in

ინტერიერის დიზაინი – აუცილებელი ცოდნა ამ სფეროში მუშაობის დასაწყებად

ინტერიერის დიზაინერის პროფესია მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი პოპულარული, განვითარებადი და მოთხოვნადია. მისი საჭიროება შესაძლოა წარმოიშვას სხვადასხვა სექტორში, სადაც კარგად დაპროექტებულ, ფუნქციონალურ და ესთეტიკურად სასიამოვნო სივრცეების შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა.

სწორად შერჩეულ ფერებსა და სტილს სივრცის დაპროექტებისას ადამიანების კეთილდღეობაზე, კომფორტზე, განწყობაზე, პროდუქტიულობაზე, კრეატიულობასა და იდენტობის შეგრძნებაზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს.

“სივრცე ადამიანივითაა და დიზაინერმა მისი სული უნდა ამოიცნოს – როცა ადამიანს სურს, სხვებისგან განსხვავებულად, ორიგინალურად გამოიყურებოდეს, ტანსაცმლის დიზაინერს მიმართავს და თავის სტილს მასთან ერთად ქმნის. სივრცეზეც იგივე შეიძლება ითქვას – ის პროფესიონალის დახმარებით ტანსაცმელივით უნდა მოირგო”, – ამბობს ლელი შევჩენკო, დიზაინ სტუდიისა და საპროექტოს დამფუძნებელი/მთავარი არქიტექტორ-დიზაინერი.

ლელის თქმით, ინტერიერის დიზაინი – ეს ის სფეროა, რომელიც სხვადასხვა ინტელექტუალური იარაღის გამოყენებისა და განვითარების შესაძლებლობას გაძლევს. ამ პროფესიაში მნიშვნელოვანია მენეჯმენტის, მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვისა და ფსიქოლოგიური უნარებიც, რომლებიც კლიენტის  გემოვნების, სტილისა და სასურველი სივრცის სწორად იდენტიფიცირებაში გვეხმარება, ასევე, პირდაპირ აისახება დიზაინერის შედეგებსა და დამკვეთის კმაყოფილებაზე.

ლელი შევჩენკოს 300-ზე მეტი კერძო ობიექტის არქიტექტურული პროექტი და დიზაინი აქვს შექმნილი, საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას კი სტუდენტებს ”სმარტ აკადემიის” ინტერიერის დიზაინის კურსზე უზიარებს. ლექტორის თქმით, მათ, ვისაც ეს სფერო აინტერესებთ, კურსის გავლის შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ, დამოუკიდებლად და გემოვნებით შექმნან სხვადასხვა სივრცის – ბინის, სახლის, ოფისის, საშუალო სირთულის ფართის – დიზაინი. 

კურსის 30% მოიცავს თეორიას, დანარჩენი 70% კი – პრაქტიკას ეთმობა: მიმდინარე ობიექტებზე დასწრება, მუშაობა, კომპიუტერული უნარების განვითარება (Archicad, 3D Max) და საქართველოში არსებული შოურუმების, საამქროების მუშაობის დეტალური შესწავლა (“ახალი ნათება”, “ზოდი”, “წუნდა”, “ბელ მეზონი”, “რივერსაიდი”, “ეკოვუდი”).

კურსდამთავრებულის – მარიამ ბეგლარაშვილის ნამუშევარი

ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებას ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებული, მარიამ ბეგლარაშვილიც, გვიზიარებს: “ინტერიერის დიზაინერის პროფესია საინტერესოა და საკუთარი წარმოსახვის გადმოცემის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, დღეს ეს სფერო ძალიან მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია”. 

აღსანიშნავია, რომ კურსის განმავლობაში დაგროვებული ცოდნითა და განვითარებული უნარებით მარიამმა მცირე პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობა უკვე დაიწყო და პორტფოლიოს დახვეწასაც შეუდგა.

“კურსმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა – იმაზე უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი, რადგან ვისწავლე იმაზე მეტი, ვიდრე სილაბუსით იყო გათვალისწინებული. ამასთან, დავიწყე პორტფოლიოს გაუმჯობესება, პროექტებზე მუშაობა კი შესაძლებლობას მაძლევს, პროფესიულად გავიზარდო”.

სამთვიანი ინტენსიური სწავლების მანძილზე, სტუდენტები სხვადასხვა ლოკაციას სტუმრობენ, ეცნობიან სარემონტო სამუშაოების სპეციფიკასა და თანმიმდევრობას; სწავლობენ, როგორ ხდება სივრცეში ტიხრების დაგეგმარება, ღიობებისა და ფანჯრების მორგება, ფასადისა და ინტერიერის შეთავსება, შოურუმებში კი პრაქტიკულად არჩევენ სარემონტო მასალებს.

სასერტიფიკატო კურსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ ერთთვიან პრაქტიკებში ჩაერთონ, დაგროვებული ცოდნა განიმტკიცონ, გაიმრავალფეროვნონ და დამწყებ ინტერიერის დიზაინერებად დასაქმდნენ.

“სმარტ აკადემიის” ინტერიერის დიზაინის კურსი მოიცავს:

  • ArchiCad-ის შესწავლას, რაც სტუდენტებს ტექნიკური ნახაზების შესრულებაში დაეხმარება;
  • MoodBoard-ის აწყობას Photoshop-ის საშუალებით;
  • 3D MAX-ის საბაზისო ინსტრუმენტების შესწავლასა და პრაქტიკული დავალებების შესრულებას;
  • ობიექტზე გასვლასა და ანაზომის აწყობას;
  • შოურუმებში სტუმრობას.

ლექტორის შესახებ:

  • ლელი შევჩენკო სტაბილურად თანამშრომლობს „ავერსის“ კლინიკების ქსელთან არქიტექტორად, ინტერიერის დიზაინერად და სივრცის დაგეგმარების სპეციალისტად;
  • მის პორტფოლიოში არის 30-მდე კლინიკის პროექტირება-დიზაინი. მათ შორის: „დ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, ამავე ცენტრის სხივური თერაპიის, რადიოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტები, „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“, ამავე კლინიკის პედიატრიული განყოფილება და სხვა;
  • ლელი მუშაობდა ძველი თბილისის არქიტექტურულ ძეგლებზე (კონსერვაცია, არქიტექტურული პროექტები, კვლევების წარმოება) კომპანიაში „მეიდან ჯგუფი“: ქარვასლის კონსერვაციის პროექტი, სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე, სასტუმრო მეიდანზე და ა.შ;
  • ლელი თანამშრომლობს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“. მან დააპროექტა მედიათეკა – ბიბლიოთეკის შენობა და ინტერიერი, უნივერსიტეტის აუდიტორიების, ბიზნეს ფაკულტეტის, იურიდიული და სამედიცინო დეპარტამენტის სივრცეები;
  • ლელი შევჩენკოს ასევე აქვს კერძო სექტორში მუშაობის აქტიური გამოცდილება. მან 300-ზე მეტი კერძო ობიექტის არქიტექტურული პროექტი და დიზაინი შექმნა;
  • ლელის აქვს პედაგოგიკის გამოცდილება გრაფიკული პროგრამების სწავლებაში;
  • იგი არის თეატრის მხატვრობის ბაკალავრი და არქიტექტურის მაგისტრი;
  • ლელი შევჩენკო არის საკუთარი საპროექტოს დირექტორი და მთავარი არქიტექტორი

ლელის ნამუშევრების დათვალიერება მის ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ.

დაეუფლე მოთხოვნად და შემოქმედებით პროფესიას სმარტ აკადემიაში 26 ივნისიდან. მოასწარი რეგისტრაცია აქ, ისარგებლე საზაფხულო ფასდაკლებით და მოხვდი 12 იღბლიან მონაწილეს შორის.

უფასო კონსულტაციის მისაღებად კი შეგიძლიათ მიწეროთ “Smart Academy“-ის ოფიციალურ გვერდს და თქვენთვის ხელსაყრელი დრო ჩანიშნოთ.

[R]

რა უნდა გავითვალისწინოთ ელექტროენერგიის გაყვანის დროს – რჩევები „საქკაბელისგან“

10 ფაქტი ინტერიერში შავი ფერის გამოყენების შესახებ