in

ტელევიზორი მისაღებ ოთახში: 5 გავრცელებული შეცდომა

მისაღებ ოთახში ტელევიზორის განთავსება ბევრისთვის თავის ტკივილია. ძალიან ხშირად თავისი გარეგნობით ტელევიზორი მყუდრო მისაღები ოთახის მთელ შთაბეჭდილებას აფუჭებს. თუმცა, ბევრი შეცდომის თავიდან აცილება შესაძლებელია და ამაში ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.

შეცდომა №1: ტელევიზორი ყურადღების ცენტრში

თანამედროვე ტელევიზორი ტექნოლოგიის ნამდვილი სასწაულია, მაგრამ ის მისაღები ოთახის ცენტრალურ ობიექტად არ უნდა აქციოთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კლასიკურ მისაღებ ოთახში შავი მინიმალისტური XXL მოდელების განთავსებას ეხება.

რჩევა: ინტერიერის ტელევიზორის გარშემო აწყობის ნაცვლად, ავეჯით, აქსესუარებითა და დეტალებით დაიწყეთ. დაე, ისინი ქმნიდმემ უმთავრეს აქცენტებს და ტელევიზორი ამ ყველაფრის ფონზე მოკრძალებულ ადგილს დაიკავებს.

შეცდომა №2: ტელევიზორი არ შეესაბამება ოთახის ზომას

იყიდეთ ტრენდული, ულტრათანამედროვე მოდელი, მაგრამ ის თქვენს მისაღებ ოთახს აბსოლუტურად არ ერგება და ინტერიერის შემადგენელი სხვა ნივთების გვერდით უადგილოდ გამოიყურება? სამწუხაროდ ეს ხშირად ხდება.

რჩევა: ტელევიზორის შერჩევისას ყოველთვის თქვენი ოთახის საბაზისო მონაცემებით იხელმძღვანელეთ. თუ მისაღები ოთახი ფართოა და დივანი ეკრანისგან დიდი მანძილით არის დაშორებული, ტელევიზორი დიდი უნდა იყოს. თუ ოთახი პატარაა და ეკრანიც დივანთან ახლოს არის, უფრო პატარა მოდელი შეარჩიეთ. პატარა სივრცეში უზარმაზარი „შავი კვადრატი” უცხოდ გამოიყურება და ინტერიერის მთელ შთაბეჭდილებას აფუჭებს.

შეცდომა №3: ზედმეტად მაღლაა განთავსებული ტელევიზორი

ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომა ტელევიზორის ძალიან მაღლა ჩამოკიდებაა. ამ შემთხვევაში მისი ყურება მოუხერხებელია და მუდამ დისკომფორტს გაგრძნობინებთ.

რჩევა: თქვენი ტელევიზორი მუდამ თვალის დონეზე უნდა იყოს განთავსებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გამოყენება არაკომფორტული იქნება. ამიტომ, მის დაყენებამდე მოთავსდით დივანზე და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრეთ სწორი პოზიცია.

შეცდომა №4: უშნო სადგამი

აუდიო და ვიდეო აღჭურვილობის სტანდარტული თანამედროვე ავეჯი ყველა სტილისთვის შესაფერისი არ არის. ზოგჯერ მას თქვენი მისაღები ოთახის მთელი ინტერიერის გაფუჭება შეუძლია.

რჩევა: აუცილებელი არ არის, რომ ტელევიზორი ჩვეულებრივ კომოდზე იყოს მოთავსებული. დროა ძველი სტერეოტიპები დაივიწყოთ. ამ მიზნით, შეგიძლიათ თითქმის ნებისმიერი ავეჯი გამოიყენოთ, იქნება ეს წიგნების თარო თუ კონსოლი.

შეცდომა №5: ტელევიზორი ინტეგრირებული არ არის ინტერიერთან

ავეჯის, ტექნიკის და აქსესუარების ერთ მთლიანობაში გაერთიანების სურვილი ჰარმონიული ინტერიერის მისაღწევად კარგი გზაა. მაგრამ ტელევიზორი ცოცხალი სურათია და მისი ინტერიერში ინტეგრაცია უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ სტატიკური ობიექტის. ბევრი ამ იდეაზე უარს ამბობს და შედეგად, სივრცე მთლიანობას კარგავს.

რჩევა: ნუ მისცემთ ტელევიზორს უფლებას, რომ იქცეს მახინჯ შავ ლაქად, რომელიც თქვენს ოთახში არსებულ მთელ სილამაზეს ანგრევს. შეგიძლიათ ტელევიზორი ნახატებს ან ფოტოებს შორის ჩამოკიდოთ. სხვათა შორის, Samsung-ს აქვს მოდელი Frame ხის ჩარჩოთი, რომელიც ნახატს ჰგავს.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

შენი სახლი არის ადგილი, რომელიც მუდამ გელოდება

დიზაინის ლეგენდის – ეერო საარინენის 10 საკულტო პროექტი