in

როგორ შევარჩიოთ სწორი განათება საძინებლისთვის?

ძილისთვის განკუთვნილი ოთახი ძირითადად ბნელი უნდა იყოს. სუსტი განათება ხელს შეუწყობს ძილისთვის მომზადებას, ხოლო საწოლის ტუმბოზე საკითხავი სანათი საჭირო ატრიბუტია. თუმცა, საძინებლის განათების შესახებ, რა თქმა უნდა, საუბარი ამით არ სრულდება.

განათება და ბიორიტმები

დიზაინერები, როგორც წესი, საძინებლისთვის იყენებენ თბილ ხელოვნურ განათებას, რომელსაც ჩვენი სხეული საღამოს მზის რბილ, ანტისტრესულ შუქად აღიქვამს.

თბილი ყვითელი შუქი ხელს შეუწყობს მელატონინის გამომუშავებას და განტვირთვის საშუალებას მოგცემთ. ცივი შუქი, როგორც საძინებლის განათების მთავარი წყარო, არასასურველია, ის ადამიანის ფსიქიკას აღიზიანებს და აღიქმება, როგორც დილის მზე. საღამოობით ასეთი განათება ჩვენს ბიორიტმს ეწინააღმდეგება.

თუ ცივ განათებას გამამხნევებელი თვისებები აქვს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ასეთი ნათურები შეიძლება გამოვიყენოთ დილით, როგორც ფინჯანი ყავა? როცა საძინებლის ფანჯრები აღმოსავლეთისკენ არის მიმართული, ეს საჭირო არ არის, მაგრამ თუ ისინი დასავლეთისკენ არის განლაგებული, შეგიძლიათ ასეთი განათება გამოიყენოთ.

თუმცა, საღამოს დასვენებისთვის საჭირო თბილი სინათლის წყაროები არ დაივიწყოთ. ზამთარში კი სჯობს თეთრი შუქი დაივიწყოთ, რადგან ის ზამთრის დილის სიბნელისგან განსხვავებით, ძალიან კაშკაშა მოგეჩვენებათ და თქვენში სტრესს გამოიწვევს.

მრავალფუნქციურობა

ჩვენს რეალობაში, საძინებელი მხოლოდ მისი დანიშნულებისამებრ არ გამოიყენება.

თუ საძინებელში არა მხოლოდ გძინავთ, არამედ კითხულობთ, მუშაობთ კომპიუტერთან, იკეთებთ მაკიაჟს ან ირგებთ ტანსაცმელს სარკესთან დგომისას, გამოიყენეთ განათების მარტივი სქემა: მაღლა განთავსებული თბილი დაბალი შუქი + ადგილობრივი სინათლის წყაროები თითოეული ფუნქციური ზონისთვის.

როგორც წესი, საწოლის სანათი თანამედროვე საძინებლის განუყოფელი ნაწილია. განათების დანარჩენი წყაროები კი თქვენს კონკრეტულ საჭიროებებზეა დამოკიდებული. საძინებელში განლაგებული სახლის ოფისისთვის დაგჭირდებათ მაგიდის სანათი, გასახდელისთვის სარკის განათება და ასევე ცალკე სანათი. კარადებისთვისაც კი, თუ ეს შესაძლებელია, რეკომენდებულია LED განათების გამოყენება.

საძინებელს უყვარს თბილი შუქი, მაგრამ ცივი განათების გამოყენება კარადებში და გასახდელშია შესაძლებელი. ცივი შუქი თავისი პატიოსნებით და სკრუპულოზურობით არის ცნობილი და უფრო მეტს გეტყვით თქვენი ტანსაცმლის მდგომარეობაზე, ვიდრე რბილი ყვითელი განათება.

განათება და განათლება

დავუბრუნდეთ საწოლის სანათებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ შუქი საწოლიდან ადგომის გარეშე აანთოთ. ამ როლისთვის ყველაზე პოპულარული კანდიდატია ბრა.

თუ წიგნის გარეშე არ იძინებთ, სანათის სწორ განლაგებაზე იზრუნეთ. იდეალური ვარიანტი საწოლზე მჯდომი ადამიანის თვალის დონეზე განთავსებული ბრაა.

დადებითი ემოციები

განათება საძინებელში შეიძლება იყოს არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ემოციურიც. დაამატეთ ინტერიერს დეკორატიული ნათურები “Wow” ეფექტისთვის. ეს შეიძლება იყოს LED განათება, რომელიც ექსპრესიულად გამოიყურება როგორც საწოლის თავზე, ასევე მის ქვეშ.

საძინებელში ემოციური სინათლის წყაროს როლის კიდევ ერთი კანდიდატი არის გირლანდები. განათების ეს მრავალმხრივი ელემენტი კარგად გამოიყურება მთელი წლის განმავლობაში, თუ აირჩევთ უბრალო ნათურებს და განგაშის ციმციმის რეჟიმზე უარს იტყვით.

ყველაზე ახალგაზრდული და მოდური გზა თქვენს ოთახთან ემოციური კავშირის გასაძლიერებლად არის ფერადი სინათლის წყაროს დამატება მოქნილი LED ნეონის ნათურების საშუალებით. მათ, როგორც წესი, აქვს რამდენიმე ფერის რეჟიმი, ასე რომ, ოთახში ატმოსფერო შეიძლება თქვენი სურვილისამებრ შეიცვალოს.

განათება დაბალი ჭერისთვის

ისევ და ისევ, საძინებელში საწოლის თავზე დამონტაჟებული სანათის შუქი თბილი და რბილი უნდა იყოს. მაგრამ, თუ საძინებელში ჭერის სიმაღლე საშუალოზე დაბალია, ჭაღზე უარი უნდა თქვათ.

საწოლის ზემოთ, დაბალ ჭერზე დამონტაჟებულმა ჭაღმა შეიძლება გამოიწვიოს არაცნობიერი შფოთვის განცდა. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ჭაღი ჩამოვარდება.

ალტერნატივა შეიძლება იყოს მოდელები, რომლებიც მჭიდროდ მაგრდება ჭერზე და მოკლე საკიდის მქონე სანათები.

საძინებლის სათანადო განათება იმუშავებს როგორც სტრესის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც უძილობასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ და თქვენს პროდუქტიულობას გაზრდის. გახსოვდეთ, განათება არის ინტერიერის კომპონენტი, რომლის მნიშვნელობაც სათანადოდ უნდა შეაფასოთ.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

განსხვავებული „თეატრი“ განსხვავებული არქიტექტურული კონცეფციით – სტუდია 9-ის ახალი ნამუშევარი

დენიელ ბერნჰემი — XX საუკუნის ამერიკის გამორჩეული არქიტექტორი