in

სოფო გონგლიაშვილმა Les-Ottomans-თან თანამშრომლობით სუფრის აქსესუარების სერია შექმნა

ხელოვანმა სოფო გონგლიაშვილმა მორიგ საინტერესო პროექტზე მუშაობა დაასრულა. ამჯერად მან სუფრის აქსესუარებზე იმუშავა და Les Ottomans-ის ბრენდთან თანამშრომლობით საუცხოო დიზაინები შექმნა.

საუბარია ხელით მოხატულ ჭურჭელზე, რომელიც სოფოსთვის დამახასიათებელი გამორჩეული სტილით, თანამედროვე ხედვითა და დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა.

Les Ottomans იტალიელი არტისტის, ბერტრანდო დი რენცოს (Bertrando Di Renzo) მიერ დაფუძნებული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს უნიკალურ პროდუქტს სთავაზობს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, მის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია თურქულმა კულტურამ. სწორედ ამ ქვეყანაში მრავალწლიანი მოგზაურობით მიღებული შთაგონების შედეგია ის ულამაზესი და ექსტრავაგანტური ნივთები, რომლებიც Les Ottomans-ში გვხვდება. ეს არის უმშვენიერესი, ხელით შექმნილი სახლის აქსესუარები, რომლებიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ტექსტურითა და თვალწარმტაცი პატერნებით, რაც მომხმარებელს აღმოსავლური და დასავლური კულტურების საუცხოო კომბინაციას სთავაზობს.

 

ეკლექტურ სტილში გაფორმებული მე-18 საუკუნის პარიზული თაუნჰაუსი

მონოქრომული ბინა მკვეთრი აქცენტებით პეტრიაშვილის ქუჩაზე – მარიამ კუხალაშვილის ინტერიერი