in

Summit Tiny Homes-ის პაწაწინა “მოხეტიალე” სახლი

Alliance Group
Alliance Group

მინიმალისტური ცხოვრებისადმი ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. დღეს გაგაცნობთ The Wanderer Tiny House-ს (მოხეტიალე პაწაწინა სახლი), რომელიც თქვენი ოცნების მინიმალისტურ ცხოვრებას შეეფერება.

პატარა სახლი შექმნილია Summit Tiny Homes-ის მიერ. ეს არის კომპანია, რომელიც ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადაშია დაფუძნებული. უწყვეტი მოგზაურობისთვის შესაფერისი სახლი ბორბლებზე დგას. მისი საწყისი ფასი კი $53,861-ს შეადგენს.

ეს თანამედროვე ნაგებობა, რომლის ფართობი დაახლოებით 16.25მ2-ს შეადგენს, მსუბუქი მასალებით არის დამზადებული და სამოგზაუროდ სრულ მზადყოფნაშია.

სახლი გარედან ძალიან თანამედროვე დიზაინით არის შექმნილი. ხის საფარი მას განსხვავებულ ატმოსფეროს მატებს. მას 6 დიდი ფანჯარა აქვს. შესასვლელი ხის ბაქანი, შეიძლება, გაიხსნას და დაიხუროს.

სახლის ინტერიერი მარტივი და ელეგანტურია. კედლები თეთრი ფერისაა, ხოლო კარადები – მუქი ლურჯი. დიდი ფანჯრების წყალობით კი დღის სინათლე შიდა სივრცეში შესანიშნავად აღწევს.

ძირითადი საცხოვრებელი ფართი სამზარეულოსა და მისაღებ ოთახს მოიცავს. სამზარეულოში გემრიელი კერძების მოსამზადებლად ყველა საჭირო აღჭურვილობაა. მოპირდაპირე მხარეს არსებული დივანი კი იშლება და მისი საწოლად გამოყენებაც შესაძლებელია.

სახლის შესასვლელთან განთავსებულია აბაზანა და საპირფარეშო. ამ ზონის ზედა ნაწილი, შესაძლოა, შეხედულებისამებრ, განსხვავებულად იქნას გამოყენებული.

სახლის ბოლოში გვხვდება საძინებელი. იმ შემთხვევაში თუ მოხეტიალე სახლს შესაბამის ადგილას განათავსებთ, თქვენი საძინებლის ფანჯრიდან ყოველთვის თვალწარმტაცი ხედი გადაიშლება.

რა არის ტერაცო და როგორ გამოიყენება ის ინტერიერის დიზაინში?

რა ჯდება საქართველოში ავეჯი ინდივიდუალური შეკვეთით და როგორ ითვლება მისი ფასი?