in

5 პრინციპი, რაც თქვენს ინტერიერში სკანდინავიური სტილის შემოტანაში დაგეხმარებათ

სკანდინავიური ესთეტიკა ინტერიერში სულ უფრო აქტუალური ხდება, რადგან ამ სტილის დამსახურებით შესაძლებელია დახვეწილი სივრცის შექმნა, რომელიც ფუნქციურობითაც ხასიათდება. სკანდინავიურ სტილში გადაწყვეტილი ინტერიერი ხელს უწყობს დაბალანსებული, კომფორტული და ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას, რაც დადებითად აისახება მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხსა და მდგომარეობაზე. ამ მიმდინარეობაში აქცენტი ბუნებრივ მასალებზე, მარტივ ფორმებზე, ბუნებასთან მაქსიმალურ სიახლოვესა და ფუნქციურ, მინიმალისტურ ავეჯსა თუ დეკორზე კეთდება, რაც გადატვირთული, არაპრაქტიკული საცხოვრებლისგან გვიცავს და ცხოვრებისთვის სრულფასოვან პირობებს გვთავაზობს.

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელ ფაქტორებსა და იმ პრინციპებზე, რომელთა დახმარებითაც ელეგანტური, სადა და მოსახერხებელი სივრცის მიღებას შეძლებთ.

ნეიტრალური, ღია ფერის ტექსტილი

სკანდინავიურ სტილში ყურადღება მახვილდება ღია, ნეიტრალურ ფერებზე და სადა ტონალობაზე, რაც სისადავით ავსებს სივრცეს და ინტერიერს ბევრად ჰაეროვანს,  მსუბუქსა და ნათელს ხდის. ამ მხრივ, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ნეიტრალური ტონალობის ბუნებრივი ქსოვილი, რომელიც დიზაინის როგორც ფუნქციური, ასევე დეკორატიული ელემენტია და თავისი ტექსტურითა და ღია ფერის პალიტრით სკანდინავიური გარემოს შექმნას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, ამასთანავე კი საინტერესო შტრიხებს სძენს სივრცეს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ფუნქციური დეკორი

სკანდინავიურ დიზაინში თითოეული ნივთი პრაქტიკულთან ერთად, დახვეწილი და მიმზიდველია, რაც მის მრავალფუნქციურობას უსვამს ხაზს და დეკორაციას ბევრად ეფექტურსა და მრავალფეროვანს ხდის. ამ მხრივ განსაკუთრებული უპირატესობა ენიჭება ისეთ ობიექტებს, რომლებიც ხის დეტალებით არის გაფორმებული და ბუნებასთან კავშირის განცდას ამძაფრებს. ამასთანავე, სკანდინავიურ ინტერიერებში ხშირად გვხვდება სარკეები, რომლებიც სივრცეს ვიზუალურად ზრდის და ოთახს უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ხის ავეჯი  

ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ავეჯია, რომელიც ძირითად ესთეტიკას ქმნის და მთავარ განწყობას განაპირობებს. სკანდინავიურ სტილში კი მას განსაკუთრებული დატვირთვა ეძლევა და აქცენტი მის მარტივ, სადა ფორმებზე მახვილდება, რათა სკანდინავიური ფილოსოფია და დიზაინი სრულად გამოიხატოს. ამასთანავე, უპირატესობა ენიჭება ხის ტექსტურებს და ბუნებრივ მასალებს, რაც ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და თანამედროვე, სადა და მინიმალისტურ ესთეტიკას განსაზღვრავს, რომელიც ნებისმიერ მნახველს აღაფრთოვანებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ბუნებასთან კავშირის გაძლიერება

სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელია ბუნებრივი გამწვანების სიმრავლე, რათა გარე სამყაროსთან კავშირი გაძლიერდეს და ბუნების ჰარმონია შიდა სივრცეშიც იგრძნობოდეს. ამასთანავე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სადა, დახვეწილ, ელეგანტურ ლარნაკებსა და საყვავილეებს, რომლებიც პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად, დეკორატიულ ფუნქციასაც ასრულებს და ინტერიერს თავისი დახვეწილი ფორმებითა და დიზაინით ავსებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

აქცენტირებული ხალიჩა  

იმის გამო, რომ სკანდინავიური ინტერიერი უმეტესად თეთრი, კრემისფერი ტონებითა და ღია ფერთა პალიტრით ხასიათდება, სივრცის გასახალისებლად და მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ფერადი ჩანართების შემოტანას. თბილი და სასიამოვნო განწყობის მისაღებად კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ჭრელი ხალიჩაა, რომელიც გარდა ფუნქციური დატვირთვისა, მნიშვნელოვან დეკორატიულ როლსაც შეასრულებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

რუბრიკის წარმდგენია Mysa

ავტორი: მეკო მეტრეველი

მყუდრო პარიზული ბინა თბილი დეკორით

8 ადგილი თბილისში, სადაც ნერგებს შეიძენთ