საინვესტიციო კომპანია Smart Capital Group-ის მთავარ ოფისი აღმაშენებლის 138 ა ნომერში მდებარეობს და მისი დახვეწილი ინტერიერის შესახებ ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის. სივრცე, რომელიც განთავსებულია 1915 წელს აგებულ შენობაში, თითქმის საუკუნის შემდეგ განახლდა და დღეს ის კვლავ ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს.
ახალი წლის დღესასწაულების მოახლოება “სმარტ კაპიტალის” ოფისში წელს განსაკუთრებულად იგრძნობა. ინტერიერში გვხვდება სადა და დახვეწილი სტილის საშობაო მორთულობა, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის სივრცის ხასიათსა და სტილს.
“ჩვენი სამსახური და ოფისი სწორედ ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომლებს შევუქმნათ არამხოლოდ ჯანსაღი სამუშაო გარემო, არამედ ვიზრუნოთ მათ განწყობაზეც.
მახსოვს, შარშან პანდემიის და შეზღუდვების გამო ონლაინ რეჟიმზე ვიყავით გადასული მთელი ოფისი და არც ნაძვის ხე გვქონია, ვერც ოფისი მოვრთეთ… ამიტომ წელს გადავწყვიტეთ, ორშაბათ დილით სამსახურში მოსულ თანამშრომლებს ნამდვილი საახალწლო, ჯადოსნური ოფისი დახვედროდათ. ძალიან დატვირთული წინა საახალწლო პერიოდის და ბევრი პროექტის მიუხედავად, მარკეტინგის გუნდთან ერთად შევიმუშავეთ დიზაინის ყველა დეტალი და არაჩვეულებრივ დეკორატორების დახმარებით შევძელით ოფისში ჯადოსნური გარემოს მოწყობა. ფასდაუდებელი იყო თანამშრომლების სიხარული, როცა შენობაში შემოდგეს ფეხი. ყველა ფოტოს იღებს და სოციალურ ქსელებში აზიარებს. კარგია როცა სამსახურში მისვლა ასე გიხარია. განწყობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ” – გვიამბობს ნათია ჩხარტიშვილი,„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დამფუძნებელი
ფოტოგრაფი: ანა დოლიძე