in

9 მარტივი გზა ინტერიერში ტელევიზორის დასამალად

მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს ჩვენგანს ურჩევნია, არ ჰქონდეს ტელევიზორი, რომელიც დომინირებს ჩვენს საცხოვრებელ სივრცეში. პატარა ტელევიზორები, როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ინტერიერის დიზაინერები უამრავ სხვადასხვა გზას პოულობენ მათი შენიღბისთვის და მათგან ყურადღების გადასატანად.

ხშირად ადამიანები ცდილობენ ტელევიზორისთვის ცალკე ოთახიც კი გამოყონ და ის მისაღებში არ განათავსონ. თანამედროვე ტელევიზორების პრობლემა მათ ზომაშია, რადგან მოდელების უმეტესობა ძალიან დიდია და მარტივად იქცევს ყურადღებას. ცალკე ოთახის გამოყოფა მის დასამალად შესანიშნავი გზაა, თუმცა შეიძლება ამისთვის სახლში საჭირო სივრცე არ გვქონდეს, ამიტომ დიზაინერები რამდენიმე სხვა საინტერესო მეთოდს გვთავაზობენ.

სხვათა შორის, დღესდღეობით მომხმარებლები უკვე ირჩევენ პროექტორებს ტელევიზორის ნაცვლად, რადგან მისი გათიშვა და ოთახიდან გაქრობა საკმაოდ მარტივი პროცედურაა. უფრო მეტი შთაგონებისთვის, დღეს დიზაინერების მიერ შემოთავაზებულ რამდენიმე საინტერესო რჩევას გიზიარებთ, რომელიც ინტერიერში დიდი ზომის ტელევიზორის შენიღბვაში და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ.

დამალეთ ტელევიზორი თაბაშირმუყაოს მიღმა

კედელში გამოყავით ადგილი ტელევიზორის დასამონტაჟებლად, შემდეგ კი დაამაგრეთ შესაბამისი სტილისა და დიზაინის პანელები, რომლის მიღმაც ტელევიზორი სრულად დაიფარება. ასეთი კარადის მსგავსი დიზაინი შესანიშნავად ერგება ინტერიერს და იძლევა შესაძლებლობას, რომ დიდი ტელევიზორი ოთახში ყურადღებას საერთოდ არ იქცევდეს.

დაამაგრეთ ტელევიზორი ხის პანელზე

ხის პანელების გამოყენება კარგი გზაა დახვეწილი და ელეგანტური ინტერიერის შესაქმნელად, დამატებით კი მასზე დამაგრებული ტელევიზორი თვალში ნაკლებად გვხვდება და ბევრად უფრო საინტერესო და ელეგანტური ჩანს. ამას გარდა, ხის მასალა ოთახს სითბოსა და ბუნებრივ ატმოსფეროს უქმნის.

მოაწყვეთ ვინტაჟური კუთხე

როდესაც გვსურს, ტელევიზორი მისაღებში, საძინებელში ან სხვა ოთახში გვქონდეს, თუმცა ყურადღებას არ იქცევდეს, ერთ-ერთი კარგი მეთოდი ვინტაჟური სტილის შექმნაა. ასეთი კუთხე ინტერიერში სიძველისა და სიმდიდრის ეფექტს ქმნის, თვალში კი უფრო მეტად მისი დახვეწილი და უჩვეულო გარეგნობა უფრო გვხვდება, ვიდრე დიდი ზომის თანამედროვე ტელევიზორი.

გამოიყენეთ წიგნების ჩაშენებული კარადა

დეკორატიული საგნები, წიგნები და მცენარეები ხელს უწყობს ვიზუალური ყურადღების გაფანტვას და ამ  ტელევიზორი მეორეხარისხოვანი ხდება. ხის ჩარჩოს აგების შემდეგ, მისი დაპროექტება სასურველი დიზაინის მიხედვით შეგიძლიათ. ეს მეთოდი შესაძლებელს ხდის ოთახში თქვენი საყვარელი მწვანე მცენარეების, ყვავილების და სხვა ნივთების დამატებას.

კონსოლში ჩაშენებული ტელევიზორი

ამ სახლის მფლობელებს სურდათ ტელევიზორის ყურება ისე, რომ მას ფანჯრის ხედი არ დაეფარა, გამოსავლის სახით კი გლუვი, დაბალპროფილიანი კონსოლი შეარჩიეს, რომელსაც აქვს ჩაშენებული მექანიკური სისტემა და შესაძლებელია კონსოლში ტელევიზორის დაფარვა. დამატებით, შესაძლებელია ტელევიზორის სიმაღლის სურვილისამებრ რეგულირება.

შექმენით კედლის გალერეა

ტელევიზორის გარშემო შეგიძლიათ ნახატების დაკიდება. ამგვარი გალერეა ავსებს სივრცეს და ტელევიზორს ნაკლებად შესამჩნევს ხდის. როგორც წესი, გალერეის მოწყობის პროცესი იწყება ნახატებისა და ტელევიზორის პარამეტრების გაზომვით, ამის შემდეგ კი შეგიძლიათ ისინი კედელზე სასურველი დიზაინითა და განლაგებით დაკიდოთ.

დამალეთ ტელევიზორი კარის მიღმა

ასეთი ჭკვიანური დიზაინი ოთახში რთულად შესამჩნევია შპალერის პრინტის წყალობით. ამ დროს ტელევიზორი მთლიანად იფარება ორმაგი კარით, რომლის დიზაინიც შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიოთ. ამგვარი გზით შეძლებთ ინტერიერის გალამაზებას და ოთახში საინტერესო განწყობის შექმნას.

შექმენით მუქი ფერის ფონი

მუქი და ტექსტურირებული ელფერი ხელს უწყობს დიდი ტელევიზორის ეკრანის ზემოქმედების შემცირებას და ძალიან მარტივი ხრიკია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სახლის ნებისმიერ ნაწილში. ამ გზით ოთახი გარდაიქმნება მყუდრო სივრცედ, ტელევიზორი კი თვალისთვის ნაკლებად გამაღიზიანებლად აღიქმება.

კარადაში ჩამალული ტელევიზორი

ეს შესანიშნავი გზაა მათთვის, ვისაც სურს, ტელევიზორი ინტერიერში საერთოდ არ ჩანდეს. ასეთი მეთოდით ინტერიერი ძალიან მყუდრო და დახვეწილი ჩანს, სურვილის შემთხვევაში კი შესაძლებელია კარის გამოღება და ტელევიზორის ყურება. ასე რომ, სახლი თანამედროვე მოდელის ტელევიზორით არის აღჭურვილი, რომელიც მისაღებში დიდ სივრცეს არ იკავებს და არც დომინანტურ როლს თამაშობს.

რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი 

ლოფტის სტილის ბინა სკანდინავიური ესთეტიკით

ლითონის კარი — მახასიათებლები, მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე