Downland barns დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ Downs-ის ბორცვზე მდებარე ხის მასალისგან მოპირკეთებული საოჯახო სახლია, რომლის მშენებლობაშიც გამოყენებული იქნა 1000-ზე მეტი ხელნაკეთი ჯოხი. სახლი უნიკალურად აერთიანებს ტრადიციულ ხელნაკეთობებსა და მასალებს თანამედროვე დიზაინის ელეგანტურობასთან. პროექტი შთაგონებულია ადგილობრივი არქიტექტურული სტილით. სახლის ექსტერიერში გამოყენებულია ქვიშაქვა, შავი ხე, თიხის კრამიტი და დახრილი სახურავი.
შენობის ცენტრში განთავსებულ მწვანე გამყოფ კედელში ჩაშენებულია ბუხარი. ეს კედელი ინტერიერში ფუნქციურ ზონებს ყოფს და ამავდროულად სივრცეს სიმყუდროვეს მატებს. მაღალი ჭერი გარემოს სიმსუბუქეს სძენს, ხოლო სახლის სამხრეთით განთავსებული შუშის ფანჯრები პანორამულ ხედებს ქმნის ბუნებაზე. სახლის ინტერიერში ხე გამორჩეულად დომინირებს. ჭერი და კედლები მთლიანად ხის მასალით არის მოპირკეთებული, რაც სივრცეს სითბოსა და ბუნებრივ ხასიათს მატებს. ნაცრისფერი საფარის იატაკი კი დახვეწილი კონტრასტით ავსებს საერთო დიზაინს.
სახლის დაბალ სართულზე, აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებულია ისტორიული, ხის ჩარჩოიანი ბეღლის სტილის სივრცე, რომელიც დაახლოებით 400 წლის წინ აშენდა. მისი ძველი ვერსიის საგულდაგულოდ დემონტაჟი და აღდგენა მოხდა.
სახლი სრულად მორგებულია მოკლე პერიოდით დამოუკიდებლად ფუნქციონირებისთვის. აქ გამოყენებულია Tesla-ს ენერგიის შესანახი ბატარეები, იატაკქვეშა გათბობა, მექანიკური სითბოს აღდგენის სისტემა და LED განათება.
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”