in

ყველაზე ტრენდული და მდგრადი იატაკის საფარი

იატაკის საფარი უმნიშვნელოვანესი ელემენტია თქვენი სახლის ინტერიერისთვის. მისი არჩევისას განსაკუთრებით ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან აუცილებელია პროდუქტი იყოს მყარი, ხანგრძლივი გამოყენებისათვის ვარგისიანი, მარტივად მოსავლელი და რაც მთავარია, ის ჰარმონიულად უნდა შეერწყას გარემოს. განსხვავებით სხვა ინტერიერის დეტალებისგან, ზედაპირის საფარს ხშირად ვერ შეცვლით, შეაკეთებთ ან განაახლებთ, ამიტომ რეკომენდებულია თავიდანვე ხარისხიანი, გრძელვადიანი და სივრცის შესაბამისი იატაკი შეარჩიოთ. შედეგად, თავიდან აიცილებთ დამატებით ხარჯებსა და გართულებებს, დაზოგავთ დროსა და ენერგიას.

არსებობს იატაკის საფარის სხვადასხვა სახეობა, მაგრამ გვინდა გამოვარჩიოთ ახალი, ტრენდული და თანამედროვე იატაკის მასალა – SPC ქვა-პოლიმერული საფარი, რომელიც წარმოადგენს სიახლეს სამშენებლო სფეროში და დიდი პოპულარობით გამოირჩევა ევროპაში. მასზე მოთხოვნა თანდათან უფრო იზრდება და კარგი ალტერნატივაა ყველაზე ცნობილი იატაკის საფარის – ლამინატისა და პარკეტის ჩასანაცვლებლად. SPC-ში იგულისხმება ქვა პლასტმასის კომპოზიტი ან ქვა პოლიმერული კომპოზიტი (ურთიერთჩანაცვლებადი ტერმინებია) და მზადდება ქვისა და პლასტმასის ნარევის გამოყენებით. მასალა ბუნებრივი ქვის კარგი ჩამნაცვლებელია, რადგან მდგრადობის მაღალი კოეფიციენტით ხასიათდება და მისი წარმოება შედარებით იაფია. მოდელის გამძლეობა, ხანგრძლივობა, ინსტალაციის სიმარტივე და ვიზუალური მრავალფეროვნება ის მთავარი უპირატესობებია, რომლის საშუალებითაც დიდ კონკურენციას უწევს ტრადიციული ტიპის იატაკს და მეტიც, აღემატება კიდეც მას. მტკიცე ბირთვის წყალობით ბევრად მდგრადია ნებისმიერი ზემოქმედების მიმართ, გამძლეა მზის შუქსა და სითბოზე და ნაკაწრების წინააღმდეგაც სხვა მასალებზე უპირატესია.

რატომ SPC ქვაპოლიმერული საფარი და რა უპირატესობები გააჩნია მას?  

SPC ქვა-პოლიმერული საფარი, ბოლო 30 წლის განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს იაპონიაშია, ეს ტენდენცია კი  ევროპაშიც გრძელდება და დღეს უკვე ძალიან მოთხოვნად პროდუქტად ითვლება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის არის მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური, მდგრადი იატაკის ტიპი, რომელიც გადამუშავებული მასალებისგანაა დამზადებული.

პროდუქტი წარმოადგენს ახალი თაობის უფრო ეკოლოგიურ, სტაბილურ და გამძლე საფარს, რომელიც მაღალი ხარისხით, პრაქტიკულობითა და ხელმისაწვდომობით გამოირჩევა. ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიზაინისა და ფერების მრავალფეროვნება მომხმარებელს საშუალებას აძლევს სხვადასხვა ინტერიერს შეუხამოს შერჩეული მოდელი და მდიდრული, ელეგანტური იერი მიანიჭოს სივრცეს. მისი დამონტაჟება ნებისმიერი ტიპის ზედაპირზეა შესაძლებელი. მდგრადია წყლის, ბაქტერიებისა და ქიმიკატების მიმართ. ძირითადად, სველ წერტილებში, საშხაპეებსა და სამზარეულოებში გამოიყენება.

პროდუქტის დეტალური აღწერისა და ფასის სანახავად გადადით ბმულზე

SPC ქვაპოლიმერული საფარი არაერთი  უპირატესობით ხასიათდება

წყალგაუმტარობა – SPC ქვა-პოლიმერული საფარი 100%-ით წყალგაუმტარია და მდგრადია ტენიანობის მიმართ. ხის პროდუქტი ტენიან ადგილებში მიდრეკილია ლპობისა და დაზიანებისკენ, ამიტომ SPC ქვა-პოლიმერული საფარი მისი კარგი ალტერნატივაა, რომლის დამონტაჟება შესაძლებელია აბაზანაში, სველ წერტილებსა და სამზარეულოში. ის მარტივად არ ზიანდება, ხანგრძლივი გამოყენებისთვისაა გამიზნული და თავიდან აგარიდებთ წყლისგან გამოწვეულ პრობლემებს.

პროდუქტის დეტალური აღწერისა და ფასის სანახავად გადადით ბმულზე

სითბოსა და ხმის იზოლაცია – პროდუქტი კარგად ინარჩუნებს სითბოს და მდგრადია სხვადასხვა ტემპერატურის პირობებში, რაც უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ გამოყენებას. უპირატესობა მდგომარეობს იმაშიც, რომ ის ახშობს ზედმეტ ხმაურს. განსაკუთრებით თუ სახლში პატარები გყავთ ან ცხოველები, თქვენ შეძლებისდაგვარად შეამცირებთ სიარულისა თუ სირბილისგან გამოწვეულ უსიამოვნო ხმას.

პროდუქტის დეტალური აღწერისა და ფასის სანახავად გადადით ბმულზე

ვიზუალური მრავალფეროვნება – იატაკი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ინტერიერის შექმნისას. მეტიც, შეიძლება ითქვას რომ ის წამყვანი ხაზია, რომლის მიხედვითაც დიზაინის მთელი კონცეფცია ეწყობა. მაგალითად, მუქი ფერის იატაკის შემოტანით, შესაძლებელია კონტრასტის შექმნა, სივრცის მეტად გამოკვეთა. ღია ფერის იატაკით კი დაბალანსება, ჰარმონიისა და ელეგანტურობის მიღწევა თქვენს სახლში. ამ თვალსაზრისით, SPC ქვა-პოლიმერული საფარი მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. განსხვავებით სხვა ტიპის საფარისგან, არ ხართ შეზღუდული არჩევანში. შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ განსხვავებული ტექსტურის, გარეგნობის, ფერისა თუ სტილის იატაკი და შეუხამოთ სხვადასხვა სივრცეს.

პროდუქტის დეტალური აღწერისა და ფასის სანახავად გადადით ბმულზე

პრაქტიკული და კომფორტული – ქვედა ფენა იატაკს ანიჭებს სირბილეს, ამიტომ სიარულისას თავს კომფორტულად და მსუბუქად გრძნობთ. დიდხანს დგომის შემთხვევაში, შედარებით ნაკლებად იღლებით. თუ დაკავებული ხართ და არ გაქვთ ბევრი დრო სახლის დასალაგებლად, SPC ქვა-პოლიმერული საფარის უპირატესობას მისი სიმარტივეც განაპირობებს. მოვლა არ საჭიროებს დიდ დროსა და ენერგიას, განსაკუთრებულ წმენდასა და ხეხვას. მარტივად შორდება ჭუჭყი ზედაპირს, ადვილად არ დეფორმირდება სხვადასხვა დაზიანების შედეგად და ხანგრძლივად ინარჩუნებს ბზინვარებას.

პროდუქტის დეტალური აღწერისა და ფასის სანახავად გადადით ბმულზე

ხელმისაწვდომობა – ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან ერთად, SPC ქვა-პოლიმერული საფარის უპირატესობა მისი ეკონომიურობაა, რაც ნებისმიერი მომხმარებლისთვის პროდუქტს ხელმისაწვდომს ხდის. სწორედ ამიტომ წარმოადგენს ის ალტერნატივას, განსხვავებით ძვირადღირებული იატაკისგან, შედარებით ბიუჯეტური და მაღალი ხარისხისაა, რომელიც ნებისმიერი ტიპის სივრცეს შეგიძლიათ მიუსადაგოთ.
პროდუქტის დეტალური აღწერისა და ფასის სანახავად გადადით ბმულზე
 
სად შევიძინოთ თანამედროვე ტიპის SPC ქვაპოლიმერული საფარები თბილისში

ჰიპერმარკეტი “დომინო”, რომელიც მშენებლობის, რემონტისა და მებაღეობისთვის საჭირო ნივთების დიდ და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ საშოპინგო სივრცეს თბილისში, რადგან აქ რემონტისა და მშენებლობისთვის საჭირო ყველა პროდუქტი ერთ სივრცეშია თავმოყრილი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დროსა და ენერგიას საყიდლების პროცესში. ამას გარდა, მომხმარებლის სრული კომფორტისთვის ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე მოწყობილია უფასო საპარკინგე ზონა, რომელიც 400-მდე ავტომობილზეა გათვლილი. „დომინოს” პროდუქციის დათვალიერება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: ისთ ფოინთის სავაჭრო ცენტრი, თვალჭრელიძის ქ. N2; დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 25. გარდა ფილიალებისა, მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მაღაზიის ვებგვერდის  მომსახურებითაც.

რუბრიკის წარმდგენია სამშენებლო  ჰიპერმარკეტი “დომინო”

მწერალ ამანდა ბრუკსის საშობაოდ მორთული სახლი

რა განაპირობებს შენობის გამძლეობასა და სიმტკიცეს – იტონგის ავტოკლავური აირბლოკის მთავარი უპირატესობა