in

ჭერის მოპირკეთების ძირითადი სახეები

Construction worker assemble a suspended ceiling with drywall and fixing the drywall to the ceiling metal frame with screwdriver.
IPS
IPS

ჭერი ოთახის დეკორის მნიშვნელოვანი ელემენტია. ის დიზაინერის ჩანაფიქრს დასრულებულ ფორმას აძლევს, თუმცა, მნიშვნელოვანია მისი ფუნქციონალური მხარეც. ჩვენ შევეცადეთ თქვენთვის ჭერის მოპირკეთების ძირითადი სახეობები, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები გაგვეცნო, რათა მისი არჩევის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიადვილდეთ.

გახსოვდეთ, ჭერის ყველაზე ძვირფასი საფარი ყოველთვის სწორი არჩევანი არაა.

შეთეთრება

ყველაზე ხანდაზმული, შემოწმებული და იაფი, თუმცა ინტერიერის განახლების არაპოპულარული მეთოდი. შეთეთრაბაში გულისხმობენ ცაცხვისა და ცარცის ნარევის დატანას ჭერის ზედაპირზე.

დადებითი მხარეები: დაბალი ფასი, რემონტის სიმარტივე, ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა, არაალერგიული.

უარყოფითი მხარეები: მოითხოვს იდეალურ ზედაპირს, არასაკმარისად გამძლე, ტენისადმი არამედეგი, ჭუჭყისადმი მგრძნობიარე.

ღებვა

ღებვა მარტო კედლებისთვის არაა განკუთვნილი, თანამედროვე დიზაინერები სტიმულს აძლევენ დეკორის ამ მიმართულებას. არსებობს შემდეგი სახის საღებავები: წყალემულსიური, სილიკონის, აკრილისა და სილიკატის.

დადებითი მხარეები: დაბალი ფასი, რემონტის სიმარტივე, ადვილი მოსავლელი.

უარყოფითი მხარეები: იდეალური ზედაპირის საჭიროება, არასაკმარისი გამძლეობა, განახლების სირთულე.

ფონი

დეკორი ფონის გამოყენება არამხოლოდ კედლების პრეროგატივაა, არამედ ჭერისაც. ისინი წებოთი მაგრდება და თითოეული ტიპის ჭერის ფონისთვის სათითაოდ ირჩევა. ჭერის მოსაპირკეთებელი ფონის შემდეგი სახეობებია: ქაღალდის, ვინილის, ტექსტილის და ფლიზელინის.

დადებითი მხარეები: ორიგინალურობა და უჩვეულო იერი, არ არის საჭირო იდეალური ზედაპირი, საშუალო ფასი, გამძლეობა, ფერებისა და ფაქტურის  დიდი არჩევანი.

უარყოფითი მხარეები: გაკვრის სირთულე, შეერთების ადგილების ჭერისგან მოშორების რისკი, იაფი მასალა ტენისადმი მგრძნობიარეა.

თხევადი ფონი

თხევადი ფონი, სხვადასხვა დანამატებთან ერთად, ცელულოზისა და ტექსტილის მშრალ ნარევს წარმოადგენს. ამ სახის ჭერები ექსკლუზიური დიზაინის ეფექტს ქმნიან. თხევადი ფონი  უსწორმასწორო ზედაპირს ადვილად ეკვრის და ზედაპირის უმნიშვნელო ხარვეზებსაც ფარავს. გამოიყურება საკმაოდ ეფექტურად.

მოპირკეთების ეს სახეობა არამარტო ფერების, არამედ ტექსტურის მიხედვითაც გამოირჩევა. მისი არჩევის დროს მნიშვნელოვანია სწორი პრაიმერის არჩევა, რომელიც არსებობს შემდეგი სახის: ბამბისებრი, ცელულოზის, აბრეშუმის და ნარევი.

დადებითი მხარეები: ეკოლოგიურად სუფთა, არაალერგიული, მსუნთქავი, არ საჭიროებს იდეალურ ზედაპირს, ფარავს ჭერის მცირე ხარვეზებს, ნახატებისა და ფერების დიდი არჩევანი.

უარყოფითი მხარეები: მეტისმეტი ტენიანობის დროს შეიძლება ზედაპირს მოცილდეს, მაღალი ფასი, რემონტის სირთულე, შრობის დიდი პერიოდი (2 დღეზე მეტი)

დეკორატიული ბათქაში

ჭერის დეკორატიული ბათქაშით მოპირკეთების შემთხვევაში მისი ესთეთიკა გარანტირებული იქნება. ეს ვარიანტი ძვირფასად და მდიდრულად გამოიყურება, თუმცა ფენების ეტაპობრივ დატანას მოითხოვს. სასურველი რეზულტატის, ფერისა და რელიეფურობის მიღების მიხედვით დეკორატიული ბათქაშის შემდეგი სახეობებია: სტრუქტურული, მოზაიკური, ვენეციანური, მარსელური, სველი აბრეშუმი, ლატექს-პლასტიკი და ა.შ.

დეკორატიული ბათქაშის არჩევის დროს  ასევე მისი შემავსებლები უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითისთვის: აკრილის შემადგენლობა ჭერის ნესტგამძლეობას ზრდის, ხოლო სილიკონის საფუძველი უფრო პლასტიურია და ზედაპირზე ადვილი დასატანი.

დადებითი მხარეები: სხვადასხვა ფერი და ნახატი, მოსავლელად მარტივი, არ საჭიროებს იდეალურ ზედაპირს, ზრდის ვიზუალურ სიმაღლეს, ნესტგამძლე, ექსპლუატაციის ხანგრძლივი დრო.

უარყოფითი მხარეები: მაღალი ფასი, გაკვრის სირთულე.

ფილა

ფილას ჭერზეც აკრავენ, თუმცა ეს ის ფილა არა არის, რომელსაც აბაზანაში ვხვდებით. ჭერის მოსაპირკეთებლად იყენებენ პენოპოლისტიროლის ფილას. ის სხვადასხვა სისქისა და ფორმისაა, თუმცა ყველაზე პოპულარული კვადრატული ფილებია. უღარო ვარიანტი ჭერზე იდეალურ ზედაპრს ქმნის და ასეთ ფილებს შეერთების ადგილები საერთოდ არ ეტყობა. ამგვარი ჭერების გაკვრა მარტივია, ვიზუალურად კი საკმაოდ მომხიბვლელია.

დადებითი მხარეები: საშუალო ფასი, დამაგრების სიმარტივე, შაბლონებისა და ნახატების დიდი ასორტიმენტი, ნებისმიერ ზედაპირზე მიმაგრების საშუალება, არ საჭიროებს იდეალურ ზედაპირს.

მინუსები: დაბალი ხარისხის მოდელები ნესტისადმი მგრძნობიარეა და სწრაფად კარგავენ გარეგნულ მიმზიდველობას, ყვითლდება და ჭუჭყიანდება. ასეთი ჭერი იაფფასიანად გამოიყურება, მასალა საკმაოდ მყიფეა, ამიტომ მონტაჟის დროს სიფრთხილეა საჭირო.

პოლივინიქლორიდის „პვქ“ პანელები

მშვენიერი ვარიანტი სათადარიგო ოთახებისთვის. მას ძირითადად აივნების, სათავსოებისა და აბაზანების მოსაპირკეთებლად ირჩევენ. ეს პანელები ან უშუალოდ ჭერზე ან წინასწარ დამზადებულ კარკასზე მაგრდება. პანელები ერთმანეთში მჭიდროდ ჯდება და შეერთების ადგილები საერთოდ არ ჩანს. წარმოდგენილია მრავალ ფერსა და ნახატში.

დადებითი მხარეები: საშუალო ფასი, მარტივი და სწრაფი მონტაჟი, შეღებვის აუცილებლობის არ ქონა, ნესტგამძლე, მრავალფეროვანი ელფერითა და ნახატით. პანელების დაბალი წონა და დაყენების სიმარტივე.

უარყოფითი მხარეები: ადვილად დეფორმირებადი, ზედაპირის დაბალი გამძლეობა, დაბალ ტემპერატურებზე გაბზარვის საშიშროება, იაფფასიანი იერი.

ალუმინის პანელები

ზოგჯერ ასეთ პანელებს „რეიკულს“ ეძახიან. ეს წარმოადგენს შეკიდულ კონსტრუქციას, რომელზეც რკინის ვიწრო პანელები მაგრდება. ყველაზე ძვირფასად  სპილენძი ითვლება. მეტალის ზედაპირის სპეციალური ემალით დაფარვის შემდეგ  შესაძლებელია მივიღოთ სხვადასხვა ფერის მიმზიდველი იერის ჭერი. მათი მოთავსება სახლის ნებისმიერ ოთახშია შესაძლებელი. ის ჭერზე პრობლემურ ადგილებსა და ხარვეზებს ფარავს. ყველაზე ხშირად იყენებენ აივნებისთვის, სველი წერტილებისა და სამზარეულო ოთახებისთვის.

დადებითი მხარეები: მარტივი და სწრაფი მონტაჟი, ნესტ და თბოგამძლეობა, ჭერზე არსებული კომუნიკაციების მშვენიერი დასაფარი. ფერებისა და სტრუქტურების დიდი არჩევანი, მარტივი მოვლაში.

უარყოფითი მხარეები: საკიდი კონსტრუქციის მოსაწყობად საჭიროა მინიმუმ 10 სანტიმეტრი, რაც ჭერის სიმაღლეს ამცირებს, კარკასული პროფილების მაღალი ღირებულება.

ხის პანელები

თუკი ეს ვარიანტი თქვენი ქალაქის ბინისთვის შეუსაბამოა, აგარაკისთვის ეს ჭერები ნამდვილი მონაპოვარია. გამოიყურება ეფექტურად, ნატურალურად და მყუდროდ.

დადებითი მხარეები: ეკოლოგიურობა და ნატურალურობა, შესაძლებელია ნაწილობრივი შეცვლა ან რემონტი, მონტაჟის სიმარტივე, თბო და ხმის იზოლაცია, მსუნთქავი.

უარყოფითი მხარეები: ზედაპირის სპეციაური დამუშავების გარეშე ვერ იტანს ნესტს, ლპება და სოკოთი იფარება. საჭიროებს აკურატულ მოვლას და დამცავი ფენის მუდმივ განახლებას.

შუშა და სარკე

ჭერის ასეთი მოპირკეთება გულგრილს არავის დატოვებს. შესაძლებელია ხავერდოვანი, პრიალა, შაბლონიანი და მთლიანად გამჭირვალე ზედაპირების შესრულება. ამგვარად გაფორმებული ჭერი იდეალურია ოთახში სინათლის  გასაძლიერებლად. სივრცე ვიზუალურად არა მხოლოდ დიდი, არამედ უფრო ნათელიც გახდება. შუშა კარკასზე ან სპეციალურ წებოვან ზედაპირზე მაგრდება.

ასეთი ჭერები ჯერ ჯერობით არ სარგებლობს პოპულარულობით.

დადებითი მხარეები: მოვლის სიმარტივე, ოთახში სინათლისა და ვიზუალური ეფექტის ზრდა, ნესტგამძლე, მდიდრული და ძვირფასი იერი.

უარყოფითი მხარეები: მასალის სიმყიფის გამო მონტაჟის სირთულე, მაღალი ფასი, საჭიროებს მიდმივ წმენდას.

ტექსტილი

აბრეშუმის, ფარჩის, ტყავისა და სხვა ნაჭრებით ჭერების მოპირკეთება ერთ-ერთი მიმართულებაა. ამგვარი მოპირკეთება საკმაოდ იშვიათად გვხვდება, თუმცა უნიკალური ჭერის შესაქმნელად ნამდვილად გამოდგება. მიმაგრება წებოთი და სპეციალურ კონსტრუქციაზე ნაჭრის გადაჭიმვის გზით ხდება.

დადებითი მხარეები: ექსკლუზიური დიზაინი, ფარავს ჭერის დიდ დეფექტებსაც კი, მარტივი მონტაჟი, სპეციალური სამაგრების წყალობით ადვილი მოსახსნელია.

უარყოფითი მხარეები: რთულია აბაჟურის შერჩევა, ნაჭერი ადვილად ბინძურდება და სუნებს ისრუტავს.

მოჭიმული ჭერი

ის ყველაზე პოპულარულია თანამედროვე ჭერებს შორის. დეკორისათვის შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერი ნახატისა და ფერის შერჩევა, ხავერდოვანი და პრიალა ზედაპირით. ასეთი სახის მოპირკეთება ასევე ფოტობეჭდური ზედაპირის გამოყენების საშუალებასაც იძლევა. ერთფეროვანი მოჭიმული ჭერი ასევე ბრწყინვალე ვარიანტია, მარტივი და გემოვნებიანი. ზედაპირი იდეალურად სწორი გამოდის, ვინაიდან მონტაჟი კედლებზე მიმაგრებულ კანტებზე ტილოს გადაჭიმვით ხდება.

დადებითი მხარეები: ფარავს ჭერის დეფექტებს და კომუნიკაციებს, ფერებისა და ნახატების ფართო სპექტრი, სწრაფი მონტაჟი, ნესტგამძლე, ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი, მოვლის სიმარტივე, მონტაჟისთვის საკმარისია 5 სანტიმეტრი, მისი მონტაჟი არ დააზიანებს გარემონტებულ ოთახებს.

უარყოფითი მხარეები: რთულდება განათების მონტაჟი ჭერზე, მაღალი ფასი, უხარისხო მასალები ტოქსიკურია.

 

 

 

ფასადური მოპირკეთების თანამედროვე სახეები

სახლი ინსპირაციით “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”