სამი ბრენდის სრული სამოდელო რიგი და საავტომობილო სერვისი ერთ მისამართზე – Tegeta Cars-ის ახალი ინტეგრირებული შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა. საავტომობილო კომპლექსი Tegeta Cars-ში შემავალ კომპანიებს: Geely Sakartvelo-ს, Mazda Center Tegeta-სა და Auto Gallery-ს აერთიანებს. მულტიბრენდული შოურუმი აღმაშენებლის ხეივნის №152-ში მდებარეობს და მაქსიმალურად მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული, სადაც სრული საავტომობილო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი.
ორსართულიან შენობას გამორჩეულ ვიზუალს ანიჭებს ფასადის ფერფორაცია, ზიგზაგისებრი ფორმა და ვიტრაჟები.
ნინო გუგუტიშვილი, პროექტის მენეჯერი: „მიზნად დავისახეთ შეგვექმნა საავტომობილო კომპლექსი, სადაც რამდენიმე ბრენდი ერთ სივრცეში, თუმცა საკუთარი იდენტობით იქნებოდა წარმოდგენილი. Mazda-ს მოთხოვნა ბრენდის უნიკალურობის ხაზგასმასთან ერთად, შოურუმში შემოსული მომხმარებლისთვის ისეთი გარემოს შეთავაზება იყო, რომელიც მაქსიმალურად კომფორტულს გახდიდა მანქანის შერჩევის პროცესს. ამ მიზნით შოურუმში წარმოდგენილია გზის იმიტაცია და მანქანის დასათვალიერებელი სივრცე.
Geely-ს შემთხვევაში აქცენტი თანამერდოვე გარემოზე, ნათელ ფერებსა და სივრცეების განსხვაებულ ფუნქციურ დატვირთვაზე გავაკეთეთ. მაგალითისთვის, შოურუმის მხოლოდ ერთი კედლის მოწყობაზე, რომელიც ბრენდის “სთორითელინგს” და ეკომეგობრულ ზონას აერთიანებს, 10-მდე კომპანიამ იმუშავა.
რაც შეეხება Auto Gallery-ს შოურუმს, რომელსაც კომპანიის დამოუკიდებელ იდენტობასთან ერთად მისი რამდენიმე ბრენდის (Pollaris, Indian) საგამოფენო სივრცე უნდა გაეერთიანებინა, დიზაინერებს უფრო მეტი სიფრთხილით მოუხდათ ფერებსა და მასალებზე მუშაობა. ამ შოურუმის ე.წ ბადე ჭერს ინტერიერში განსაკუთრებული სიმსუბუქე შემოაქვს. შენობა ასევე დატვირთულია საოფისე სივრცით, რომლისთვისაც ავეჯი იტალიაში შევარჩიეთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ნამუშევრით შოურუმის გახსნაზე სტუმრად ჩამოსული ბრენდების წარმომადგენლების, ჩვენი კოლეგებისა და მომხმარებლების მოწონება დავიმსახურეთ.“
შოურუმის პირველი სართულის ნაწილი Geely Sakartvelo-ს ეთმობა. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში.
ამავე სართულს იკავებს Mazda Center Tegeta. კომპანიას, რომელიც საქართველოში იაპონური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, მომხმარებელი 2012 წლიდან კარგად იცნობს.
მეორე სართული კი Auto Gallery-სთვის არის განკუთვნილი. ეს არის Tegeta Cars-ში შემავალი მულტიბრენდული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ელექტრომობილებთან ერთად, ისეთი ამერიკული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა Polaris, Indian Motorcycle. კომპანია მოტოციკლებსა და ელექტრო მოპედებს წარადგენს.
თანამედროვე სტანდარტების შოურუმი ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა. საავტომობილო სერვისისათვის განკუთვნილი უახლესი ხელსაწყოები შვიდ სამუშაო სივრცეში განთავსდა.
ელლა კამლაძე, მსუბუქი ავტომობილების ბიზნესის მარკეტინგის ხელმძღვანელი: „Tegeta Cars-ის ახალი საავტომობილო შოურუმის მთავარი მიზანი მომსახურების მაქსიმალურად გამარტივება და მომხმარებლისათვის განსხვავებული გამოცდილების შეთავაზებაა. მთავარი იდეა კომპლექსური მომსახურების შეთავაზება იყო, შესაბამისად, 4,000 m2-მდე სივრცე კონცეპტუალურად დავტვირთეთ: ერთ შენობაში გავაერთიანეთ საექსპოზიციო დარბაზი, სრული ავტოსერვისი და სამუშაო სივრცე ჩვენი თანამშრომლებისათვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი ერთი ვიზიტით მისთვის საჭირო ყველა მომსახურების მიღებას შეძლებს. თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი სერვისისთვის განკუთვნილი სივრცეც“.
თანამედროვე სტანდარტების შოურუმი ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა. საავტომობილო სერვისისათვის განკუთვნილი უახლესი ხელსაწყოები შვიდ სამუშაო სივრცეში განთავსდა.
სრულად კეთილმოწყობილია გარე ტერიტორიაც. შოურუმის ეზოში გამოყოფილია სივრცე ავტოსადგომის, სამრეცხაოსა და ელექტროდამტენებისათვის.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, Polaris, Indian, – კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
[R]