in

სკანდინავიური ინტერიერის ტრენდული ელფერები

სკანდინავიურ ინტერიერებს თავიანთი სიმკრთალისა და სიცივის გამო ხშირად აკრიტიკებენ. ბოლო დროს კი ამ სიას ძველმოდურობაც დაემატა, ვინაიდან დღეს ისეთი ფერებია ტრენდული, რომელსაც სკანდინავიური სტილი თავს არიდებს. წელს ყველაფერი იცვლება! დასავლეთის ფერმწერები და დეკორატორები ჩვეული დეკორატიული გადაწყვეტილებების ჩარჩოებიდან გამოსვლას და სკანდინავიური სტილისთვის ახალი ფერების შეთვალიერებას გვთავაზობენ. სწორედ მათი რჩევებია წარმოდგენილი დღევანდელ სტატიაშია.

ქარიზმატული ნეიტრალური

სკანდინავიური სტილის საბაზისო ფერი შესაძლებელია ნათელი და სახასიათოც იყოს: ყვითელი , მწვანე ან ზღვის ტალღისფერი. ისინი ისეთივე უსაფრთხო და მოხერხებულია, როგორც თეთრი, კრემისფერი და რუხი ელფერები. არ დაგავიწყდეთ ინტერიერისთვის არჩეული ფერის სხვადასხვა გარემოებაში შეფასება. ამ მხრივ გასათვალისწინებელია დღის სხვადასხვა პერიოდი, ამინდი და ხელოვნური/ბუნებრივი განათება.

არანაკლებ აქტუალურია და კვლავ საბაზისო ფერად რჩება ლურჯის ყველა ელფერი. ისინი საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება და ხელოვნების ნიმუშებისა და არტ ობიექტებისთვის იდეალურ ფონს წარმოადგენს.

საერთო ჯამში, დიზაინერები დეკორატიული სქემების გართულებისკენ მოგვიწოდებენ და ინტერიერში ერთდროულად რამდენიმე საბაზისო ფერის შემოტანას გვირჩევენ.

კრეატიული მიდგომები

ფერს თამაში და შემოქმედებითი მიდგომა უყვარს. ეს არც სკანდინავიური სტილისთვის იქნება ზედმეტი. რას გვთავაზობენ დიზაინერები ამ მხრივ? კარის, ფანჯრის ჩარჩოების, თაღებისა და პლინთუსების მხიარულ, აქცენტურ ელფერში შეღებვას. როგორ ამოვირჩიოთ სწორი ვარიანტი? ის ზღურბლიდანვე თვალშისაცემი უნდა იყოს!

იმისთვის, რომ სხვადასხვა ელფერი ერთმანეთს მოუხდეს, ერთი მწარმოებლის საღებავები გამოიყენეთ.

აამოქმედეთ ახალი ტერიტორიები

ფერადი კედლებით დღეს ვერავის გააკვირვებთ, სკანდინავიური სტილის თაყვანისმცემლებსაც კი. ჭერი კი განსაკუთრებული შემთხვევაა. ზედა სიბრტყეების გაჯერებულ და საინტერესო ფერებში ღებვა სულ უფრო ტრენდული ხდება და სკანდინავიურ სტილშიც მკვიდრდება.

ჭერისთვის როგორი ელფერიც არ უნდა აირჩიოთ – სალათისფერიდან დაწყებული, წითლით დამთავრებული, შეეცადეთ კედლებზეც ჩამოიყვანოთ (20-30 სმ). ამგვარად მაღალი ჭერისა და ვრცელი ოთახის ვიზუალურ ეფექტს მიაღწევთ.

მკაფიო კონტრასტები

თეთრ ფერს სულაც ნუ გამოიყენებთ და უპირატესობა გაჯერებულ ფერებს მიაკუთვნეთ. თამამად იმოქმედეთ! კონტრასტები სკანდინავიური სტილისთვის მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება! საინტერესო გადაწყვეტილებაა: ცივი მოლურჯო-მოცისფრო და მწვანე. ეს ძალიან ბუნებრივი, ჰარმონიული შეხამებაა, რომელიც სკანდინავიურ სტილს ახლებურად წარმოაჩენს.

 

რონ არადი – ექსტრავაგანტული ფორმების დიზაინერი

ოვალური შენობა მასშტაბური ღია სივრცით – Atelier Stepán-ის ნამუშევარი ჩეხეთში