოეული მათგანი უნიკალურია. ყველა ადვილად შეძლებს თავისი საყვარელი დეტალის პოვნას. კლასიკური დიზაინი მუდმივი ღირებულებაა, რომელიც ბუნებრივად ერგება სხვადასხვა ეპოქას.

დანიური ბრენდი Fredericia-ს სკამი  არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ნორდიკულ დიზაინს გააერთიანოს ტრადიცია და თანამედროვეობა. დიზაინი, რომელიც ასახავს წარსულის ხელოვნებას, მუდმივად ინარჩუნებს მიმზიდველობას და იდეალურად ჯდება თანამედროვე ინტერიერებში. სკამი აერთიანებს საერთაშორისო გავლენებს და დანიური ესთეტიკის მთავარ ელემენტებს: მუხის ხესა და კონიაკისფერ ტყავს.

სკანდინავიური დიზაინის ვარსკვლავები

სკანდინავიური დიზაინის ცნობილ სახეთა სია უსასრულოა, მათ შორის არიან ისეთი დიზაინერები, როგორიცაა არნე იაკობსენი, ჰანს ჯ. ვეგნერი, ალვარ აალტო და პოლ ჰენინგსენი. ლუის პოულსენი, რომელიც სკანდინავიური განათების დიზაინის პიონერადაა ცნობილი. მისი კომპანია ერთ-ერთი უდიდესია, სადაც საუკეთესო დიზაინი მზადდება განათების მიმართულებით.

1894 წლიდან კომპანია ლუქსი სინათლის მიერ შექმნილ ფუნქციურობას, კომფორტსა და ატმოსფეროს ხდის თავის მთავარ დანიშნულებად. ბრენდის ყველაზე პოპულარული განათების დიზაინებში შედის პოლ ჰენინგსენის მიერ შექმნილი PH 5 ჭაღი, რომელიც დანიაში საკულტო დიზაინად იქცა.  ის დღესდღეობით თითქმის ყოველ მეორე დანიურ სახლში გვხვდება.

ადამიანზე მორგებული დიზაინი

სკანდინავიური დიზაინი ხასიათდება მომხმარებელზე ფოკუსირებით: ხშირ შემთხვევაში, დიზაინის საწყისი წერტილები მოიცავს ადამიანებს და მათ პროპორციებს. მაგალითად, Alvar Aalto-ს კლასიკურ ავეჯში, რომელიც დიდ ყურადღებას ამახვილებს ფორმასა და ფუნქციურობაზე, პრაქტიკულობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

1935 წელს დაარსებული Artek-ის ავეჯი დღემდე უზომოდ პოპულარულია. მრავალი ადამიანისათვის Artek-ის დიზაინით შექმნილ ნივთებს სკანდინავიური დიზაინის უძველეს ფორმა აქვს. ბოლო წლებში Aalto-მ ავეჯი ახალი ფერის კომბინაციებით განაახლა, რომელიც კლასიკურ ავეჯს თანამედროვე იერს აძლევს.

მაღალ-ტექნოლოგიური თანამედროვე დიზაინი

თანამედროვე სკანდინავიური დიზაინი ცოცხალია და მუდმივად ვითარდება. ინდუსტრია სავსეა საინტერესო ბრენდებით, რომლებიც მუდმივად ავითარებს სკანდინავიური დიზაინის ტრადიციას. ერთ-ერთი უდიდესი ბრენდი დღესდღეობით არის დანიური Hay, რომელიც წარმოადგენს სკანდინავიური დიზაინის ახალ და თანამედროვე ინტერპრეტაციას ფერადი და სახალისო სტილით.

მომენტის შეგრძნობა

გადატვირთულ სამყაროში მნიშვნელოვანია, რომ ხშირად შევაჩეროთ დრო და დავფიქრდეთ დღევანდელ მომენტზე. სკანდინავიური დიზაინი არამხოლოდ სივრცეს ქმნის, არამედ შეგვახსენებს, როგორ უნდა დავაფასოთ თითოეული დეტალი და ვაქციოთ მშვენიერება ყოველდღიურობად.

მინიმალისტური ფორმების, ბუნებრივი მასალებისა და ყოველდღიური პრაქტიკულობის გარდა, სკანდინავიური ინტერიერის დიზაინის ფილოსოფიის მნიშვნელოვანი ნაწილს კომფორტი წარმოადგენს. ალბათ, გსმენიათ დანიური კონცეფცია Hygge-ის შესახებ, რომელიც ხაზს უსვამს შინაურ კომფორტსა და მყუდრო გარემოში ყოფნის განცდას.

საუკეთესო შემთხვევაში, hygge ნიშნავს სანთლების დანთებას, რბილ საბანში გახვევას და სახლში ფინჯანი ყავის მირთმევას. ამ ყველაფრის მიზანია სახლის გარემოს კეთილმოწყობა და მყუდრო სივრცის შექმნა.

რა უნდა ვიცოდეთ იატაკის ელექტრო გათბობის შესახებ?

სახლი, როგორც ნამდვილი კერა – ინტერვიუ ნინო გამცემლიძესთან