არსებობს პროდუქტები, სადაც დიზაინერებს შეუძლიათ თავიანთი ხედვა და ფილოსოფია გადმოსცენ. ამის ნათელია მაგალითია სკამი. არსებობს სკამის უამრავი დიზაინი და ინტერპრეტაცია, ყველა დიზაინერი ცდილობს თავისი უნიკალური ხედვით საკუთარი მცირე წვლილი შეიტანოს ამ პროდუქტის განვითარებაში ან უბრალოდ გააკეთოს რაღაც განსხვავებული და ორიგინალური.
საახალწლო ნაძვის ხე სწორედ ესეთი პროდუქტია, სადაც შეიძლება შენი ფანტაზია და ხედვა ბოლომდე გამოამჟღავნო. სწორედ ამიტომ, ბოლო წლების ტენდეცნციების მიხედვით, სულ უფრო მეტი დიზაინერი ცდილობს საკუთარი “ნაძვის ხე” შემოგვთავაზოს. სტატიაში წარმოდგენილი პროექტიც სწორედ იმის გამო შეიქმნა, რომ სტიპფოლდის ფილოსოფია და ხასიათი გადმოცემულიყო.
“ხშირ შემთხვევაში ჩვენი დიზაინი არის არა პასუხი, არამედ კითხვა. ჩვენ ავიღეთ ნაძვის ხის სტანდარტული სამკუთხა მინიმალისტური ფორმა და შემდეგ მოვახდინეთ მისი დეკონსტრუქცია იმგვარად, რომ არ დაგვეკარგა მისი ხასიათი და მნიშვნელობა,”- გვიამბობს ბექა ფხაკაძე, სტუდია სტიპფოლდის დამფუძნებელი.
დიზაინი და ვიზუალიზაცია: ბექა ფხაკაძე