ავსტრალიაში აგებულ ამ სახლის პროექტს Sunshine Beach House ეწოდება და 300 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. პროექტის ავტორების თქმით, სახლი მზით, სერფინგით, ქვიშითა და ტალღებითაა შთაგონებული. ის ახალგაზრდა სერფერი ოჯახისთვის შეიქმნა, რომლებსაც აქტიური ცხოვრების სტილი აქვს.
პირველ სართულზე სამზარეულო და სასტუმრო ოთახებია განთავსებული, რომლებიც ბაღსა და აუზზე გადის. სახლის დაგეგმარების წყალობით ოჯახის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება სახლში, დაბრკოლებების გარეშე.
საძინებლები და სააბაზანოები ზემო სართულზეა განლაგებული. ადგილობრივი ხე და თეთრი ქვიშის ბეტონი ლოკალური პლაჟების ლანდშაფტისა და სანაპირო გარემოს პეიზაჟის ელფერს იძლევა. ეს მასალა ვიზუალური მხარის გარდა, თავის ფუნქციასაც ასრულებს – ის ზღვისპირა სახლებისთვის დამახასიათებელ ქვიშას, მარილსა და წყალს სახლს არიდებს და მას დაზიანებისგან იცავს.
არქიტექტურული სტუდიის თქმით, სახლის თითოეულ დეტალშია შესამჩნევი სანაპიროსა და ოკეანის სილამაზით მიღებული ინსპირაცია. ტალღების განმეორებითობისა და ვარიაციის იდეების გამოძახილი მთელს ინტეიერშია ინტეგრირებული.
ფოტოგრაფი: Emma Bourne