in

ტააპანი აარტომა – გრაფიკული დიზაინერი ფინეთიდან

ტააპანი აარტომა (1934-2009) იყო უამრავი ჯილდოს მფლობელი და საერთაშორისოდ ცნობილი ფინელი გრაფიკული დიზაინერი და პროფესორი, რომლის სტილის მთავარი საყრდენი გახლდათ ნათელი ფერები და მარტივი კომპოზიციები. გარდა დიზაინერის კარიერისა, აარტომა ეწეოდა აგრეთვე პედაგოგიურ საქმიანობას ლაჰტის ხელოვნების სკოლაში და ჰელსინკის ხელოვნების უნივერსიტეტში.

დიზაინერი მართავდა საკუთარ გრაფიკული დიზაინის სტუდიას და დააპროექტა რამდენიმე ასეული პლაკატი და  ილუსტრაცია, რის გამოც მალევე მოიპოვა აღიარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო პოლონეთში, გერმანიაში, ესტონეთსა და შვედეთში, კუბასა და მექსიკაში და ჩინეთში.

ტააპანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია “Tattooed chairs”, რომელიც მან დიზაინერ ირიო კუკაპუროსთან თანამშრომლობით შექმნა. კოლექცია მნახველებისთვის ხელმისაწვდომი 1991-2009 წლებში იყო, რასაც მოჰყვა აღმასვლა აარტომას კარიერაში.

მიუხედავად იმისა, რომ იგი ძირითადად გრაფიკულ დიზაინზე მუშაობდა და არა უშუალოდ ავეჯის წარმოებაზე, სკამის ამ საინტერესო დიზაინის წყალობით, რომელიც მოგვიანებით რეალურ ნიმუშად იქცა, ტააპანი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფინელ დიზაინერად, რომელსაც დამსახურება აქვს ავეჯის ინდუსტრიაში.

სივრცის ფრანგული სტილით მოწყობის 5 საიდუმლო ინტერიერის დიზაინერებისგან

“მოედანი” – ადგილი სადაც ცხოვრობ, მუშაობ, ერთობი