in

“სკანდინავიური” სტილის 4 ძირითადი პრინციპი

თუ ინტერიერის დიზაინის ბოლო ტენდენციებს გადავხედავთ, საკმაოდ აშკარაა, რომ ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა “ჩრდილოური” (Nordic) სტილი, რომელსაც ასევე “სკანდინავიური” სტილის სახელწოდებით ვიცნობთ.

“ჩრდილოური” სტილი გულისხმობს მარტივ, მინიმალისტურ ხაზებს, ნეიტრალურ, პასტელურ ტონალობებს, სინათლის დიდ როლს და ინტერიერის ნაწილად ქცეულ თბილ და რბილ ქსოვილებს.

იმისთვის, რომ ჩვენი ინტერიერი “ჩრდილოურ” სტილში გადავწყვიტოთ, აუცილებელია 4 მნიშვნელოვანი პუნქტის გათვალისწინება:

  1. კედლის ფერი

კედლების ფერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა “სკანდინავიური” სტილის სწორად აგებაში. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება თეთრ ან მაქსიმალურად ღია ფერის კედლებს. “Nordic” სტილის დაცვა შეგვიძლია ასევე ცალკეული კედლის განსხვავებულ ტონალობაში გადაწყვეტით, თუმცა ზოგადი ფერთა გამა უნდა იყოს ნეიტრალურ ტონებში. თეთრთან ერთად კედლებისათვის რეკომენდირებული ფერებია ღია ვარდისეფერი, ლილისფერი, მენთოლისფერი მწვანე, ღია ნაცრისფერი და ა.შ.

  1. მასალა

“ჩრდილოური” ინტერიერისთვის იდეალური მასალად ხის (ან ხის ვიზუალის მქონე) იატაკი ითვლება. ეს მისი თბილი ფერის დამსახურებაა, რომელსაც სკანდინავიურ ქვენებში სითბო და სიმყუდროვე შემოაქვს. ხის იატაკის კარგი ალტერნატივა შესაძლოა იყოს მიკროცემენტის მასალა, რომელიც სასურველია ასევე პასტელურ ტონალობაში გადავწყვიტოთ.

 

  1. ქსოვილები

სკანდინავიური სტილისათვის დამახასიათებელია ქსოვილების უხვი გამოყენება. რეკომენდირებულია ბამბა, ტილო, ნატურალური შალი (ძირითადად გამოიყენება ტახტის დეკორისათვის, რაც უზრუნველყოფს კომფორტის მაქსიმალურ შეგრძნებას ზამთრის ცივ დღეებში). ქსოვილები მოხატული უნდა იყოს მარტივი (სასურველია გეომეტრიული) ფიგურებით. ასეთი ტიპის ტექსტილი კარგად ეხამება ხესა და მეტალს.

  1. აქსესუარები

აქსესუარების კუთხით სასურველია ჭარბობდეს გლუვი ზედაპირები. ეს შეიძლება იყოს შავი ფერის გლუვი მეტალის ჩარჩოები და სანათები, ან თიხისა და კერამიკის ყვავილის ქოთნები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოთახის მცენარეებს, ისინი ძალიან დიდ როლს თამაშობენ ,”ჩრდილოური” ინტერიერის შექმნაში. ამ მხრივ უპირატესობა ენიჭება ისეთ მარადმწვანე მცენარეებს, როგორიც არის კაქტუსი, ალოე, ბონსაი, მონსტერა და ა.შ.

5 რჩევა გათბობის სისტემის სწორად შერჩევისთვის

2020 წლის 6 ტრენდული გადახურვის მეთოდი