in

სწორი რენოვაციის ეფექტი – ინგლისური ფერმა ნიუ-იორკში

Banner M2
Banner M2

ნიუ-იორკში, ჰადსონში მდებარე 1977 წელს აშენებულ ამ ამერიკულ სახლს კლასიკური ინგლისური ფერმის სტილი აქვს და იდეალურ საცხოვრებელს წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრების ნელ ტემპს ეტრფიან და შემოქმედებით ცხოვრებას ეწევიან. სახლი ცოტა ხნის წინ დიზაინ სტუდია „General Assembly“-მ განაახლა კინოს ინდუსტრიაში მოღვაწე წყვილისა და მათი შვილისთვის.

სასადილო ოთახი რემონტის შემდეგ

„ჩვენი წინა სახლის რემონტის დროსაც „General Assembly”-სთან ვითანამშრომლეთ და შედეგი ნამდვილად საოცარი იყო. ეს სახლი 1970-იანებში აშენდა, ამიტომ ძველებური სოფლის ფერმისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო საფუძველშივე არ აქვს გამჯდარი. ჩავთვალეთ, რომ ამას „General Assembly”-სთვის დამახასიათებელი ხელწერა გამოასწორებდა და სახლს ამავდროულად თანამედროვე იერსაც შესძენდა.”- ამბობს წყვილი.

სასტუმრო ოთახის დერეფანი რემონტის შემდეგ

370 კვადრატულ მეტრის ფართობის მქონე სახლი ორი სართულის მქონეა და ოთხი საძინებელი და სამი სველი წერტილი აქვს. „როცა სახლი შევიძინეთ, ის ძალიან კარგ ფორმაში იყო, თუმცა დიზაინის მხრივ ბევრი ზრუნვა სჭირდებოდა. პროექტი ორჯერ განვაახლეთ და დასასრულს თითქმის ყველა ოთახი სრულიად იყო შეცვლილი,“-ვიგებთ წყვილისგან.

სამზარეულო რემონტამდე

სამზარეულო რემონტის შემდეგ

მთავარ, პირველ სართულზე ოთახები ისე გაიხსნა, რომ ვიზუალურად დაკავშირებოდნენ ერთმანეთსა და სასტუმრო ოთახს, სადაც მდებარეობს ინტერიერის საყრდენის ფუნქციის მქონე ბუხარი. მეორე სართულს რაც შეეხება, აქ ორი საძინებელი ოთახი გაერთიანდა, რათა ჯამში მიღებულიყო ერთი დიდი საძინებელი,რომლის ერთ მხარეს დიდი აბაზანა და გამოსაცვლელი სივრცეა განთავსებული, მეორე მხარეს კი საწოლი.

საძინებელი ოთახი რემონტის შემდეგ

„სახლის პროექტზე მუშაობისას ყველაზე დიდი გამოწვევა იყო მისი გათანამედროვება ახალი საკანალიზაციო და ელექტროსისტემებით ისე, რომ მისი ხის ჭერი არ დაზიანებულიყო,“- აცხადებენ “General Assembly”-ს არქიტექტორები სარა ზეიმსი (Sarah Zames) და კოლინ სტიფი (Colin Stief). „იმისათვის, რომ შენობის კონსტრუქცია გამოგვეკვეთა, შევქმენით კონტრასტი კედლებზე მუქი იატაკისა და მძიმე ჭერის სახით. სამზარეულო, ამ მიზეზით, ნეიტრალურ ფერებში გადავწყვიტეთ, რათა ორ მუქ ფერს შორის კონტრასტი შეგვექმნა, თუმცა ამავე დროს სხვა ოთახებში გადავუხვიეთ ამ წესს და სხვა ფერებიც შემოვიტანეთ, რათა სახლი ერთფეროვანი არ ყოფილიყო. მაგალითად, მთავარ აბაზანას მწვანე ფერი შევურჩიეთ, რათა აქ მყოფი ადამიანი განიტვირთოს და მედიტაცია შეძლოს გარეთა მშვენიერი ლადშაფტით ტკბობისას. კაბინეტში ლურჯი ფერი გამოვიყენეთ, რომელიც , ჩვენი აზრით, ოთახს უფრო კრეატიულ და დინამიურ ელფერს აძლევს.“

სააბაზანო რემონტამდე

სააბაზანო რემონტის შემდეგ

კაბინეტი რემონტის შემდეგ

ერთადერთი რამ, რაც სახლის თავდაპირველი დიზაინიდან შემორჩა, სტუმრების საძინებელი ოთახის ყვავილებიანი შპალერია. „ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენს მიერ განახლებული სივრცის ისტორია რაიმე სახით შემოვინახოთ ხოლმე და ვიფიქრეთ, რომ ეს შპალერი ამის საშუალებას იძლეოდა. ამ შპალერით სახლის წინა მფლობელებზე გარკვეული წარმოდგენა გვექმნება და თითქოს წინა ცხოვრებაში ვიხედებით.“

სტუმართა საძინებელი ოთახი რემონტამდე

სტუმართა საძინებელი ოთახი რემონტის შემდეგ

დიზაინ სტუდია: General Assembly

ფოტოგრაფი:Matthew Williams

რა უნდა ვიცოდეთ ორთქლის საწმენდ აპარატზე

სად შევიძინოთ დეკორატიული სარკეები თბილისში?