in

ნიკოლოზ ლომიძისა და ალექსანდრე ღარიბაშვილის Swimming Pool Project მის ვან დერ როეს პრიზის ნომინანტია

WUNDERWERK architecture-ს პროექტთან, “მრავალბინიანი საცხოვრებელი ბაგებში” მის ვან დე როეს პრიზის ნომინაციაში კიდევ ერთი ქართული პროექტი – Swimming Pool Project მოხვდა. ამ პროექტის ავტორები კი ნიკოლოზ ლომიძე და ალექსანდრე ღარიბაშვილი არიან. პროექტი განხორციელდა 2020 წელს თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში.

მოკლედ პროექტის შესახებ: პროექტის მიზანი იყო, მიტოვებული საცურაო აუზის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ისეთ ადგილად გარდაქმნა, რომელიც გახდებოდა საზოგადოების თავშეყრის, მულტიფუნქციური ადგილი და ჩატარდებოდა მუსიკალური, თეატრალური ან საგანმანათლებლო ღონისძიებები.

მოკლედ კონკურსის შესახებ: ევროკავშირის პრიზი თანამედროვე არქიტექტურაში – იგივე მიეს ვან დერ როეს ჯილდო არის პრიზი, რომელსაც ყოველწლიურად გასცემს ევროკავშირი და Fundació Mies van der Rohe. პირველად ჯილდო 1987 წელს ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და Fundació Mies van der Rohe– ს თანაბარი პარტნიორობით გაიცა. ჯილდოს აღება შეუძლია ყველა იმ პროექტს, რომელიც დასრულდა ევროპაში პრიზის მინიჭებამდე ორი წლის განმავლობაში. ნომინაციებს წარადგენენ დამოუკიდებელი ექსპერტები, ეროვნული არქიტექტურის ასოციაციები და პრიზის საკონსულტაციო კომიტეტი. ხუთ ფინალისტურ ნამუშევარს ეწვევა ჟიური, რომელიც ირჩევს პრიზის მფლობელს და ასახელებს განვითარებადი არქიტექტორის გამარჯვებულს.

რაც შეეხება ფინალს, 2022 წლის იანვარში გამოქვეყნდება შორთლისტში მოხვედრილი პროექტები, ამავე წლის თებერვალში

ფოტოების ავტორი: გიორგი ყოლბაია

სახლი კონტრასტული ინტერიერით – Tad.atelier-ის ნამუშევარი

ბინის რემონტისას დაშვებული 5 გავრცელებული შეცდომა