in

როგორ გავაფორმოთ მაგიდა სადღესასწაულოდ – Homeis.ge-ს 4 იდეა შოპინგ სქემით

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდის დღესასწაულები ისეთი ხალხმრავალი აღარ არის, როგორც ადრე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი სადღესასწაულო მაგიდა არ შეიძლება იყოს სრულიად განსაკუთრებული და მოდური. გარდა იმისა, რომ ლამაზად გაფორმებული სუფრა უსაზღვრო ესთეტიკური სიამოვნების წყაროა, ის ასევე მასპინძლის ინდივიდუალურ სტილსა და ენერგიას გადმოსცემს, რაც საერთო ჯამში, ძალიან სასიამოვნო განწყობას ქმნის სუფრის წევრებისთვის. ამასთან დაკავშირებით, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ მაგიდის გაფორმების 4 საინტერესო ვარიანტს, რაც აუცილებლად იქცევა თქვენთვის შთაგონების წყაროდ.

სადღესასწაულო მაგიდის გაფორმებისთვის Homeis.ge-ს რჩეულია ქართული წარმოების Mood.o-ს მაგიდის გადასაფარებლები, რომლებიც ვახუშტი ბაგრატიონის ატლასში არსებული სხვადასხვა გერბების მოტივებზეა შექმნილი და ასევე Archidea-სა და Sense Concept Store-ში წარმოდგენილი პრემიუმ ბრენდების ჭურჭელი. რაც შეეხება დეკორატიულ ნაწილს, არჩევანი Story flowers shop-ის მიერ შექმნილ ყვავილების კომპოზიციაზე შევაჩერეთ.

სქემა №1: კლასიკური დიზაინი აზიური ელემენტებით 

ამ კომბინაციისთვის ჩვენ შევარჩიეთ Mood.o-ს ზოლიანი სუფრა კახეთის გერბით. აღნიშნული ქსოვილის დიზაინი შესრულებულია კლასიკურ სტილში და ის იდეალურად ეხამება თითქმის ყველა ტიპის სუფრის აქსესუარს. თუმცა, დღეს ჩვენ არჩევანი შევაჩერეთ Seletti-ს ბრენდის ჭურჭელზე “Kintsugi”-ს კოლექციიდან, რომელიც იაპონური ფილოსოფიის თანახმად, არასრულფასოვნების ესთეტიკას გვაგრძნობინებს. ამ ულამაზეს ფაიფურის თეფშებს ჩვენ შევუხამეთ Diesel-ის დახვეწილი ოქროსფერი დანა-ჩანგალი, რომელიც ჭურჭლის მოოქროვილ დეტალებს ეხმიანება. რაც შეეხება ჭიქებს, ამ მხრივ გამოვიყენეთ Bitossi-ს ბრენდის ულამაზესი კოლექცია – Diseguale, რომელიც 6 განსხვავებული ფორმისა და ფერის ბოკალისგან შედგება. საზეიმო განწყობის გასაძლიერებლად კი მაგიდა ელეგანტური ხელნაკეთი სანთლებით გავაფორმეთ, რომელთა ფერიც იდეალურად ერწყმის სუფრის დიზაინის საერთო თემას.

სქემა №2: სადღესასწაულო წითელი

ჩვენ მიერ შერჩეული სუფრის გაფორმების მეორე ვარიანტი განსაკუთრებულად ფერადი და სიცოცხლით სავსეა. ამ შემთხვევაში გამოყენებულია Mood.o-ს ულამაზესი სუფრა, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შექმნილი შირვანის გერბები ამშვენებს. ამ წითელ-ვარდისფერ ტონებს ჩვენ Bitossi-ს უმშვენიერესი ჭურჭელი შევუხამეთ, ხოლო კონტრასტისთვის FermLiving-ის ელეგანტური ცქრიალა ღვინის ჭიქები და Bitossi-ის შავი ფერის დანა-ჩანგალი გამოვიყენეთ. HAY-ს ჰაეროვანი ვარდისფერი ლარნაკი, შანდლები და სანთლები კი სუფრას განსაკუთრებულ ხასიათს სძენენ.

სქემა №3: მონოქრომული დიზაინი ლურჯი აქცენტებით 

მესამე ვარიანტად ჩვენ გვსურდა, შეგვექმნა დახვეწილი დიზაინი, რომელიც იქნებოდა ერთის მხრივ, თავშეკავებული, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ბევრის მთქმელიც. ამ ამოცანის განხორციელება შემდეგი კომბინაციის საშუალებით შევძელით: Mood.o-ს მუქი შინდისფერი სუფრა, რომელსაც კონტრასტის სახით დავუპირისპირეთ Bitossi-ს მკვეთრი ლურჯი ორნამენტების მქონე სადილის თეფშები და Diesel-ის ოქროსფერი დანა-ჩანგალი. სასმისების მხრივ გამოვიყენეთ Bitossi-ს ჰაეროვანი სტილის ჭიქები, რაც საერთო ჯამში, მაგიდის გაფორმებას მეტ სიმსუბუქეს ანიჭებს. მაგიდის ცენტრალური ზონა კი კერამიკის ლარნაკებითა და ნაზი ვარდისფერი სანთლებით დავტვირთეთ.

სქემა №4: ფერადი მინიმალიზმი 

და ბოლოს, მაგიდის დიზაინის მე-4 ვარიანტისთვის ჩვენ შედარებით მინიმალისტური სტილი შევარჩიეთ, რომელიც პასტელური ტონებით გავამრავალფეროვნეთ. ამ შემთხვევაში ბაზად გამოვიყენეთ Mood.o-ს უმშვენიერესი სუფრა ცისფერი გერბებით, რომელსაც Ceramic Studio 1300-ის ქართული წარმოების კერამიკის ჭურჭელი და აქსესუარები შევუხამეთ. აქვე გამოვიყენეთ Story flowers shop-ის კრემისფერი ლარნაკები და შუშის მინიმალისტური საყვავილეები, რაც საბოლოო ჯამში, სასიამოვნო კონტრასტს ქმნის. შედეგად კი მივიღეთ ორიგინალური დიზაინი, რომელშიც მკვეთრი ცისფერი დაბალანსებულია კერამიკის მშვიდი ტონებით.

სტატიაში მოცემული პროდუქციის შეძენა შესაძლებელია შემდეგ მაღაზიებში:

მაგიდის გადასაფარებლები: Mood.o

№1, №2 და №3 სქემებში გამოყენებული ჭურჭელი: Archidea და Sense Concept Store

№4 სქემაში გამოყენებული პროდუქცია: ceramic Studio 1300

ყვავილების კომპოზიციები და აქსესუარები: Story flowers shop

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ალიზის აგური ‘ია’ – “იდააფ არქიტექტორების” მიერ შექმნილი ახალი სამშენებლო მასალა

მოგვიყევი ისტორია და მოიგე რემონტი – „ციტადელი“ საიუბილეო კამპანიას იწყებს!