in

ჭურჭლის კარადის 4 ტრენდული მოდელი, რომლებიც ქართულ ბაზარზეა ხელმისაწვდომი

ჭურჭლის კარადა აუცილებელი და საჭირო ფუნქციური ელემენტია. ის ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ჭურჭლისა და სამზარეულოს აქსესუარების ორგანიზებას, მათ დაცულად შენახვას, მეორე მხრივ კი ინტერიერის საინტერესო აქცენტსა და მიმზიდველ დანამატს ქმნის.
მისი დახმარებით შესაძლებელია სამზარეულოსა და სასადილო სივრცის ოპტიმალურად ათვისება და ოთახის ფუნქციონალურობის გაზრდა. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ჭურჭლის კარადის რამდენიმე მოდელს, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ პრაქტიკული ორგანაიზერის მოწყობაში და თქვენი ინტერიერის გალამაზებაში.

 

Bloomingville-ის ხის ცისფერი კარადა

Bloomingville-ის ხის ცისფერი კარადა, რომელიც ტევადი, თუმცა კომპაქტური და მარტივად გადასაადგილებელია, იდეალური იქნება თქვენი სამზარეულოსთვის. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ხარისხითა და მედეგობით გამოირჩევა. ამასთანავე, დიზაინისა და ფერის წყალობით ინტერიერშიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს და დახვეწილ აქცენტს შესძენს თქვენს სამზარეულოს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

Bloomingville-ის ხის ღია დასაკიდი კარადა

ხის ფაქტურის შავი ფერის დასაკიდი კარადა პრაქტიკული დანამატი იქნება თქვენს სამზარეულოში. მარტივად დასამონტაჟებელი მოდელი ადვილად მოერგება ნებისმიერ კედელს და სივრცის მაქსიმალურად ათვისებაში დაგეხმარებათ. ასევე, ტევადი თარო, სადაც სხვადასხვა პროდუქტს განათავსებთ, ხელს შეუწყობს ჭურჭლის ორგანიზებულობას და სივრცის სისუფთავესა და წესრიგს, რაც ასე აუცილებელია ამ ზონაში. ამასთანავე, დიასახლისებს ყოველდღიური საქმიანობაც გაუმარტივდებათ, რადგან თვალისათვის ადვილად შესამჩნევია ღია თაროზე არსებული ნივთები.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

Hkliving-ის ვინტაჟური კარადა

Hkliving-ის საკმაოდ ტევადი, ვინტაჟური კარადა იდეალური დანამატი იქნება როგორც თქვენს სამზარეულოში, ასევე სასადილო ოთახში. ხის მასალისგან დამზადებულ მოდელს 20 მცირე ზომის უჯრა და 3 ტევადი თარო აქვს, რაც მის გამოყენებას პრაქტიკულსა და მოსახერხებელს ხდის. გარდა ჭურჭლისა და სამზარეულოს აქსესუარებისა, კარადაში შეგიძლიათ მოათავსოთ წიგნები თუ დეკორაცია და უფრო ფუნქციური გახადოთ ავეჯი.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

Hkliving-ის ვიტრინა

Hkliving-ის ვიტრინა ხის ჩარჩოთი და დაზოლილი, სპეციალურად დამუშავებული მინით კიდევ ერთი საინტერესო ელემენტი იქნება თქვენ სახლში, სადაც ჭურჭელთან ერთად, ნებისმიერ სასურველ ნივთს მოათავსებთ და მისი სახით ტევად სათავსოს შექმნით. ასევე დიზაინისა და მასალის დამსახურებით პროდუქტი იდეალურად შეეწყობა სკანდინავიურ, მინიმალისტურ თუ თანამედროვე ინტერიერს და თქვენს ოთახს კიდევ უფრო სახასიათოს და მიმზიდველს გახდის.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

რუბრიკის წარმდგენია Mysa

ავტორი: მეკო მეტრეველი

რომელი ფერების გამოყენება ჯობია სამუშაო სივრცის მოსაწყობად?

თანამედროვე პენტჰაუზი ნიდერლანდებში