თანამედროვე სტილით აშენებულ სახლებს ერთი დიდი უპირატესობა აქვთ – მათი ინტერიერის მიმზიდველობა მათივე სიმარტივეში მდგომარეობს. ოთახები პროპორციულია და ლოგიკური წყობა აქვთ, გარდა ამისა, მათ აქვთ დიდი ზომის ფანჯრები, რაც გარემოს ძალიან ნათელს ხდის. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე ბინის შეძენა კარგი არჩევანია. თუმცა, აქვე ისმის კითხვა – როგორ უნდა მოვაწყოთ ან შევცვალოთ ამგვარი ბინის უკვე არსებული წყობა?
სივრცის გადაკეთება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თანამედროვე სახლებში კონცენტრაცია ბევრი შუქისკენაა მიმართული და, შესაბამისად, ამგვარ სახლებს დიდი ზომის ფანჯრები აქვთ. თუმცა, სივრცის მეტად გასაფართოებლად შეგიძლიათ, ტრადიციული კარების მაგივრად, შიდა ფანჯრები გამოიყენოთ. ისინი ხელს უწყობენ, სახლში სინათლის თანაბარ გადანაწილებას.
რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, სახლის მფლობელების უმეტესობა და დეკორატორები თვლიან, რომ მოდერნისტული არქიტექტურა უნდა შეესაბამებოდეს დეკორაციას. დღესდღეობით მსგავსი სახლების მოწყობისთვის ყველაზე პოპულარული მიდგომაა: თეთრი კედლები, ხის იატაკი, შუა საუკუნეების ავეჯი და ნაკლები უწესრიგობა. თუმცა, აქვე გირჩევთ, თავი შეიკავოთ ზედმეტი მოდერნიზაციისგან და სახლს რაიმე თავისი, იდენტობის მქონე დეტალი შეუნარჩუნოთ.
სივრცის დასრულება
თანამედროვე ბინებს მათთვის დამახასიათებელი სიცარიელის გამო, აუცილებლად სჭირდებათ ხასიათისა და სითბოს დამატება. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტ როლს მაღალი ხარისხის მასალები და ტექსტურები ასრულებენ. მაგალითად, თუკი იატაკი ისეთი მასალითაა გაკეთებული, რომ სახლში ცივ განწყობას ტოვებს, შეგიძლიათ, “დასათბობად” ნათელი ხის ავეჯი და ჭრელი ხალიჩები გამოიყენოთ.
ასევე, თუ თქვენ ცხოვრობთ საინტერესო ისტორიის მქონე შენობაში, შეიძლება თქვენი სახლის ინტერიერი ამ შენობის განწყობასა და დეტალებზე ააგოთ და მსგავსად დაასრულოთ თქვენი სივრცის მოწყობა.
ფერების გამოყენება
თეთრი, რა თქმა უნდა, თანამედროვე სახლის ფერია. ეს არის მარტივი, კლასიკური ფერი, რომელიც ინარჩუნებს სინათლისა და სივრცის შეგრძნებას. თუმცა, თუკი თქვენ არ ხართ “თეთრის” ადამიანი და გსურთ, თანამედროვე სტილი სხვა, უფრო მკვეთრი ფერებით დაამყაროთ, საამისოდ გირჩევთ, ფერთა პალიტრა გამოიყენოთ.
გახსოვდეთ, რომ, პირველ რიგში, აუცილებელია, თქვენ მოგწონდეთ ფერი და შემდეგ უკვე სტილს შეუსაბამოთ. ნუ მოგერიდებათ მკვეთრი ფერების გამოყენება, უბრალოდ ეცადეთ, შემდგომ ეს ფერები რელევანტურად დააბალანსოთ.
ავეჯის შერჩევა
შუა საუკუნეების თანამედროვე ავეჯითა და კლასიკური ნივთებით სახლის დატვირთვა არის ტენდენციური მიდგომა თანამედროვე ბინების მოსაწყობად. მოდერნიზმი ცდილობს დააბრუნოს ძველებური მიდგომები ახლებურად – შესაბამისად, არ უნდა გვიკვირდეს, თუკი ამგვარ სახლებში ძველებურ დეკორს გადავაწყდებით. საერთოდაც, მოდერნისტულ სახლებში ყველანაირი ნივთი მისაღებია, თუკი მას ორიგინალური ხასიათი შეაქვს ინტერიერში.