in

„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ზღაპრული საახალწლო დეკორაცია

საახალწლო განწყობა თბილისის ქუჩებსა თუ სხვადასხვა შენობებში, დეკემბრის პირველი რიცხვებიდან უკვე იგრძნობა. ლამაზად მორთული ექსტერიერი თუ ინტერიერი ნებისმიერი გამვლელის ყურადღებას იქცევს და მას სასიამოვნო, სადღესასწაულო ემოციებით ავსებს. თუმცა, შეიძლება გამოგვეპაროს იმ საინტერესო ობიექტების მორთულობა, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს და უბრალო გამვლელმა, შესაძლოა, ვერ შეამჩნიოს. სწორედ ასეთი, განსაკუთრებულად მორთული ინტერიერი დავით აღმაშენებლის გამზირზე, 138 ა ნომერში მდებარეობს და ის „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ მთავარი ოფისის ადგილსამყოფელია.

შენობა მნიშვნელოვან ისტორიულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც 1915 წელს აშენდა და ის სომხური წარმოშობის თბილისელ არქიტექტორს – გაბრიელ ტერ-მიქელოვს ეკუთვნოდა. წლების განმავლობაში კონსტრუქცია უფუნქციო იყო, რამაც მას თავისი უარყოფითი კვალი დაამჩნია. დღეს კი უკვე განახლებული და რესტავრირებული, საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტის სამუშაო სივრცეს წარმოადგენს.

Smart Capital Group-ი განვითარებაზე ორიენტირებული, კვალიფიციური გუნდისგან შემდგარი, წარმატებული კომპანიაა, რომელიც საქართველოსა თუ დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა ბრენდს აერთიანებს, ქმნის არაერთ ბიზნეს შესაძლებლობას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, Smart Capital Group-თვის პრიორიტეტულია, რომ თანამშრომლებმა და ნებისმიერმა სტუმარმა თავი განსაკუთრებულად იგრძნოს, ამიტომ ისინი ყოველწლიურად სადღესასწაულო ატმოსფეროსა და საახალწლო განწყობის შექმნაზე ზრუნავენ და გამორჩეულად რთავენ ინტერიერს:

„ყოველ წელს ჩვენი სათავო ოფისის მორთვა ტრადიციად ვაქციეთ, ძალიან გვსიამოვნებს, როცა თანამშრომლების და აქ მოსული სტუმრების განწყობაზე ვზრუნავთ. თანაც, ისეთი გარემო გვაქვს – ისტორიული და ულამაზესი შენობა – როგორ შეიძლება სადღესასწაულოდ არ მოვრთოთ?! უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩვენი მარკეტინგის სამსახუთან კოლაბორაციით, უნიჭიერესი დეკორატორები, ნინო გეთიაშვილი, მზიკო კალანდაძე და ნანიკო თაყაიშვილი თავის გუნდთან ერთად ზრუნავენ ამ ყველაფერზე“.

შენობაში შესვლისთანავე, მნახველი ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდება და განსაკუთრებული ემოციებით დაიმუხტება, რომელსაც ეს საოცარი, საახალწლო ინტერიერი ქმნის.

ულამაზესი, დათოვლილი ნაძვის ხეები, ოქროსფერი განათება და ნაძვის ხის ტოტებით გაფორმებული კიბეები იდეალურად ერწყმის გასული საუკუნის არქიტექტურას.

ეს ჯადოსნური გარემო, ნამდვილად შთამბეჭდავ, დაუვიწყარ სამყაროში გაგრძნობინებთ თავს. ძველისა და ახლის, ისტორიისა და აწმყოს იდეალური ნაზავი, რომელსაც საახალწლო დეკორაცია კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის, ყველა მნახველს ამაღლებული განწყობით აავსებს და საშობაო ემოციების ლაბირინთში ამოგზაურებს.

ფოტოგრაფი: ნინჩო ჯეირანაშვილი, ანა დოლიძე

თანამედროვე კლასიკა — ელეგანტური ბინა მილანში

2023 წლის ინტერიერის დიზაინის ტენდენციები – რჩევები კომპანია „დემაქს ჯგუფისგან“