in

10 რჩევა ჭურჭლის სარეცხი მანქანის ასარჩევად

IPS
IPS

ჭურჭლის სარეცხი მანქანა თანამედროვე სამზარეულოსთვის მეტად პრაქტიკული დანადგარია. ის ზოგავს ნერვებს, დროსა და ხარჯებს, თუმცა მაქსიმალური კომფორტის მისაღწევად მნიშვნელოვანია ის ჩვენს მოთხოვნებს შევუსაბამოთ. გთავაზობთ 10 რჩევას, რომლებიც მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ სწორი არჩევანის გაკეთებას.

1. ჩამოვყალიბდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის სახეობაზე და ადგილზე.

ის არსებობს:

  • პორტატიული – როგორც დამოუკიდებელი აგრეგატი შეგვიძლია დავდგათ ნებისმიერ ადგილზე
  • ჩაშენებული/ნაწილობრივ ჩაშენებული – სამზარეულოს ავეჯშია ჩაშენებული და იდეალურად ერწყმის ინტერიერს.

2. მანქანის ტევადობა 2-3 ჯერ მეტი უნდა იყოს აუცილებელ მინიმუმზე.

ჭურჭლის მანქანის ტევადობა განისაზღვრება კომპლექტებით.

1 კომპლექტი შეიცავს დიდ და პატარა თეფშებს, ჭიქას, ლამბაქს, დანასა და ჩანგალს. მისი ჩართვა როგორც წესი დღის ბოლოს ხდება, შესაბამისად 1 ადამიანისთვის მინ. 3 კომპლექტის რეცხვაა გასათვალისწინებელი. 3 ადამიანს 9 კომპლექტის ტევადობის დანადგარი სჭირდება და ა.შ.

3. მიაქციეთ ყურადღება წყლისა და ელ. ენერგიის ხარჯს.

ეს მაჩვენებლები დანადგარის საექსპლუატაციო წიგნშია მითითებული.

4. მართვის სტანდარტული 5-6 პროგრამა სავსებით საკმარისია. სასურველია მანქანას ასევე „ნახევრად გავსებულის რეცხვის“ ფუნქცია ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახში, სადაც პატარა ბავშვია დანადგარი საკეტის დაბლოკვის ფუნქციასაც ფლობდეს. ასევე ჩვილბავშვიანი ოჯახებისთვის სასარგებლოა ჭურჭლის სტერილიზაციის ფუნქციაც.

5. პატარა სამზარეულოსა და 2 ადამიანისგან შემდგარი ოჯახისთვის ვიწრო სარეცხი მანქანა უნდა აირჩიოთ.

6. რეცხვის ხარისხის ნიშანი – „A“ საკმარისია.

7. სასურველია აირჩიოთ მანქანა წყლის დაღვრის დაცვის ფუნქციით. მილის ან რაიმე სხვა შემადგენელი ნაწილის დაზიანებისას მანქანა ავტომატურად აჩერებს წყლის მოხმარებას.

8. ჩუმი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხმაურის დონე არ უნდა აღემატებოდეს 45 დეციბელს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია სტუდიოს ტიპის ბინებისთვის. აღნიშნული მაჩვენებელი მითითებულია დანადგარის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში.

9. ტურბო შრობა უპირატესია, თუ მანქანის მუშაობის სისწრაფე პრიორიტეტულია.

10. ჭურჭლის სარეცხი მანქანის ყიდვისას არჩევანი ისეთ ბრენდზე შეაჩერეთ, რომელიც მაღალი სანდოობით გამოირჩევა. ის თქვენს მიერ წაყენებულ პირობებს რეალურად დაგიკმაყოფილებთ. ბრენდების არჩევისას შეგიძლიათ გამოიყენოთ მომხმარებლების გამოხმაურებები სხვადასხვა სოციალურ ქსელში.

2020 წლის საუკეთესო რენოვაციების ისტორიები

ბომი კიმის „უცნაური ავეჯის სერია“