in

რა ფუნქციები აქვს და როგორ მუშაობს ჭკვიანი საკეტი

ჭკვიანი საკეტი არის მოწყობილობა, რომელიც ბინის მფლობელის სმარტფონში ჩაშენებული მობილური აპლიკაციის გამოყენებით კონტროლდება. ოჯახის წევრებს და ნათესავებს ტელეფონის საშუალებით ეძლევათ დაშიფრული ელექტრონული გასაღები, რომელიც შეუძლიათ ბინაში ან სახლში შესვლისას გამოიყენონ.

ლაკონური დიზაინის მქონე მოწყობილობის კომპაქტური კორპუსი გამძლე ანოდირებული ალუმინისგან მზადდება. საღებავების მრავალფეროვნება კი თქვენი კარისთვის შესაფერისი ელფერის შერჩევის საშუალებას მოგცემთ.

ჭკვიანი საკეტის დიზაინის მახასიათებელია ადაპტერების არსებობა, რომელთა წყალობითაც შესაძლებელი ხდება ბაზარზე არსებულ უმეტესი საკეტის მექანიზმებთან თავსებადობა. მოწყობილობის დამაგრებას მხოლოდ 10 წუთი და ერთი სახრახნისი სჭირდება. ახლა კი მოდით, გავიგოთ ყველაფერი, რაც ჭკვიანი საკეტის შესახებ უნდა ვიცოდეთ.

ჭკვიანი საკეტები

ჭკვიანი საკეტი შეიძლება გაიღოს როგორც თითის ანაბეჭდის, ასევე პაროლის, სმარტფონის აპლიკაციის, ჩიპის ან მექანიკური გასაღების საშუალებით. თუ მოწყობილობა რამდენჯერმე მომხმარებლის თითის ანაბეჭდს ვერ ამოიცნობს ან არასწორ პაროლს შეიყვანთ, ის გარკვეული დროით დაიბლოკება და, ამასთან, მობილურ ტელეფონზე მოგივათ შეტყობინება, რომ ვიღაც თქვენს სახლში შეღწევას ცდილობს. გარდა ამისა, პაროლი შეიძლება იყოს მუდმივი, დროებითი ან პერიოდული (აქტიური თქვენ მიერ შერჩეული გარკვეული პერიოდების განმავლობაში). ასევე, შეიძლება არსებობდეს ორმაგი ავთენტიფიკაციის საშუალებები, როგორიც არის პაროლი + თითის ანაბეჭდი, პაროლი + ჩიპიანი ბარათი და ა. შ.

ჭკვიან საკეტს შეიძლება ჰქონდეს ბავშვებისგან ბლოკირების ფუნქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბავშვი შიგნიდან კარის გაღებას შეეცდება, ის მაინც არ განიბლოკება. ამასთან, არსებობს „ღამის ბლოკირების“ ფუნქცია — შეგიძლიათ საკეტი შიგნიდან დაბლოკოთ და გარედან მისი გაღება თითის ანაბეჭდის, ჩიპიანი ბარათის, პაროლის თუ მექანიკური გასაღების გამოყენებით შეუძლებელი გახდება. ასევე ხელმისაწვდომია სისტემა „ანტიპანიკა“, რომელიც საშუალებას გაძლევთ, კარი ერთი მოძრაობით გააღოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციებში.

ჭკვიან საკეტებს გააჩნია, სიგნალიზაციაც, რომელიც ჩაირთვება იმ შემთხვევაში, თუ ვინმე კარის შიგნიდან გაღებას ან მის დაზიანებას შეეცდება. საკეტი დაიბლოკება, თუ მის წინ არის ობიექტი, რომელიც თავად მოწყობილობასთან არ ურთიერთქმედებს. სახლში ყოფნისას ასევე შეგიძლიათ გარეთა ეკრანი დაბლოკოთ და კარის გარედან გაღება შეუძლებელი გახდება.

ასევე, არსებობს ერთი საინტერესო ფუნქცია: თუ შენობაში ტემპერატურა გარკვეულ ზედა ზღვარს მიაღწევს, არა მხოლოდ ხმოვანი სიგნალი ჩაირთვება, არამედ საკეტი ავტომატურად გაიხსნება, რათა მომატებული ტემპერატურის პირობებში მექანიზმი არ გაიჭედოს და ადამიანებმა ადვილად შეძლონ შენობის დატოვება.

რომ შევაჯამოთ, ჭკვიანი საკეტი ეს არის მომავლის ტექნოლოგია, რომელიც გარდა უსაფრთხოებისა, გვთავაზობს დახვეწილ ესთეტიკურ სახეს და გაზრდილ კომფორტს. სწორედ ამ მახასიათებლების გათვალისწინებით, დღესდღეობით ჭკვიანი საკეტები მზარდი პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის საქართველოშიც.

რუბრიკის წარმდგენია კარების კომპანია გაბილდი 

2023 წლის ორიგინალური ნაძვის ხეები თბილისური ინტერიერებიდან

7 რამ ინტერიერში, რაც განწყობას გვიფუჭებს