in ,

სიურრეალისტური ბინა ჭავჭავაძეზე

Banner M2
Banner M2

აღნიშნული პროექტის მთავარ მიზანს კონცეპტუალური, არასტანდარტული ინტერიერის შექმნა წარმოადგენდა. დიზაინერმა ამ ამოცანის გადასაჭრელად ისეთი ელემენტები შემოიტანა, როგორიც არის 3.5 მმ სისქის კერამოგრანიტით მოპირკეთებული სამზარეულო, ე.წ. “უჩინარი კარის” სისტემა და სადა კედლები. ამ ყველაფრის ფონზე კი მთავარ აქცენტად გვევლინება ულამაზესი აქსესუარები, რომლებიც აღნიშნულ ინტერიერს სრულიად გასაოცარ ხასიათს და ინდივიდუალურ სტილს ანიჭებს.


პროექტში გამოყენებულია Qeeboo-სა და Marcantonio-ს კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ჟირაფი-სანათი – “Giraffe in love”. ინტერიერში ასევე გვხვდება Qeeboo-სა და Stefani Giovannoni-ის ერთობლივი ნამუშევარი სკამი-ბაჭია, აგრეთვე Kare-ს კოსმონავტი მაიმუნი, ფრანგული ბულდოგი და სხვა ორიგინალური აქსესუარები.

საერთო ფართი: 185 კვ/მ

დიზაინერი: ზურაბ დვალიშვილი

ფოტოები:  Cloud Studio

რა უნდა ვიცოდეთ ინტერიერის დიზაინერის მომსახურებაზე – ინტერვიუ თინათინ ძირკვაძესთან

საუბრები არქიტექტურაზე ნიკა ლეკვეიშვილთან და ნუცა კანდელაკთან – TIMM Architecture