in

Tacchini – ოჯახის ირგვლივ გაერთიანებული ავეჯის იტალიური ბრენდი

Tacchini ცნობილი იტალიური ბრენდია, რომელსაც აღწერენ როგორც ფილოსოფიას, რომლის თითოეული ობიექტის უკან დგას ამბავი, ხოლო ყოველი ამბის უკან – ადამიანი. ბრენდის ისტორია 1965 წელს იწყება, როდესაც ანტონიო ტაჩინიმ გადაწყვიტა, შეექმნა ისეთი საწარმო, სადაც თითოეული ნივთი მთლიანად იტალიური იქნებოდა. კომპანია მაშინვე გამოირჩეოდა ხარისხითა და თანამედროვეობასთან კავშირით. მისთვის ნიმუშები შექმნეს ისეთმა ცნობილმა დიზაინერებმა, როგორებიც არიან ჯანფრანკო ფრატინი, პატრიკ ნორგეტი, გორდონ გიომიერი და სხვები.

 

ბუნებრივია, დროთა განმავლობაში ანტონიოს ადგილი მემკვიდრეებმა დაიკავეს და ახალი იდეები გააცოცხლეს, თუმცა Tacchini-ს მთავარი პრინციპები დღესაც ოჯახისა და ადამიანების ერთიანობასა და ევოლუციის პროცესზე დგას. ბრენდის კოლექციები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ წარმოება. ამ ოჯახისა და კომპანიის ისტორია გადაჯაჭვულია იტალიური და საერთაშორისო დიზაინის ისტორიასთან.

ბრენდი მიიჩნევს, რომ დიზაინი არ შეიძლება განიხილებოდეს გარე შეზღუდვებისა და თანამედროვე სამყაროს ქაოსისა თუ სტრესისგან იზოლირებულად. სწორედ ამიტომ, ის ინარჩუნებს ახლო ურთიერთობას მომხმარებელთან და ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს. თანამედროვე ბაზარზე ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა, რომ Tacchini-მ დახვეწოს და მაქსიმალურად გამოხატოს საკუთარი პროდუქციის ხარისხი საუკეთესო მასალის გამოყენებითა და მკაცრი სტანდარტების დაცვით.

Tacchini-ს პროდუქტები თავად საუბრობენ. დახვეწილი და კარგად ფორმირებული მასალა გვიყვება მისი შემქმნელის შესახებ, ფორმა მიუთითებს ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და გამოცდილების კულტურაზე, ხოლო ფუნქცია დიზაინის ფილოსოფიასა და დიზაინერის სტილს უსვამს ხაზს. მათ მიერ წარმოებული თითოეული პროდუქტი არის ერთიანობის, გამოცდილებისა და ემოციის სინთეზი, რომელიც კარგად არის მორგებული ყოფით ცხოვრებასა და ფუნქციურობაზე.

თავად ბრენდის შენობა ორ სართულიან არქიტექტურულ პროექტს წარმოადგენს, რომელიც მილანსა და კომოს შორის მდებარეობს. აქ მასალისა და სივრცეების შერწყმა იდეალურად გამოხატავს პროდუქციის არსსა და პრინციპებს. შენობის ირგვლივ მთელი ზაფხული იტალიის გასაოცარი სიმწვანეა, ხოლო ზამთარში თოვლიანი ბუნება და ნაცრისფერი აქცენტები დომინირებს. თავისი უკიდურესობებით, აქაურობა ქმნის Tacchini-ს ისტორიულ ფონს, ადგილს, სადაც იდეები ერწყმის დიზაინის კულტურას. შენობაში დაპროექტებული თითოეული ობიექტი და ავეჯის ნაწილი ატარებს იტალიური დიზაინისთვის დამახასიათებელ ნიშნებს და ორიენტირებულია ხარისხზე. აღსანიშნავია, რომ ბრენდი სწორედ ამ სათაო ოფისის ირგვლივ არსებულ მასალას იყენებს წარმოებისთვის, რითაც ამცირებს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ენერგიის მოხმარებას.

ისევე, როგორც წარსულში, ტაჩინის ოჯახში იდეის სიძლიერე დღესაც ცენტრალურია და მთავარი აქცენტი ნებისმიერი ნიმუშის შექმნისას, კეთდება იდეის ანალიზზე, რომელზე დაყრდნობითაც იქმნება დახვეწილი და მაღალი ხარისხის ავეჯი და ნივთები. ეს უწყვეტი პროცესი უზრუნველყოფს ბრენდის ისტორიის თანამედროვე სტილთან კავშირს, რომელიც შემდგომში კიდევ უფრო ძლიერდება მასალის არჩევით და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. ავეჯის საშუალებით, Tacchini ცდილობს გააუმჯობესოს სახლისა და საჯარო სივრცეების ხარისხი, სადაც ადამიანების საჭიროებები მუდმივად იცვლება.

სახლის ინტერიერი, სასტუმროები, აეროპორტები, სტადიონები, ჯანმრთელობის ცენტრები თუ სავაჭრო მოლები – თითოეული ეს სივრცე ხდება სცენა, რომელზეც Tacchini-ს შეუძლია გამოხატოს საკუთარი მოდელების უნიკალურობა, გამძლეობა, კომფორტი და მრავალფეროვნება.

მიტოვებული შენობის ახალი სიცოცხლე – Roldán Arquitectos-ს პროექტი მექსიკაში

მცირე ავეჯი და აქსესუარები, როგორც ინტერიერის დიზაინის განმსაზღვრელი ელემენტი – 6 ნივთი “კომფორტერიდან”