in

ქართული სტენდის დიზაინი კიოლნის გამოფენაზე – ლივინგსტონისა და THE WALL Design Studio-ს ერთობლივი ნამუშევარი

“Anuga 2021” წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენას, რომელიც ტრადიციულად ქალაქ კიოლნში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმართება და მას ყოველწლიურად საშუალოდ 165 000 ვიზიტორი ჰყავს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება მსოფლიოში სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში, რომლის მიზანია ბიზნეს კავშირების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვეთებთან, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. ქართული დელეგაცია მოცემულ გამოფენაში მეოთხეჯერ იღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ გამოფენაზე, რომელიც 2021 წლის 9-13 ოქტომბერს მიმდინარეობდა, საქართველო პირველად იქნა წარმოდგენილი ახალი სტენდის დიზაინით, რომელიც USAID Agriculture Program-ის მხარდაჭერითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ უშუალო ჩართულობით შეიქმნა. დიზაინზე კრეატიულმა სააგენტო “ლივინგსტონმა” და THE WALL Design Studio-მ ერთობლივად იმუშავეს. 

პროექტის ავტორების თანახმად, აღნიშნული სტენდის დიზაინ ინსპირაცია იყო ფიბონაჩის გეომეტრიული ფორმა და ასევე ძველისა და ახლის ინტეგრირება.

“ბადის კონსტრუქცია ფიბონაჩის ოქროს კვეთის პროპორციულია ზუსტად. აქ ასევე გვხვდება მსუბუქი და სადა მაგიდები, რომლებიც ინტეგრირებულია ქართულ ტრადიციულ ხუროთმოძღვრებასთან – კონკრეტულად კი მეგრული ოდის პროტოტიპია გამოყენებული. გაერთიანებულია ძველი ქართული ეთნოგრაფიული ავეჯის ფორმები და თანამედროვე ტენდენციები მაგიდებისა და დახლების დიზაინში”, – გვიამბობს დიზაინ სტუდიის დამფუძნებელი, რუსუდან თუმანიშვილი

ფოტოგრაფი: Bernd Maier

 

ლანდშაფტის დიზაინი და მისი სპეციფიკა – ინტერვიუ დიზაინერ ლიკა ქესანაშვილთან

UPTOWN OKROKANA – პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი უბანი თბილისთან ახლოს