in

ჭიქები სადღესასწაულო სუფრისთვის – Homeis.ge-ს 5 რჩეული მოდელი თბილისის მაღაზიებიდან

სადღესასწაულო სუფრის გაფორმება განსაკუთრებით სასიამოვნო პროცესია. იმისთვის, რომ სტუმრებმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ, ჩვენ არა მხოლოდ კერძებზე, არამედ სუფრის ვიზუალურ მხარეზეც გვიწევს ზრუნვა. მაგიდის გაფორმება საკმაოდ კომპლექსური საკითხია და ის ბევრ სხვადასხვა ელემენტს მოიცავს, თუმცა დღეს ჩვენ ჭიქებზე შევჩერდებით და იმ ვარიანტებს შემოგთავაზებთ, რომელთა გამოყენებაც ნამდვილად აქცევს თქვენს წვეულებას დაუვიწყარ მოგონებად.

1. &Klevering-ის ბრენდის სპირალისებური ჭიქა

ეს უმშვენიერესი მოდელი თანამედროვე დიზაინისა და დახვეწილი სტილის ნაზავია. ნაკრებში 2 ერთეული შედის და მისი ფასი 85 ლარს შეადგენს. პროდუქტის შეძენა მაღაზია მისაშია შესაძლებელი.

2. სტუდია LSA-ს მიერ შექმნილი ღვინის ჭიქა

LSA ლონდონში დაფუძნებული დიზაინ სტუდიაა, რომელიც აწარმოებს თანამედროვე, ხელნაკეთ მინის ჭურჭელს სრულყოფილი გეომეტრიული სიზუსტითა და ორიგინალური ფორმებით. ნაკრები 4 ერთეულისგან შედგება და მისი ღირებულება 399 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროდუქტის შეძენა შესაძლებელია Kitchen & Living by Gastronome-ის შოურუმში.

3. Tom Dixon-ის ცქრიალა ღვინის ჭურჭელი

ეს მოდელი გამოირჩევა სადა და ამავდროულად დახვეწილი დიზაინით. მისი გამოყენება იდეალურია როგორც ტრადიციულ სუფრაზე, ასევე კოქტეილის ტიპის ღონისძიებებზე ბარის მაგიდასთან. ნაკრები ორი ერთეულისგან შედგება და მისი ფასი 365 ლარია. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია Sence Concept Store-ის შოურუმში.

4. რეტრო მოდელი Zara Home-სგან

ეს მშვენიერი ჭიქები მსუბუქი სტილითა და კომფორტული ფორმით ხასიათდება. პროდუქტი ხელმისაწვდომია ორ სხვადასხვა ფერში და ერთეულის ფასი Zara Home-ის ოფიციალურ წარმომადგენლობაში 19 ლარს შეადგენს.

5. Villeroy Boch-ის “ბოსტონის” კოლექცია

ბოსტონის” კოლექციის ჭიქები იდეალურია როგორც სადღესასწაულო, ასევე ყოველდღიური გამოყენებისთვის. ფერებისა და ფორმების მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, რომ ისინი ნებისმიერი სტილის სუფრის დეკორს შეუხამოთ.

ტური კალიფორნიის ვენეციის სანაპიროზე მდებარე ბუნგალოში

Objects – ქეთევან ასათიანისა და ნუკა კორინთელის ხედვით შექმნილი ესთეტიკა