in

სრულიად თეთრი ინტერიერი ბრუკლინში

Banner M2
Banner M2

როგორც ცნობილია, თეთრი ფერი სკანდინავიელი დიზაინერების საყვარელი ტონია, მათი ამერიკელი კოლეგები კი უმეტესად ფერთა უფრო მდიდრულ კომბინაციას იყენებენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყოველთვის არა.

ბრუკლინის ამ თაუნჰაუსში დიზაინერებმა მთავარი აქცენტი თეთრ ფერზე გააკეთეს. მიუხედვად იმისა, რომ სრული სითეთრე უხვი ხის მასალით არის დაბალანსებული, საერთო ჯამში, ინტერიერი მაინც გადანათებული და ქათქათა გამოვიდა.

რაც შეეხება დიზაინს, პროექტის ავტორებმა ოსტატურად მოახერხეს დახვეწილი კლასიკური ელემენტებისა და თანამედროვე დეკორის შერწყმა, რამაც სივრცეს ისეთი სტილი შესძინა, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის.

 

10 გავრცელებული შეცდომა სამზარეულოს დაპროექტებისას

ინტერიერი სრული განტვირთვისთვის – დეა მამაიაშვილის ნამუშევარი