in

KAPSARC – ზაჰა ჰადიდის მიერ დაპროექტებული კვლევისა და კულტურის ცენტრი საუდის არაბეთში

Alliance Group
Alliance Group

KAPSARC (King Abdullah Petroleum Studies and Research Centre) არის არაკომერციული დაწესებულება, რომელიც 2017 წელს დასრულდა და 70000 კვადრატულ მეტრზეა აშენებული. პროექტი არქიტექტორ ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის, რომლისთვისაც მთავარი გამოწვევა ენერგოეფექტური შენობის შექმნა იყო, სოციალური საკითხების ხელშეწყობის მიზნით.

KAPSARC-ი მაქსიმალურად ზრუნავს გარემოზე და თანამედროვე, პრაქტიკული ტექნოლოგიების გამოყენებით ახერხებს ენერგიის რაოდენობის მაქსიმალურად შემცირებასა და ეფექტურად გამოყენებას. მის ასაშენებლად გაერთიანდნენ წამყვანი ექსპერტები ენერგეტიკის სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კამპუსი აერთიანებს ხუთ ცალკეულ შენობას: ენერგიის ცენტრს, ენერგეტიკის ცენტრს, საკონფერენციო სივრცეს, ბიბლიოთეკას და ცალკე სივრცეს სალოცავად. საგულდაგულოდ დაგეგმილი დიზაინის წყალობით, ხუთივე შენობა ერთ სასიამოვნო მთლიანობაშია. აღსანიშნავია, რომ KAPSARC არის ზაჰა ჰადიდის მიერ შექმნილი პირველი პროექტი, რომელსაც მიენიჭა LEED სერტიფიკატი აშშ-ს Green Building Council-ის მიერ.

დიზაინის სტრატეგია ითვალისწინებს ნაწილობრივ მოდულურ სისტემას, რომელიც სხვადასხვა განყოფილებებს ერთმანეთთან აკავშირებს და ქმნის ბალანსს როგორც გარემოსთან, ასევე საჯარო სივრცეებთანაც. შენობებს აქვთ ექვსკუთხა პრიზმის მსგავსი სტრუქტურა და უდაბნოს მსგავს შთაბეჭდილებას ქმნიან. გარდა ამისა, პროექტი ორიენტირებულია მუდმივად განახლებად ტენდენციებზე და ახალ ტექნოლოგიებთან ერთად, შესაძლებელია ცენტრი გაფართოვდეს ან შეიცვალოს დიზაინი საჭიროების მიხედვით.

KAPSARC-ის შენობების სპეციფიკური განლაგება ხელს უწყობს სინათლისა და სითბოს მაქსიმალურად ათვისებასა და დაგროვებას, რაც მნიშვნელოვანია, რადგან დაგროვილი სითბო საგრძნობლად ამცირებს შენობის გასათბობად საჭირო ხარჯებს.

კამპუსის შენობები გარს აკრავს დიდ საზოგადოებრივ ეზოს, რომელიც დაჩრდილულია მცენარეებით და ფოლადის ხელნაკეთი სვეტებით. თითოეული ნაწილი ეზოს საფეხმავლო ბილიკით უკავშირდება, რაც პრაქტიკულ გარემოს ქმნის ადამიანებისთვის.

ექსტერიერზე მოთავსებულია ძლიერი დამცავი გარსი, რომელიც პროექტს ამინდის უკიდურესობებისგან იცავს. მზისა და ქარის პირობებში, სწორედ ეს გარსი იწვევს შიდა სივრცეს გადახურებისა და სიცივისაგან. სახურავის პროფილებში ჩაშენებულია ე.წ „ქარის დამჭერები“, რომლებიც ჩრდილოეთიდან წამოსულ ქარის ნაკადს ფილტრავენ და ეზომდე საჭირო რაოდენობით მისვლას უზრუნველყოფენ.

 საბოლოო ჯამში, პროექტი უზრუნველყოფს:

  • ენერგოეფექტურობის 45%-ით შემცირებას, რაც მიღწეულია ფასადის ოპტიმიზაციისა და ქარის დამჭერების დახმარებით.
  • სასმელი წყლის გადამუშავებას და ხელახლა გამოყენებას სარწყავების სახით.
  • სამშენებლო მასალის გადამუშავების შესაძლებლობას.
  • ნარჩენების გადამუშავებას.

არქიტექტურული სტუდია: Zaha Hadid Architects

ფოტოები: Hufton + Crow

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

ჟან-მარი მასო – ცნობილი ფრანგი დიზაინერი, გამომგონებელი და არქიტექტორი

მხატვრის ბინა ქიაჩელის ქუჩაზე — „Objects Studio“-ს ნამუშევარი