in

SMEG – ბრენდი, რომელმაც თანამედროვე სამზარეულოს დიზაინში რეტრო სტილი შემოიტანა

იტალიის ჩრდილოეთში, 1948 წელს მეწარმემ, ვიტორიო ბერტაზონიმ, დააარსა კომპანია “Smeg”, რომელიც თავდაპირველად ლითონისა და მინანქრის დამუშავებაზე სპეციალიზდებოდა. “ტექნოლოგია სტილით”- ეს ბრენდის დევიზია, რომელსაც მისი ისტორია განამტკიცებს. ბრენდმა მოახერხა და ტექნიკა, სტატუსის სიმბოლოდ გადააქცია. “Smeg”-ის სამზარეულოს ტექნიკის სამყაროში ხარისხი, დიზაინი და ინოვაციები გაერთიანებულია. 

ბერტაზონის სამეწარმეო ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისში იწყება ლითონის მინანქრის დამუშავებით.  “Smeg”-ის აბრევიატურა (Smalterie Metallurgiche Emiliane Guastalla – ლითონის მინანქრის ქარხანა გუასტალაში) კვლავ წარმოადგენს ამ საწყისი საქმიანობის მოგონებას. 50-იანი წლების ბოლოს Smeg–მა გამოუშვა ერთ – ერთი პირველი ავტომატური გაზქურა, რასაც მოჰყვა ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელიც მსოფლიოში პირველი 14 ნაჭრიანი ავტომატიზირებული დანადგარი იყო. ჩამონტაჟებული გაზქურები და ღუმელი კი ათწლეულების განმავლობაში მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიოს საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორში.

კომპანიის სახელის გაგონებაზე, აუცილებლად საკულტო მაცივარი გვახსენდება. ეს არის მომრგვალებულო ფორმების მქონდე ვინტაჟური, ფერადი ატრიბუტი, რომელიც ნებისმიერი ინტერიერის სახლს დახვეწილს და საინტერესოს გახდის. პირველად 1997 წელს შეიქმნა მაცივარი. სხვადასხვა დროს “Smeg”-ს ჰქონდა კოლაბორაციები ისეთ იტალიურ ბრენდებთან, როგორიცაა FIAT და DOLCE & GABBANA.  

 

 

მას შემდეგ, რაც მაცივრები კომპანიის სავიზიტო ბარათად იქცა, “Smeg” ელექტრონული მოწყობილობების სამყაროს ქმნის. ყავის აპატარატები, მიქსერები, საწურები, ელექტრონული ჩაიდანი, ტოსტერი. კომპანიას აღმოაჩნდა ინტუიცია, გაეგო თუ რა სურდა მომხმარებელს და მათი სურვილების შესაბამისი უნიკალური ნივთები შეექმნა, რომლებიც ფუნქციურთან ერთად, ინტერიერის დეკორატიული ნაწილიც გახდა. 

“Smeg”-ს დღესდღეობით მსოფლიოს გარშემო 18 შვილობილი კომპანია ჰყავს და მას ბერტაზონის ოჯახის მესამე თაობა მართავს. 

საქართველოში “Smeg”-ის პროდუქციის შეძენა  მაღაზია “ვენეტო დიზაინშია” შესაძლებელი. 

მადაგასკარში სამგანზომილებიანი პრინტერით დამზადებული შენობა აიგება

“19 Chairs” – დიზაინერების კოლაბორაციით შექმნილი ხის სკამების კოლექცია