in

აღმოაჩინე სუფრები ქართველი მცირე მეწარმეებისგან – „მხარდაჭერის ველი”

VELI.store-ისთვის ქართველი მეწარმეების მხარდაჭერა, დაარსების დღიდან პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც მათთვის პროდუქციის რეალიზებისთვის გამარტივებული პლატფორმის შეთავაზებაში გამოიხატება. ველის ციფრულ თაროებზე წლების განმავლობაში 150-მდე ქართული ბრენდი განთავსდა, თუმცა ეს რაოდენობა „მხარდაჭერის ველი”-ს ფარგლებში წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება. ხოლო, მომხმარებელს შეუძლია ონლაინ შეიძინოს მათი პროდუქცია და ადგილზე უფასო მიწოდების სერვისით მიიღოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაახალწლო პერიოდში.

მოაწყე საახალწლო ვახშამი თუ სადღესასწაულო შეკრება მარტივად. აღმოაჩინე ქართული მცირე საწარმოები, რომლებიც გამორჩეული ხარისხისა და დიზაინის სუფრებს ქმნიან და მხარი დაუჭირე ქართულ მცირე ბიზნესს.

ან…

ან… ქართული წარმოების კონცეპტუალური მაღაზიაა, რომელიც უნიკალური დიზაინის სხვადასხვა ნივთებს ქმნის. აირჩიე ან ეს, ან…

ქართული ბრენდი ან.. წარმოგიდგენს სიყვარულით შექმნილ სუფრას. დახვეწილი დიზაინის სუფრის ორნამენტები შესრულებულია ხავერდის მასალაზე, რაც მას გამორჩეულობას მატებს.

ასევე, ამავე ბრენდისგან საახალწლო დღეებისთვის, შესანიშნავი არჩევანი იქნება სუფრა საახალწლო. დღესასწაულისთვის შექმნილი სუფრა დახვეწილი დიზაინის ორნამენტებით საახალწლო ღამის ვახშამს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

ბაბალე

ველიზე შეგიძლია აღმოაჩინო, კიდევ ერთი გამორჩეული ქართული ბრენდი – „ბაბალე“, რომელიც 2015 წელს დაარსებული სოციალური საწარმოა. ბაბალე თანასწორ სამუშაო გარემოს ქმნის ყველასთვის.

ბაბალე გთავაზობს ქართული ქსოვილი, სამოსის ორნამენტს. ისტორიული მემკვიდრეობის გაცოცხლების მიზნით, მუზეუმმა „ხელოვნების სასახლე“, სადაც დაცულია ქართული ტრადიციული სამოსი, შექმნა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქსოვილის პატერნები გაციფრულდა. ბაბალეს საწარმოც ჩაერთო ქართული ქსოვილის გაცოცხლებაში და ეს თანამედროვე დიზაინი ეროვნული ქსოვილის მოტივებზე შექმნა.

ამავე ქართული საწარმოსგან, კიდევ ერთი ბრწყინვალე სუფრის შეძენა შეგიძლია – მინიატიურა, ვეფხისტყაოსანი. ეს თანამედროვე დიზაინი XII საუკუნის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი წიგნის მინიატიურის მიხედვითაა შექმნილი, რომელიც XVI საუკუნეში მხატვარმა მამუკა თავაქალაშვილმა შექმნა.

ქართულ ხელნაწერ ტრადიციასა და წიგნის ხელოვნებას 16 საუკუნოვანი ისტორია აქვს. პირველი წერილობითი ძეგლები – ეპიგრაფიკული წარწერები თუ ხელნაწერი ფურცლები V-VI საუკუნეებით თარიღდება. „ბაბალეს“ ეს დიზაინი ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება უძველესი კულტურული მემკვიდრეობა თანამედროვეობაშიც საინტერესო და ცოცხალი იყოს.

იგრიკა

იგრიკა გადმოგცემს ამბებს, რომლებიც ხატობაზე თუ ძილისპირულ ზღაპრებში ისმინება, ქვაქარგულობაში თუ ბუკინისტურ დახლებზე მივიწყებულ წიგნებში იკითხება და ყველაზე გულწრფელად გვიყვება ჩვენზე, როგორც ერზე.

ბრენდი შენთან ერთად მიჰყვება გზას ამ იდუმალ სამყაროში. ხოლო, აღმოჩენებს მთელი გულით გიზიარებს, რადგან მიაჩნია, რომ თუ მათ ერთხელ შენც მოისმენ, საგანძურის მცველი გახდები, გულით ატარებ თუ უმასპინძლებ, ამბავი შენით განაგრძობს თხრობას.

იგრიკას ტაბლა „იფრარის ყვავილების“ წარმომავლობა სვანეთშიდანაა. სიმბოლო იფრარის მთავარანგელოზის ტაძარში, კანკელის ფრთაზეა გამოსახული და 1096 წელს მიეკუთვნება.

ბრენდმა იფრარის ყვავილების ესკიზი ტაძრის კედლის დეკორის შთაგონებით შექმნა. ასევე, საინტერესოა ერთი გასაოცარი ფაქტი: თურმე ხატმწერი თავის თავს როგორც – მეფის მხატვარ თევდორეს მოიხსენიებს, რომელიც ივარაუდება, რომ დავით IV აღმაშენებლის კარის მხატვარი იყო. ასეთი ისტორიის მქონე ორნამენტების მიხედვით საწარმომ მაგიდის ვიწრო გადასაფარებელიც მოკაზმა, იგივე რანერი.

ამავე ბრენდისგან საინტერესო იქნება ტაბლა „ხარი“. ამ სიმბოლოს წარმომავლობას საირხეს განძი წარმოადგენს, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულით თარიღდება.

ხარის კომპოზიცია საირხეს განძის შთაგონებით შეიქმნა, სადაც იდუმალი და ძლიერი ცხოველი,  ცის მაცნეებს გულისყურით უსმენს. შვიდიოდე ათასი წლის წინ, უძველესი მიწათმოქმედების დარგი შემოჭრილა კულტის სამყაროში. ამ დროიდან, ხარს მიწათმოქმედების ფუძემდებლად მიიჩნევდნენ და მთვარის კულტთან აკავშირებდნენ. ის მისტიკურ ხასიათს სძენს კომპოზიციას, რომელიც მაგიდის ბილიკს ქმნის.

ლილთე

ლილთე 2020 წელს დაარსდა და ქმნის ნივთებს მოგონებისგან, მნიშვნელოვანი ემოციებისგან.  „ლილთე“ სვანური სიტყვაა, რომელიც მატყლის ძაფად გადაქცევის პროცესს ასახავს, ისევე როგორც ლილთე კინძავს შენს მნიშვნელოვან ემოციებს და ქმნის ულამაზეს ნივთებს შენთვის. შენ შეგიძლია მოგონებებით სხვადასხვა ნივთები შექმნა, ასევე ბრენდისგან, შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა ისტორიული ამბების ლიმიტირებული კოლექცია.

ბრენდისგან შესანიშნავი არჩევანი იქნება რანერი საახალწლო ჩიტები. ის მყუდროებას შემოიტანს შენს სასადილო ოთახში. გარდა იმისა, რომ რანერი არის პრაქტიკული აქსესუარი იქნება მაგიდისთვის, მას ასევე აქვს დახვეწილი და სადა დიზაინი, რომელიც ელეგანტური შტრიხი იქნება ნებისმიერი ინტერიერისთვის.

ამავე ბრენდისგან, საახალწლოდ, ბრწყინვალე ნივთი იქნება რანერი საახალწლო ჩიჩილაკი. ის წარმოდგენილია მხიარული ფერებით და გაფორმებულია საახალწლო სუფრის ელემენტებით, რაც სადღესასწაულო განწყობის შექმნაში დაგეხმარება.

ჰარმოსფერო

2021 წელს ორი დის მიერ დაფუძნებული სტარტაპი სახელად „ჰარმოსფერო“ ხარისხისა და კომფორტის კომბინაციას წარმოადგენს. სკანდინავიური სტილისა და შვედური Lagom კონცეფციის გავლენით, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ინტერიერის აქსესუარები ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნის სახლებში.

ჰარმოსფეროს ნივთები საქართველოშია დამზადებული 100% ტილოსა და ბამბის ქსოვილებისგან. ნათელი, სადა და დახვეწილი ფერები ინტერიერში კომფორტისა და სიმშვიდის განცდას ქმნის გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ. ტილოს ქსოვილზე დატანილი მცირე ზომის ნაქარგი „ჰარმოსფეროს“ ხელწერაა, რაც ბრენდს გამოარჩევს.

ბრენდისგან ველიზე შეგიძლია შეიძინო სადა და დახვეწილი, ნათელი ფერის სუფრა, რომელიც დამზადებულია 100% ტილოს ქსოვილისგან.

ასევე, ჰარმოსფეროსგან შესანიშნავი არჩევანი იქნება ჩაის ტილო ნაქარგით, რომელიც იდეალური იქნება ამავე ბრენდის სუფრასთან კომბინაციაში. ჰარმოსფეროს ჩაის ტილო დამზადებულია 100% ტილოს ქსოვილისგან.

შეიძინე მხარდაჭერის ველის ფარგლებში ქართული სუფრები და გააძლიერე ქართული მცირე ბიზნესი. შეარჩიე ველიზე ქართული წარმოების ნივთები საჩუქრად და გაუგზავნე მისალოც ბარათთან ერთად ადრესატს საქართველოს ნებისმიერ მისამართზე უფასოდ.

[პარტნიორის კონტენტი]

ძველი სახლის ახლებური სიცოცხლე. პროექტები საქართველოდან

Cabbage Tree House – თანამედროვე საცხოვრებელი ავსტრალიაში, რომელიც გამოქვაბულის შთაბეჭდილებას ტოვებს