in

ტბისპირა სახლი ოჰაიოში – PJCArchitecture-ს ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტბის პირას მდებარეობს, ცოლ-ქმარს ეკუთვნის, რომელსაც ქალაქის ხმაურიდან თავის დაღწევა და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს მოწყობა სურდა. შენობა 2022 წელს აშენდა და მისი ფართობი 582 კვადრატული მეტრია.

სახლს სამი სართული აქვს, სადაც განთავსებულია 2 საძინებელი, 2 აბაზანა, სამზარეულო, მისაღები და სივრცე სტუმრებისათვის. მისაღებისა და სამზარეულოს ნაწილი გაერთიანებულია და ღია ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი აქვს, რომელიც მუქ ლურჯ დეტალებსა და მუქი ფერის ფანჯრებთანაა კონტრასტში. საინტერესო აქცენტს ქმნის ასევე ხისფერი კიბე, ჭერისა და ხალიჩის დეტალები და სხვადასხვა დეკორაციული ნივთები.

პროექტი Shou Sugi Ban-ის სახელითაა ცნობილი და ის ეკომეგობრული მასალითაა დაკომპლექტებული. კედლებისა და ჭერისთვის გამოყენებულია იაპონური ხე, თუმცა აქ ასევე ვხვდებით ქვისა და მეტალის დეტალებსაც.

სართულები ისეა განლაგებული, რომ შესვლისთანავე მესამე სართულზე ხვდებით. ეს ზონა ტბას გადაჰყურებს, ხოლო როდესაც სახლს ტბის მხრიდან უყურებთ, გეჩვენებათ, რომ ის ღრუბლებთან არის ჰარმონიაში.

შენობის დაპროექტებისას არქიტექტორების ჩანაფიქრი ხელოვნებისთვისა და მატერიალურობისათვის დამახასიათებელი დეტალების გაერთიანება იყო, რაც სახლის დახვეწილი და თანამედროვე ექსტერიერის დახმარებით შეძლეს. არქიტექტორებს სურდათ მარტივი და ესთეტიკური ნაგებობის დაპროექტება, რომელსაც სიმყუდროვისა და ელეგანტურობის ეფექტი ექნებოდა.

 

არქიტექტურული სტუდია: PJCArchitecture

ფოტოები: Tom Stock, Stock Studios Photography

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ნოგუჩის ყავის მაგიდა, რომელიც XX საუკუნის საკულტო დიზაინად იქცა

ცხოვრების სტილად ქცეული არქიტექტურა – ინტერვიუ გიორგი ვარდანაშვილთან