დროა განვიხილოთ, თუ როგორ უნდა გაზარდოთ თქვენს სახლში დღის შუქის რაოდენობა დიზაინის საშუალებით. გარდა იმისა, რომ მზის სხივები თქვენს ინტერიერს უფრო ნათელსა და ეფექტურს ხდის, ბუნებრივ შუქსა და სუფთა ჰაერს შეუძლია თქვენს განწყობასა და ენერგიის დონეზე ზემოქმედება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ოთახში ინტერიერის განათების გავლენის გასაძლიერებლად, ცხადია, რომ დღის წესრიგში პირველი პუნქტი ფანჯრებია – განსაკუთრებით, ჭერის ფანჯრები. ეს საშუალებას გაძლევთ, რომ ბუნებრივი განათების სრული ძალა გამოიყენოთ. მოდით, განვიხილოთ 4 გზა, რომლითაც ჭერის ფანჯრები თქვენს სახლზე დადებით და მდგრად ზეგავლენას იქონიებს.
- ბუნებრივი სინათლის მაქსიმალიზება
გრძელი ზამთრისა და ბნელი ღამეების გამო, ინტერიერში განათების მაქსიმალიზების მიზნით ექსპერიმენტები სკანდინავიურ ინტერიერის დიზაინში ადრევე დაიწყეს. ეს არის აზროვნების სკოლა, რომელიც სინათლის წყაროების სიმრავლეს უსვამს ხაზს და მზის შუქის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს. ეს საგულდაგულოდ შესწავლილი მიდგომა, შეიძლება, საგრძნობლად უფრო რბილ კლიმატურ პირობებშიც კი მოგემსახუროთ: თქვენი შემოგარენისადმი ფანჯრის გახსნით, შეგიძლიათ ბუნება თქვენი დეკორაციის ნაწილი გახადოთ და მასთან სიახლოვე შეიგრძნოთ.
ასევე, მნიშვნელოვანია თქვენი დეკორაციის ფერთა პალიტრა. იმის გამო, რომ მუქი ტონები ბუნებრივ შუქს შთანთქავს, ღია ფერის კედლების, ბუნებრივი მასალის, საგულდაგულოდ განლაგებული სარკეებისა და ამრეკლავი ზედაპირების შერჩევა საშუალებას მოგცემთ, რომ ბუნებრივი სინათლის ურთიერთქმედება გააძლიეროთ. ოთახში განათების დონის მაქსიმიზაცია სივრცეს უფრო დიდსა და ჰაეროვანს გამოაჩენს. თქვენს სახლში არსებული მასალების მდიდარი ფერებისა და ტექსტურის წარმოსაჩენად ბუნებრივი განათება ბევრად უკეთეს სამუშაოს ასრულებს, ვიდრე – ხელოვნური.
- ხარისხი და გამძლეობა
სკანდინავიური დიზაინის საფუძველი რაოდენობის ნაცვლად ხარისხზე ორიენტირებაა. რამდენადაც ნაკლები მოხმარება პლანეტისადმი უფრო პატივისცემით განწყობილ დამოკიდებულებას ნიშნავს, თქვენ შეგიძლიათ მდგრადობას ხელი ჭერის ფანჯრების არჩევით შეუწყოთ, რადგან მათი ხარისხი და გამძლეობა სწორედ ამის საშუალებას მოგცემთ.
- ჯანსაღი შიდა სივრცის შექმნა
პანდემიამ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სახლების მიერ სრული პოტენციალის გამოვლენა. თქვენი ოთახების მეტი შუქით უზრუნველყოფა როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის შეუდარებელ სარგებელს წარმოადგენს.
დღის სინათლე უკეთ ძილში, მეტი ენერგიის გამომუშავებაში, ემოციური მდგომარეობის დასტაბილურებაში გვეხმარება. კვლევებმა აჩვენა დადებითი გავლენა პროდუქტიულობაზეც: კარგი განათება და სუფთა ჰაერი ჩვენი კოგნიტური სისტემის სწავლის უნარს აუმჯობესებს.
- მდგრადობა
დეკორი დღისა და ასაკის საჭიროებებს, სურვილებს ასახავს. დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლიმატზე მავნე ზემოქმედება მაქსიმალურად შევამციროთ და ინტერიერისთვის ეკო-ხედვა ჩამოვაყალიბოთ. ჭერის ფანჯრების საშუალებით ოთახებში მეტი სინათლის გავრცელება ამის გასაკეთებლად ერთ-ერთი სწორი გზაა. ბუნებრივი განათება საშუალებას მოგცემთ, რომ ელექტროენერგიის მოხმარება შეამციროთ. ეკოლოგიურთან ერთად, ეს ფინანსურ სარგებელსაც მოგიტანთ.